იცით დოზილენს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

დოზილენის გვერდითი მოვლენებია: ზოგადი ხასიათის გვერდითი მოვლენები:  ბანალური გაციება, გულმკერდის არეში ტკივილი, ცხელება, სახის შეშუპება, შემცივნება, სისუსტე. გულ-სისხლძარღვთა სისტემა: ჰიპერტენზია, ვაზოდილატაცია, სახეზე სისხლის მოწოლა, ჰიპოტენზია, სტენოკარდია, AV ბლოკადა (I ხარისხი), ბრადიკარდია, ტაქიკარდია. საჭმლის მომნელებელი სისტემა: ფლატულენცია, ეპიგასტრული ტკივილი, მეტეორიზმი, გინგივიტი, მადის დაკარგვა, ჰიპერსალივაცია, პირის სიმშრალე, გაძლიერებული წყურვილი. მეტაბოლური და ნუტრიციული დარღვევები: დეჰიდრატაცია, ჰიპოკალემია, კრეატინინის გაზრდა, ჰიპერგლიკემია, წონის დაკლება, ლაქტატდეჰიდროგენაზას დონის მატება ნერვული სისტემა: ტრემორი, გაღიზიანებულობა, პარესთეზია, თავბრუხვევა, ატაქსია, ლიბიდოს გაძლიერება, აფაზია, ტრანზიტორული იშემიური შეტევები. კანი და სხვა ორგანოები: ქავილი, ძლიერი ოფლის გამოყოფა, დერმატიტი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები