იცით როქსიტრომიცინ სანდოზს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

როქსიტრომიცინ სანდოზის გვერდითი მოვლენებია: არახელსაყრელი რეაქციების შეფასება ეფუძნება შემდეგ ინფორმაციას შემდეგი სიხშირის მიხედვით: ძალიან ხშირი: ³ 1/10; ხშირი: ³ 1/100 – < 1/10; არც ისე ხშირი: ³ 1/1,000 – < 1/100; იშვიათი: ³ 1/10,000 – < 1/1,000; ძალიან იშვიათი: < 1/10,000; სიხშირე უცნობია (შეუძლებელია დადგენა არსებული მონაცემების საფუძველზე). ინფექციური და პარაზიტალური დაავადებები სიხშირე უცნობია: სუპერინფექცია (ხანგრძლივი გამოყენებისას), კოლიტი, განპირობებული Clostridium difficile-ით (ფსევდომემბრანული კოლიტი). დარღვევები სისხლის და ლიმფური სისტემის მხრიდან არც ისე ხშირი: ეოზინოფილია, სიხშირე უცნობია: აგრანულოციტოზი, ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია. დარღვევები იმუნური სისტემის მხრიდან სიხშირე უცნობია: ანაფილაქტიური შოკი. ფსიქიატრიული აშლილობები სიხშირე უცნობია: ჰალუცინაციები, გონების არევ-დარევა. დარღვევები ნერვული სისტემის მხრიდან ხშირი: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი; სიხშირე უცნობია: პარესთეზია, დისგევზია (გემოს დარღვევები), აგევზია (გემოვნებითი მგრძნობელობის დაკარგვა), პაროსმია (ყნოსვის დამახინჯება ყნოსვის ილუზიების ტიპის მიხედვით), ანოსმია (ყნოსვის დაკარგვა). დარღვევები სმენის და ვესტიბულარული აპარატების მხრიდან სიხშირე უცნობია: ტრანზიტორული სიყრუე, სმენის ნაკლებობა (ბრადიაკუზია), ვესტიბულარული თავბრუსხვევა, ყურებში ზანზარი. დარღვევები გულის მხრიდან სიხშირე უცნობია: QT ინტერვალის გახანგრძლივება, პარკუჭოვანი ტაქიკარდია, „პირუეტის“ ტიპის არითმია. დარღვევები სასუნთქი სუსტემის, გულმკერდისა და შუასაყარის ორგანოების მხრიდან სიხშირე უცნობია: ბრონქოსპაზმი. დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრიდან ხშირი: გულისრევა, ღებინება, დისპეფსია (ტკივილი ეპიგასტრიაში), დიარეა: სიხშირე უცნობია: სისხლნარევი დიარეა, პანკრეატიტი. ჰეპატობილიარული დარღვევები სიხშირე უცნობია: ქოლესტატური ჰეპატიტი (ქოლესტატური ან ჰეპატოცელულარული მწვავე ჰეპატიტი). დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილების მხრიდან ხშირი: გამონაყარი, მულტიმორფული ერითემა, ჭინჭრის ციება; სიხშირე უცნობია: ანგიონევროტული შეშუპება, პურპურა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსკიკური ეპიდერმალური ნეკროლიზი. ლაბორატორიული და ინსტრუმენტალური მონაცემები სიხშირე უცნობია: ასპარტამინოტრანსფერაზის (ასტ) მომატება, ალანინამინოტრანსფერაზის (ალტ) მომატება, სისხლში ტუტე ფოსფატაზის მომატება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები