იცით ენალაპრილს რა უკუჩვენებები აქვს?

ენალაპრილის უკუჩვენებებია: მომატებული მგრძნობელობა ენალაპრილის და აგფ სხვა ინჰიბიტორების მიმართ, ანამნეზში ანგიონევროზული შეშუპება, რომელიც დაკავშირებულია აგფ ინჰიბიტორებით მკურნალობასთან, პორფირია, ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი, 18 წლამდე ასაკი (ეფექტურობა და უსაფრთხოება დადგენილი არ არის). სიფრთხილით უნდა მიიღონ პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმის, თირკმლის არტერიების ორმხრივი სტენოზის, ცალი თირკმლის არტერიის სტენოზის, ჰიპერკალიემიის, თირკმლის ტრანსპლანტაციის შემდგომი მდგომარეობის; აორტალური სტენოზის, მიტრალური სტენოზისას (ჰემოდინამიკის დარღვევისას), შემაერთებელი ქსოვილების სისტემური დაავადებების, გულის იშემიური დაავადების, ცერებროვასკულარული დაავადებების, შაქრიანი დიაბეტის, თირკმლის უკმარისობის (პროტეინურია 1გ/დღ-ზე მეტი), ღვიძლის უკმარისობის და პაციენტებში, რომლებიც იცავენ დიეტას, რომელშიც შეზღუდულია მარილი ან პაციენტებში, როლებიც ჰემოდიალიზზე იმყოფებიან, იმუნოდეპრესანტების და სალურეტიკების ერთდროული მიღებისას, ხანდაზმულ ადამიანებში (65 წელზე უფროსებში).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები