იცით კაპტს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კაპტის გვერდითი მოვლენებია: გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ორთოსტატული ჰიპოტენზია, ტაქიკარდია. სასუნთქი სისტემის მხრივ: ბრონქიტი, ბრონქოსპაზმი, მშრალი ხველა. საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება აღინიშნებოდეს ტკივილი ეპიგასტრიუმის მიდამოში, გულისრევა, საჭმლის მონელების დარღვევა, გემოს შეგრძნების დარღვევა, პირის სიმშრალე, აფთოზური სტომატიტი.  კანის მხრივ: ქავილი, მაკულო-პაპულოზური გამონაყარი. ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: დაღლილობა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ძილის დარღვევა. შარდ-სასქესო სისტემის მხრივ: შეიძლება განვითარდეს თირკმლის ფუნქციის დარღვევა, პროტეინურია, სისხლში შარდოვანას აზოტისა და კრეატინინის მომატება. იდიოსინკრაზია: ანგიონევროზული შეშუპება, ალერგიული რეაქციები, ჭინჭრის ციება, ფოტოსენსიბილიზაცია. ელექტროლიტური ბალანსის მხრივ: ჰიპერკალემია, ჰიპონატრემია, აციდოზი. სისხლის შედედების სისტემის მხრივ: იშვიათად ნეიტროპენია, აგრანულოციტოზი, თრომბოციტოპენია, ანემია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები