რა დროს გამოიყენება ჰალოპერიდოლი?

ჰალოპერიდოლის გამოყენების ჩვენებებია: მიღების ჩვენებები ნეოროლეპსიური საშუალების სახით: • ჰალუცინაციებისას ან შეგრძნების დარრვევის შემდეგ სიტუაციებში: მწვავე და ქრონიკული შიზოფრენია, პარანოია, ცნობიერების არევა, ალკოჰოლიზმი (კორსაკოვის სინდრომი). • იპოქონდრული ბოდვისას • პიროვნების დარღვევებისას: პიროვნების პარანოიდული,  შიზოიდური, ანტისოციალური და ზოგიერთი “მოსაზღვრე” დარღვევა  ანტიფსიქომოტორული, ანტიაჟიტაციური საშუალების სახით: • მანიაკალური მდგომარეობა, დემენცია, მენტალური ჩამორჩენა და ალკოჰოლიზმი • პიროვნების დარღვევები ისეთ შემთხვევებში, როგორიცაა იძულება, პიროვნების პარანოიდული დარღვევები და სხვა • მოხუცთა აჟიტირება, აგრესიულობა, მოხეტიალობა • ქცევის დარღვევები ბავშვთა ასაკში • უნებლიე მოძრაობები: ჰანტინგტონის ქორეა (ცჰორეა Hუნტინგტონ) და ჟილ დე ლა ტურეტის სინდრომი (მორბუს Gილლეს დე ლა თოურეტტე), • სლოკინი • “ტიკები”, ენის ბორძიკი მძიმე, ქრონიკული ტკივილის ჰალოპერიდოლი ადიუვანტის სახით ლუმბურ სისტემაზე მოქმედებით, ხშირად იძლევა შეყვანილი ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების დოზის შემცირების შესაძლებლობას (მორფინის მიმეტიურები). ღებინების საწინააღდეგო საშუალების სახით: შემთხვევები, როცა ღებინების საწინააღმდეგო კლასიკური საშუალებით ვერ ხერხდება გულისრევის და ღებინების შეჩერება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი