იცით ვ-3-ს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ვ-3-ის გვერდითი მოვლენებია: კანის რეაქციები და ჰიპერმგრძნობელობის ზოგადი რეაქციები ზოგჯერ: ქავილი და კანის შეწითლება. იშვიათად: ჰიპერმგრძნობელობის ზოგადი რეაქციები (ანაფილაქსიური და ანაფილაქტოიდური რეაქციები) ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა ჭინჭრის ციება, ბრონქების შევიწროება და მოხრჩობის შეგრძნება, ასევე, – იშვიათად, – კანისა და ლორწოვანი გარსების შეშუპება (მაგალითად, სახის და ხორხის). ძალზე იშვიათად: არტერიული წნევის უეცარი დაქვეითება და შოკი; მზისა და ულტრაიისფერი გამოსხივების მიმართ მომატებული მგრძნობელობა. განსაზღვრულ შემთხვევებში: კანზე მძიმე გამონაყარი ბუშტუკების გაჩენით, მაგალითად, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოკსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (ლაიელის სინდრომი) და ექსუდაციური მულტიფორმული ერითემა. ჰიპერმგრძნობელობის ზოგად რეაქციებს ზოგჯერ შეიძლება წინ უსწრებდეს უფრო მსუბუქი კანის რეაქციები. ზემოთ ჩამოთვლილი რეაქციები შესაძლებელია განვითარდეს რამდენიმე წუთის ან საათის შემდეგ პრეპარატის პირველი დოზის მიღებიდან. მოქმედება კუჭ-ნაწლავის ტრაქტსა და ნივთიერებათა ცვლაზე: გულისრევა, დიარეა. ზოგჯერ: მადის დაკარგვა, ღებინება, მუცლის ტკივილი, საჭმლის მონელების დარღვევა. იშვიათად: სისხლიანი ფაღარათი, რომელიც ძალზე იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია იყოს ნაწლავთა ანთებისა და ფსევდომემბრანული კოლიტის ნიშანიც კი ძალზე იშვიათად: სისხლში შაქრის დონის შემცირება (ჰიპოგლიკემია), რაც ძალზე მნიშვნელოვანია შაქრიანი დიაბეტით დაავადებული პაციენტებისათვის. ჰიპოგლიკემიის შესაძლო ნიშნებია: “მგლის მადა”, ნერვოზული მდგომარეობა, კანკალი, ოფლიანობა. სხვა ქინოლონების გამოყენების გამოცდილება ადასტურებს, რომ მათ შესაძლებელია გამოიწვიონ პორფირიის გამწვავება (ნივთიერებათა ცვლის დარღვევის ძალზე იშვიათი დაავადება) იმ პაციენტებში, რომლებიც უკვე დაავადებულნი იყვნენ ამ სენით.P. aeruginosa მსგავსი ეფექტი არ გამოირიცხება პრეპარატის შემთხვევაშიც. მოქმედება ნერვულ სისტემაზე ზოგჯერ: თავის ტკივილი, თაბრუსხვევა და/ან შებოჭილობა, ძილიანობა, ძილის დარღვევა. იშვიათად: უსიამოვნო შეგრძნებები (მაგალათად, ხელის მტევნების პარესთეზიები), კანკალი, წუხილი, ფობიები, კრუნჩხვის შეტევები და ცნობიერების დაბინდვა. ძალზე იშვიათად: მხედველობის და სმენის დაქვეითება, ყნოსვისა და გემოვნების დარღვევა, ტაქტილური მგრძნობელობის დაქვეითება, ჰალუცინაციებისა და დეპრესიის ტიპის ფსიქოზური რეაქციები, ასევე, მოძრაობის შეზღუდვა, მათ შორის სიარულის დროსაც. მოქმედება გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე იშვიათად: ტაქიკარდია, არტერიული წნევის უეცარი დაქვეითება. ძალზე იშვიათად: (შოკის მაგვარი) სისხლძარღვოვანი კოლაფსი. მოქმედება კუნთებზე, მყესებსა და ძვლებზე: იშვიათად: მყესების დაზიანება (ტენდინიტის ჩათვლით), სახსრებისა და კუნთების ტკივილი. ძალზე იშვიათად: მყესების გაგლეჯა (მაგალითად, აქილევსის მყესის); აღნიშნული გვერდითი ეფექტი შესაძლებელია გამოვლინდეს მკურნალობის დაწყებიდან 48 საა-თის განმავლობაში და შესაძლებელია ჰქონდეს ორმხრივი ხასიათი; კუნთების სისუსტეს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმ პაციენტებში, რომლებიც დაავადებული არიან ”myasthenia gravis”-ით (ნერვული სისტემის იშვიათი დაავადება). ცალკეულ შემთხვევებში: კუნთების დაზიანება (რაბდომიოლიზი). მოქმედება ღვიძლსა და თირკმლებზე ხშირად: ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მომატება (მაგალითად, ალანინამინოტრანსფერაზას და ასპარტატამინოტრანსფერაზას). ზოგჯერ: ბილირუბინის და კრეატინინის დონის მომატება სისხლის შრატში (ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციის დარღვევის ნიშანი). ძალზე იშვიათად: ღვიძლისმიერი რეაქციები (მაგალითად, ღვიძლის ანთება); თირკმლების ფუნქციის გაუარესება თირკმლების უკმარისობამდე, მაგალითად, ალერგიული რეაქციების შედეგად (ინტერსტიციული ნეფრიტი). მოქმედება სისხლზე ზოგჯერ: სისხლის განსაზღვრული უჯრედების რაოდენობის ზრდა (ეოზინოფილია), სისხლის თეთრი ბურთულების რაოდენობის შემცირება (ლეიკოპენია). იშვიათად: სისხლის განსაზღვრული თეთრი ბურთულების რაოდენობის შემცირება (ნეიტროპენია); თრომბოციტების რიცხვის შემცირება (თრომბოციტოპენია), რამაც შესაძლებელია გააძლიეროს მიდრეკილება სისხლჩაქცევებისა და სისხლდენებისადმი. ძალზე იშვიათად: სისხლის განსაზღვრული თეთრი ბურთულების რაოდენობის ძალზე ძლიერი შემცირება (აგრანულოციტოზი), რამაც შეიძლება მძიმე დაავადებათა სიმპტომები გამოიწვიოს (სხეულის ტემპერატურეს მყარი ან მორეციდივე მატება,ყელის ანთება და მდგომარეობის მყარი გაუარესება). ცალკეულ შემთხვევებში: სისხლის წითელი სხეულაკების რაოდენობის შემცირება, მათი დაშლის შედეგად (ჰემოლიზური ანემია); სისხლის ყველა ტიპის უჯრედების რაოდენობის შემცირება (პანციტოპენია). სხვა გვერდითი მოქმედება ზოგჯერ: საერთო სისუსტე (ასთენია). ძალზე იშვიათად: ცხელება, ალერგიული რეაქციები ფილტვების (ალერგიული პნევმონიტი) ან წვრილი ყალიბის სისხლძარ-ღვების მხრივ (ვასკულიტი). ნებისმიერმა

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები