იცით დოლომინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

დოლომინის გვერდითი მოვლენებია:  ხშირად – 3% მეტი, ნაკლებად ხშირად – 1-3%, იშვიათად – 1% ნაკლები. საჭმლის მონელების სისტემის მხრივ: ხშირად – გასტრალგია, დიარეა; ნაკლებად ხშირად – სტომატიტი, მეტეორიზმი, გაუვალობა, ღებინება, კუჭის გადავსების შეგრძნება; იშვიათად – მადის დაქვეითება, გულისრევა,  კნტ-ს ეროზიულ-წყლულოვანი დაავადება (მ.შ. პერფორაციით და/ან სისხლდენით – მუცლის ტკივილი, სპაზმი ან წვა ეპიგასტრალურ არეში, სისხლი განავალში ან მელენა, ღებინება სისხლით ან „ყავის ნალექის“ ტიპის მიხედვით, გულისრევა, გულძმარვა და სხვ.), ქოლესტატური სიყვითლე, ჰეპატიტი, ჰეპატომეგალია, მწვავე პანკრეატიტი. შარდგამომყიფი სისტემის მხრივ: იშვიათად – თირკმლის მწვავე უკმარისობა, ტკივილი წელის არეში, ჰემატურია, აზოტემია, ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომი (ჰემოლიზური ანემია, თირკმლის უკმარისობა, თრომბოციტოპენია, თრომბოციტური პურპურა), შარდვის გახშირება, შარდის მოცულობის გაზრდა ან შემცირება, ნეფრიტი, თირკმლის გენეზის შეშუპებები. გრძნობის ორგანოების მხრივ: იშვიათად – სმენის დაქვეითება, ყურებში ხმაური, მხედველობის დარღვევა (მ.შ. მხედველობის დაქვეითება). სუნთქვითი სისტემის მხრივ: იშვიათად – ბრონქოსპაზმი, რინიტი, ფილტვების შეშუპება, ხორხის შეშუპება (ქოშინი, სუნთქვის გაძნელება). ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ (ცნს): ხშირად – თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილიანობა, იშვიათად – ასეპტიური მენინგიტი (ციებ-ცხელება, ძლიერი თავის ტკივილი, კრუნჩხვები, კისრის და/ან ზურგის კუნთების რიგიდულობა), ჰიპერაქტიურობა (განწყობის ცვლილება, შფოთვა), ჰალუცინაციები, ფსიქოზი, გულყრა. გულსისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ნაკლებად ხშირად – არტერიული წნევის მომატება. სისხლწარმოქმნის ორგანოების მხრივ: იშვიათად – ანემია, ეოზინოფილია, ლეიკოპენია. ჰემოსტაზის სისტემის მხრივ: იშვიათად – სისხლდენა ოპერაციის შემდგომი ჭრილობიდან, ცხვირიდან სისხლდენა, რექტალური სისხლდენა. კანის საფარის მხრივ: ნაკლებად ხშირად – კანის გამონაყარი (მაკულოპაპულური გამონაყარი), პურპურა, იშვიათად – ექსფოლიატური დერმატიტი (ცხელება შემცივნებით ან მის გარეშე, ჰიპერემია, კანის გამკვრივება ან აქერცვლა, სასის ნუშურის დაავადებები), ჭინჭრის ციება, ავთვისებიანი ექსუდაციური ერითემა (სტივენ-ჯონსონის სინდრომი), ტოქსიკური ეპიდერმულიი ნეკროზი (ლაიელის სინდრომი). ადგილობრივი რეაქციები: ნაკლებად ხშირად – წვა ან ტკივილი შეყვანის ადგილას. ალერგიული რეაქციები: იშვიათად – ანაფილაქსია ან ანაფილაქტიური რეაქციები (სახის კანის ფერის ცვლილება, კანის გამონაყარი, ჭინჭრის ციება, კანის ქავილი, ტახიპნოე ან დისპნოე,  ქუთითოების შეშუპება, პერიორბიტალური შეშუპება, ქოშინი, გაძნელებული სუნთქვა, სიმძიმე გულმკერდის არეში, სტვენითი სუნთქვა). სხვა: ხშირად – შეშუპებები (სახის, წვივების, კოჭების, თითების, ტერფების, სხეულის მასის მომატება);  ნაკლებად ხშირად – ოფლის გამოყოფის მომატება, იშვიათად ცხელება. თუ გაგივითარდათ ნებისმიერი, ინსტრუქციაში მითითებული, გვერდითი ეფექტი, რაც შეიძლება სწრაფად მიმართეთ ექიმს. თუ ნებისმიერი, ინსტრუქციაში მითითებული, გვერდითი ეფექტი გაღრმავდება, ან შენიშნეთ ნებისმიერი სხვა გვერდითი ეფექტი, რომელიც მითითებული არ არის ინსტრუქციაში, შეატყობინეთ ამის შესახებ ექიმს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები