იცით ექსფორჯს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ექსფორჯი®-ის გვერდითი მოვლენებია:  ქვემოთ აღწერილი გვერდითი რეაქციები კლასიფიცირებულია ორგანოების, სისტემების და წარმოქმნის სიხშირის მიხედვით. ამასთანავე, ყველაზე გავრცელებული რეაქცია მითითებულია პირველ რიგში. გვერდითი რეაქციის წარმოქმნის სიხშირის კლასიფიკაცია არის შემდეგი: ძალიან გავრცელებული (≥1/10); გავრცელებული (>1/100, ≤1/10); გაუვრცელებელი (>1/1000, ≤1/100); ნაკლებად გავრცელებული (>1/10000 ≤1/1000). ძალიან ნაკლებადგავრცელებული (<1/10 000), ცალკეული შემთხვევების ჩათვლით. თითოეულ ქვეჯგუფში გვერდითი რეაქციები მოცემულია სერიოზულობის ზრდის მიხედვით. ინფექციები: გავრცელებული – ნაზოფარინგიტი, გრიპისმაგვარი სიმპტომები. მხედველობის ორგანოს მხრივ: ნაკლებად გავრცელებული – მხედველობის დარღვევა. ფსიქიკის მხრივ: ნაკლებად გავრცელებული – აღგზნებულობა. ნერვული სისტემის მხრივ: გავრცელებული – თავის ტკივილი; არაგავრცელებული – თავბრუსხვევა, ძილიანობა, თავბრუსხვევა, პარესთეზია. სმენის ორგანოსა და ლაბირინთის მხრივ: არაგავრცელებული – თავბრუსხვევა; ნაკლებად გავრცელებული – ხმაური ყურებში. გულის მხრივ: არაგავრცელებული – ტაქიკარდია, გულისცემის აჩქარება; ნაკლებად გავრცელებული – გულისწასვლა. სისხლძარღვების მხრივ: არაგავრცელებული – ორთოსტატული ჰიპოტენზია; ნაკლებად გავრცელებული – არტერიული ჰიპოტენზია. სასუნთქი სისტემის მხრივ: არაგავრცელებული – ხველა, ტკივილი ყელსა და ხახაში. გასტროინტესტინალური დარღვევები: არაგავრცელებული – აბდომინალური ტკივილი, შეკრულობა, ფაღარათი, გულისრევა, სიმშრალე პირის ღრუში. კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: არაგავრცელებული – გამონაყარი, ერითემა; ნაკლებად გავრცელებული – გაძლიერებული ოფლიანობა, ჭინჭრის ციება, გამონაყარი, ეკზანთემა. ძვალ-კუნთოვანი სისტემის მხრივ: არაგავრცელებული – სახსრების შესიება, ტკივილი წელის მიდამოებში, ართრალგია; ნაკლებად გავრცელებული – კუნთების გაკავება, სიმძიმის შეგრძნება. თირკმელებისა და შარდსადენი სისტემის მხრივ: ნაკლებად გავრცელებული – ხშირი შარდვა, მომატებული შარდვა, შარდოვანა აზოტის მომატება. რეპროდუქციული სისტემის მხრივ: ნაკლებად გავრცელებული – ერექციის დარღვევა. სხვა: ნაკლებად გავრცელებული – შეშუპება, სახის შეშუპება, ქვედა კიდურების შეშუპება, დაღლილობა, “ალები“, ასთენია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები