იცით დერილაიფს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

დერილაიფის გვერდითი მოვლენებია: ადგილობრივი გამოყენების გლუკოკორტიკოსტეროიდების ხანგრძლივ დანიშვნას დიდი დოზებით ან მათ დატანებას კანის დიდ მონაკვეთებზე შეიძლება ახლდეს სისტემური აბსორბცია ჰიპერკორტიციზმის სიმპტომების შემდგომი განვითარებით. ამ გართულების განვითარების რისკი მომატებულია ბავშვებში, განსაკუთრებით ოკლუზიური ნახვევის გამოყენებისას, ამასთან საფენმა შეიძლება შეასრულოს ასეთი ნახვევის როლი.  ადგილობრივი გამოყენების მაღალაქტიური გლუკოკორტიკოსტეროიდებით ხანგრძლივმა მკურნალობამ მაღალი დოზებით შეიძლება გამოიწვიოს კანის ატროფიული ცვლილებები, კერძოდ, მისი გათხელება, ატროფიული ზოლების (სტრიების) გაჩენა, ზედაპირული სისხლძარღვების დილატაცია, განსაკუთრებით ოკლუზიური ნახვევების დადებისას და პრეპარატის დატანებისას კანის ნაკეცებიან მონაკვეთებზე. შეიძლება განვითარდეს კანის პიგმენტაცია და ჰიპერტრიქოზი. იშვიათ შემთხვევებში ადგილობრივი გამოყენების გლუკოკორტიკოსტეროიდებით ფსორიაზის მკურნალობა (ან მათი მოხსნა) ახდენს პუსტულოზური ფსორიაზის განვითარების პროვოცირებას. ხანდახან დერილაიფმა შეიძლება გამოიწვიოს დაავადების სიმპტომების გამწვავება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები