იცით პრესტილოლს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

პრესტილოლის გვერდითი მოვლენებია: შესაძლო გვერდითი მოქმედება როგორც ყველა პრეპარატმა, მოცემულმა მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოქმედება, მაგრამ არა ყველა პაციენტში.  შეწყვიტეთ მოცემული სამკურნალო საშუალების მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს თუ აღგენიშნებათ რომელიმე შემდეგი მდგომარეობა: • ძლიერი თავბრუსხვევა ან შოკი გამოწვეული დაბალი არტერიული წნევით (გავრცელებული გვერდითი მოვლენები: – ვითარდება 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში) • გულის უკმარისობის გაუარესება, რომელიც ვლინდება ქოშინის გაძლიერებით ან/და ორგანიზმში სითხის შეკავებით (გავრცელებული გვერდითი მოვლენები: – ვითარდება 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში) • სახის, ტუჩების, პირის ღრუს, ენის ან ყელის შეშუპება, სუნთქვის გაძნელება (ანგიოშეშუპება) (არაგავრცელებული გვერდითი მოვლენები: – ვითარდება 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში) • უეცარი მსტვენავი სუნთქვა, ტკივილი გულმკერდში, ქოშინი ან სუნთქვის გაძნელება (ბრონქების სპაზმი) F(არაგავრცელებული გვერდითი მოვლენები: – ვითარდება 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში) • უჩვეულოდ სწრაფი ან არარეგულარული გულისცემა, ტკივილი გულმკერდში (სტენოკარდია) ან გულის შეტევა (ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები: – ვითარდება 10000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში) • სისუსტე ხელებში ან ფეხებში, მეტყველების პრობლემები, რაც შეიძლება გამოვლინდეს ინსულტის ნიშნებით (ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები: – ვითარდება 10000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში) • კანის გამონაყარი, რომელიც ხშირად იწყება სახის, ხელების ან ფეხების კანზე წითელი ლაქებით, ქავილით (მულტიფორმული ერითემა) (ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები: – ვითარდება 10000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)  პრესტილოლი ჩვეულებრივ კარგად გადაიტანება, მაგრამ როგორც ნებისმიერი სხვა პრეპარატების მიღებისას ადამიანებს შეიძლება აღენიშნებოდეთ გვერდითი მოვლენები: , განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში.   თუ აღნიშნავთ რომელიმე ქვემოჩამოთვლილ გვერდით ეფექტს (ან ნებისმიერ სხვას) დაუყონებლივ აცნობეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს: ძალიან გავრცელებული (ვითარდება 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში) • გულისცემის შენელება   გავრცელებული (ვითარდება 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში) • თავის ტკივილი; • თავბრუსხვევა; • ვერტიგო; • გემოვნების დარღვევები; • ჩხვლეტის შეგრძნება; • ტერფებში ან მტევნებში ჩხვლეტა ან დაბუჟება; • მხედველობის დარღვევები; • ტინიტუსი (ყურებში შუილი); • მტევნების და ტერფების გაციების შეგრძნება; • ხველა; • ქოშინი; • კუჭ-ნაწლავის მხრივ დარღვევები, როგორიც არის გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, საჭმლის გადამუშავების დარღვევები ან დისპეფსია, დიარეა, ყაბზობა; • ალერგიული რეაქციები, როგორიც არის კანის გამონაყარი, ქავილი; • კრამპები; • დაღლილობის შეგრძნება; • გადაღლა.  არაგავრცელებული (ვითარდება 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში) • ხასითის ცვლილებები; • ძილის დარღვევები; • დეპრესია; • პირის სიმშრალე; • ძლიერი ქავილი ან კანის მასშტაბური გამონაყარი; • კანზე ბუშტუკების ჯგუფების წარმოქმნა; • მზეზე კანის მგრძნობელობის მომატება (სინათლეზე მგრძნობელობის რეაქცია); • ოფლიანობა; • თირკმლის ფუნქციის დარღვევა; • სქესობრივი დისფუნქცია; • ეოზინოფილების (ლეიკოციტების სახეობა) მომატებული რაოდენობა • ძილიანობა; • შოკი; • გულისცემის შეგრძნება; • ტაქიკარდია • გულის არარეგულარული რითმი (ატრიოვენტრიკულური გამტარობის დარღვევა) სისხლძარღვების ანთება (ვასკულიტი); • თავბრუსხვევა ადგომისას • კუნთების სისუსტე; • ართრალგია (ტკივილი სახსრებში) • მიალგია (ტკივილი კუნთებში); • ტკივილი გულმკერდში; • სისუსტე; • ადგილობრივი შეშუპებები (პერიფერიული შეშუპებები); • სხეულის ტემპერატურის მომატება; • დაცემა; • ლაბორატორიული გამოკვლევების შედეგების ცვლილება: სისხლში კალიუმის მაღალი დონე, რომელიც ქვეითდება თერაპიის შეწყვეტის შემდეგ, ნატრიუმის დაბალი დონე, ჰიპოგლიკემია (სისხლში შაქრის ძალიან დაბალი დონე) პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ შაქრიანი დიაბეტი სისხლში შარდოვანას და კრეატინინის მომატება.   იშვიათი (ვითარდება 1000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში): • ღამით კოშმარული სიზმრები, ჰალუცინაციები; • ცრემლდენის დაქვეითება (თვალის სიმშრალე); • სმენის დარღვევები; • ერექციის დარღვევები; • ღვიძლის ანთება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს კანის ან სკლერების სიყვითლე; • ალერგიული სურდო, ცემინება; • ალერგიის მსგავსი რეაქციები, როგორიც არის ქავილი, ჰიპერემია, გამონაყარი; • ლაბორატორიული კვლევების შედეგების ცვლილება: ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება, სისხლის შრატში ბილირუბინის მაღალი დონე, სისხლში ცხიმების დონის გადახრა.  ძალიან იშვიათი (ვითარდება 10000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში) • ცნობიერების დაბინდვა; • თვალების გაღიზიანება ან სიწითლე (კონიუნქტივიტი); • ეოზინოფილური პნევმონია (პნევმონიის იშვიათი ტიპი); • კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება (ვლინდება მუცელში ან ზურგში ძლიერი ტკივილით); • თმის ცვენა; • ფსორიაზის განვითარება (კანის ქატოსებრი გამონაყარი) ან მისი მიმდინარეობის გაუარესება, ფსორიაზის მსგავსი გამონაყარი; • თირკმლის მწვავე უკმარისობა; • სისხლის შემადგენლობის დარღვევა, როგორიც არის ერითროციტების და ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება, ჰემოგლობინის დაქვეითება, თრომბოციტების რაოდენობის შემცირება;

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები