იცით კამელოტს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კამელოტის გვერდითი მოვლენებია: საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: დისპეფსია, გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცლის არეში, ყაბზობა, ნაწლავის კოლიკა, დიარეა, ეზოფაგიტი, სტომატიტი; იშვიათად – კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანებანი. სისხლმბადი სისტემის მხრივ: ანემია, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია. სასუნთქი სისტემის მხრივ: ბრონქოსპაზმი (პაციენტებში “ასპირინული ტრიადით”). გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არტერიული წნევის მატება, შეშუპება, წამოხურება. ცნს-ის მხრივ: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ყურებში შუილი, ძილიანობა. შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: თირკმლის ფუნქციების ლაბორატორიული მაჩვენებლების ცვლილებები. ალერგიული რეაქციები: ფოტოსენსიბილიზაცია, კანის ქავილი, გამონაყარი, ჭინჭრის ციება. * პეპტიური წყლულის გაჩენის ან კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის შემთხვევაში, ასევე კანის ან ლორწოვანი გარსების მხრივ გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში საჭიროა მელოქსიკამის მიღების შეწყვეტა. * პრეპარატის მიღებისას, გვერდითი მოვლენების სახით თავბრუსხვევის და ძილიანობის გამოვლინებისას, რეკომენდებულია მანქანის მართვისა და სხვა აქტიური სამუშაოების შესრულებისგან დროებით თავის შეკავება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები