იცით ზოლენტონს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ზოლენტონის გვერდითი მოვლენებია: ხშირი (შესაძლებელია გამოვლინდეს 10 – დან 1 პაციენტში): – თირკმლის მწვავე დისფუნქცია (განისაზღვრება ექიმის მიერ სისხლის გარკვეული ანალიზის მეშვეობით). – სისხლში კალციუმის დაბალი დონე. არახშირი (შესაძლებელია გამოვლინდეს 100 – დან 1 პაციენტში): – პირის, კბილის და/ან ყბის ტკივილი, პირის ღრუში შეშუპება ან ტკივილი, ყბაში სიმძიმის შეგრძნება ან გაბუჟება, ან კბილის დაკარგვა. ეს შესაძლოა იყოს ყბის ძვლის დაზიანების ნიშნები (ოსტეონეკროზი).დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს და სტომატოლოგს, მსგავსი სიმტპომების განვითარების შესახებ ზოლენტონის მიღების დროს ან მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ. – გულის რითმის დარღვევა (წინაგულების ფიბრილაცია) შეინიშნებოდა პაციენტებში ზოლედრონის მჟავას მიღებისას პოსტკლიმაქსური ოსტეოპოროზისას.  გაურკვეველია ზოლედრონის მჟავა იწვევს თუ არა გულის რითმის დარღვევას, მაგრამ უნდა აცნობოთ ექიმს  მსგავსი სიმპტომების განვითარების შესახებ ზოლედრონის მჟავას მიღების შემდეგ. – მწვავე ალერგიული რეაქციები: სუნთქვის გაძნელება, სახის და ყელის შეშუპება. ძალიან იშვიათი (შესაძლებელია გამოვლინდეს 10000-დან 1 პაციენტში): – კალციუმის დაბალი დონის შედეგად: გულის რითმის დარღვევა  (გულის არითმია, მეორადი ჰიპოკალცემია), კრუნჩხვები, დაბუჟება და ტეტანია (მეორადად ჰიპოკალცემიის შედეგად. – აცნობეთ ექიმს თუ გაქვთ ყურის ტკივილი, ყურიდან გამონადენი და/ან ყურის ინფექცია. ეს შესაძლოა იყოს ყურში ძვლის დაზიანების ნიშანი. დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს შემდეგი გვერდითი ეფექტების განვითარების შესახებ: ძალიან ხშირი (შესაძლებელია გამოვლინდეს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში): სისხლში ფოსფატის დაბალი დონე ხშირი (შესაძლებელია გამოვლინდეს 10-დან 1 პაციენტში) თავის ტკივილი, გრიპის მგსავსი სიმპტომი ცხელებით, დაღლილობით, სისუსტით, ძილიანობით, შემცივნებით და ძვლის, სახსრების და/ან კუნთების ტკივილით. უმეტესობა შემთხვევაში არ არის საჭირო სპეციფიური მკურნალობა და სიმპტომები ქრება მოკლე დროში (რამდენიმე საათში ან დღეში). საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ რეაქციები, როგორიცაა გულისრევა და ღებინება, ასევე მადის დაკარგვა. კონიუნქტივიტი. სისხლის წითელი უჯრედების შემცირება (ანემია) არახშირი (შესაძლებელია გამოვლინდეს 100-დან 1 პაციენტში): სისხლის თეთრი უჯრედების და თრომბოციტების დაბალი რაოდენობა, ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, შფოთვა, ძილის დარვევა, თავბრუსხვევა, კიდურებში ჩხვლეტის შეგრძნება ან დაბუჟება, გემოვნების მოშლა, სტიმულაციის მიმართ გაზრდილი ან შემცირებული მგრძნობელობა, კანკალი, ძილიანობა.  ცრემლდენა,  მომატებული მგრძნობელობა სინათილს მიმართ, მაღალი არტერიული წნევა, დაბალი არტერიული წნევა, უეცარი შემცივნება გულის წასვლით, მოთენთილობა ან კოლაფსი, სუნთქვის გაძნელება, ხველა; დიარეა, ყაბზობა, მუცლის ტკვილი, მოუნელებლობა, პირის ღრუს ანთება, პირის სიმშრალე, ქავილი, გამონაყარი, მომატებული ოფლიანობა, კუნთების დაჭიმულობა,   თირკმლის უკმარისობა, სისხლი შარდში, ცილები შარდში, სისუსტე, მუხლების, ტერფების ან თითების შეშუპება, კანის რეაქციები (გაწითლება და შეშუპება) ინფუზიის ადგილას, გულმკერდის ტკივილი, წონის მომატება,ჭინჭრის ციება; სისხლში მაგნიუმის და კალიუმის   დონის შემცირება. ექიმი გააკონტროლებს ზემოაღნიშნულს და მიიღებს საჭირო ზომებს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები