იცით ჰელიმონს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ჰელიმონის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი მოვლენების სიხშირის განსაზღვრა: ძალიან ხშირად (> 1/10), ხშირად (> 1/100, < 1/10), ნაკლებად ხშირად (> 1/1000, < 1/100), იშვიათად (< 1/1000). სისხლმბადი სისტემის მხრივ: იშვიათად – ნეიტროპენია; ნივთიერებათა ცვლის მხრივ: ხშირად – მადის მომატება, სხეულის მასის მომატება; ნაკლებად ხშირად – ანორექსია; იშვიათად – ჰიპოგლიკემია, სხეულის მასის შემცირება; ფსიქიკის მხრივ: ხშირად – ეიფორია, გონების დაბინდვა, ლიბიდოს დაქვეითება, გაღიზიანებადობა;  ნაკლებად ხშირად – დეპერსონალიზაცია, ანორგაემია, შფოთვა, დეპრესია, აჟიტირება, ხასიათის ლაბილურობა, უძილობის გაძლიერება, გუნება-განწყობილების დაქვეითება, სიძნელე სიტყვების შერჩევისას, ჰალუცინაციები, უჩვეულო სიზმრები, ლიბიდოს გაძლიერება, პანიკური შეტევები, აპათია; იშვიათად – გამოფხიზლება, ამაღლებული განწყობა; ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: ძალიან ხშირად – თავბრუ, ძილიანობა; ხშირად – ატაქსია, ყურადღების დარღვევა, კოორდინაციის დარღვევა, მეხსიერების გაუარესება, ტრემორი, დიზართრია, პარესთეზიები; ნაკლებად ხშირად – კოგნიტური დარღვევები, ჰიპესთეზია, მხედველობის ველის დეფექტები, ნისტაგმი, მეტყველების დარღვევა, მიოკლონური კრუნჩხვები, რეფლექსების შესუსტება, დისკინეზია, ფსიქომოტორული ჰიპერაქტიურობა, თავბრუ ვერტიკალურ მდგომარეობაში, ჰიპერესთეზიები, გემოს დაკარგვა, წვის შეგრძნება ლორწოვანსა და კანზე, ინტენციური ტრემორი, სტუპორი, გულის წასვლა; იშვიათად – ჰიპოკინეზია, პაროსმია, წერის სპაზმი; მხედველობის სისტემის მხრივ: ხშირად – მხედველობის დაბინდვა, დიპლოპია; ნაკლებად ხშირად – მხედველობის სიმახვილის დაქვეითება, თვალების ტკივილი, ასთენოპია, ასევე თვალის სიმშრალე, შეშუპება, გაძლიერებული ცრემლდენა; იშვიათად – ციმციმი თვალების წინ, თვალის გაღიზიანება, მიდრიაზი, ოსცილოფსია, მხედველობის დარღვევა, პერიფერიული მხედველობის დაკარგვა, სიელმე; სმენის და ვესტიბულარული აპარატის მხრივ: ხშირად – თავბრუ, იშვიათად – ჰიპერაკუზია; გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ნაკლებად ხშირად – ტაქიკარდია, წამოხურება; იშვიათად – არტერიული წნევის დაქვეითება, კიდურების გაციება, არტერიული წნევის მომატება, I ხარისხის AV-ბლოკადა, სინუსური ტაქიკარდია, სინუსური არითმია, სინუსური ბრადიკარდია; სუნთქვის სისტემის მხრივ: ნაკლებად იშვიათად – ქოშინი, ცხვირის ლორწოვანი გარსის სიმშრალე; იშვიათად – ნაზოფარინგიტი, ხველა, ცხვირის დაცობა, ცხვირიდან სისხლდენა, რინიტი, ხვრინვა; საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ხშირად – პირის სიმშრალე, ყაბზობა, ღებინება, მეტეორიზმი; ნაკლებად ხშირად – გაძლიერებული ნერწყვდენა, გასტროეზოფაგური რეფლუქსი, მგრძნობელობის დაქვეითება პირის ღრუში; იშვიათად – ასციტი, დისფაგია, პანკრეატიტი; დერმატოლოგიური რეაქციები: ნაკლებად ხშირად – ოფლიანობა, პაპულოზური გამონაყარი; იშვიათად – ცივი ოფლი, ჭინჭრის ციება; ძვალ-კუნთოვანი სისტემის მხრივ: ნაკლებად ხშირად – კუნთების კრთომა, სახსრების შეშუპება, კრუნჩხვები, მიალგია, ართრალგია, ზურგის ტკივილი, კიდურების ტკივილი, კუნთების შებოჭვა; იშვიათად – კისრის კუნთების სპაზმი, ტკივილი კისრის არეში, რაბდომიოლიზი; შარდის გამომყოფი სისტემის მხრივ: ნაკლებად ხშირად – დიზურია, შარდის შეუკავებლობა; იშვიათად – ოლიგურია, თირკმლის უკმარისობა; რეპროდუქციული სისტემის მხრივ: ხშირად – ერექციული დისფუნქცია; ნაკლებად ხშირად – ეაკულაციის შეფერხება, სექსუალური დისფუნქცია; იშვიათად – ამენორეა, სარძევე ჯირკვლების ტკივილი, გამონადენი სარძევე ჯირკვლებიდან, დისმენორეა, სარძევე ჯირკვლების ჰიპერტროფია; ზოგადად ორგანიზმის მხრივ: ხშირად – დაღლილობა, პერიფერიული და გენერალიზებული შეშუპებები, თრობის შეგრძნება, სიარულის დარღვევა; ნაკლებად ხშირად – ასთენია, დავარდნა, წყურვილი, შებოჭვის შეგრძნება გულმკერდში; იშვიათად – ტკივილის გაძლიერება ანასარკის დროს, ცხელება, შემცივნება; ლაბორატორიული მაჩვენებლების მხრივ: ნაკლებად ხშირად – ალანინ-ამინოტრანსფერაზას, კრეატინფოსფოკინაზას, ასპარტატ-ამინოტრანსფერაზას აქტივობის მატება, თრომბოციტოპენია; იშვიათად – ჰიპერგლიკემია, ჰიპოგლიკემია, კრეატინინის მომატება სისხლში, კალიუმის და ლეიკოციტების შემცირება.  იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები