იცით პელეთროცინ პლუსს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

პელეთროცინ პლუსის გვერდითი მოვლენებია: შესაძლო გვერდითი მოვლენები: ყველა პრეპარატის მსგავსად,პელეთროცინ პლუსის ტაბლეტები იწვევს გვერდით ეფექტებს, თუმცა არა ყველა პაციენტში. ქვემოთ წარმოდგენილია გამოვლენილი გვერდითი მოვლენები: ს ჩამონათვალი: ხშირი (შეიძლება აღინიშნოს ყოველი 100 პაციენტიდან 1-10 პაციენტში): დარღვევები კუჭ – ნაწლავის ტრაქტის მხრივ, როგორიცაა დისკომფორტი კუჭის არეში, ტკივილი კუჭის არეში, სისუსტე; ნაკლებად ხშირი (შეიძლება აღინიშნოს ყოველი 1000 პაციენტიდან 1-100 პაციენტში): ძილიანობა, თავის ტკივილი; თავბრუსხვევა; ტკივილი მუცლის ან კუჭის არეში, დისკომფორტი, ღებინება, დიარეა გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება; დაბალი არტერიული წნევა, სპაზმი, გულისცემის გახშირება; დაღლილობა; უძილობა, აგზნება; იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს ყოველი 10000 პაციენტიდან 1-1000 პაციენტში): ცხვირიდან სისხლდენა; არარეგულარული მენსტრუაცია ან ჭარბი სისხლდენა მენსტრუაციის პერიოდში. რომელიმე გვერდითი ეფექტის გაუარესების შემთხვევაში, ან ისეთი გვერდითი ეფექტის გამოვლენისას, რომელიც მოცემული არ არის წინამდებარე ინსტრქუციის ფურცელში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები