იცით როზულიპს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

როზულიპის გვერდითი მოვლენებია: სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, პრეპარატ როზულიპმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები. თუმცა ეს გვერდითი ეფექტები არ აღენიშნება ყველა პაციენტს, რომელიც იღებს პრეპარატს.  მნიშვნელოვანია, რომ თქვენ იცოდეთ ამ გვერდითი ეფექტების შესახებ. ჩვეულებრივ მათ აქვთ მსუბუქი ხასიათი და სწრაფად ქრებიან. შეწყვიტეთ პრეპარატ როზულიპის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას, თუ თქვენ აგეღნიშნათ ერთ-ერთი შემდეგი ალერგიული რეაქცია: • სუნთქვის გაძნელება სახის, ტუჩების, ენის და (ან) ხახის შეშუპებით, ან ასეთის გარეშე; • სახის, ტუჩების, ენის და (ან) ხახის შეშუპება, რომელიც იწვევს ყლაპვის გაძნელებას; • გამოხატული კანის ქავილი (პაპულური გამონაყარით).  ამის გარდა, შეწყვიტეთ პრეპარატ როზულიპის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ თქვენ აგეღნიშნათ კუნთების უჩვეულო ტკივილი, რომელიც გრძელდება მოსალოდნელზე უფრო დიდხანს. სხვა სტატინებით თერაპიის ანალოგიურად, როზუვასტატინის გამოყენებისას იშვიათად აღინიშნებოდა არასასურველი ეფექტები კუნთოვანი სისტემის მხრიდან, უფრო იშვიათად ასეთ არასასურველ ეფექტებს თან ახლდათ სიცოცხლისათვის სახიფათო მდგომარეობა, დაკავშირებული კუნთოვანი ქსოვილის დაზიანებასთან – რაბდომიოლიზთან.  შესაძლო გვერდითი ეფექტები ხშირი გვერდითი ეფექტები (აღენიშნებათ 100-დან 1-10 პაციენტს) • თავის ტკივილი; • ტკივილები მუცლის არეში; • შეკრულობა; • შეუძლოდ ყოფნა; • კუნთების ტკივილი; • სისუსტის შეგრძნება; • თავბრუსხვევა; • შარდში ცილების შემცველობის მომატება (აღინიშნება მხოლოდ პრეპარატის გამოყენებისას 40 მგ–იანი დოზით, როგორც წესი, შარდში ცილის კონცენტრაცია ნორმალიზდება დამოუკიდებლად და არ არსებობს პრეპარატ როზულიპით თერაპიის შეწყვეტის აუცილებლობა).  არახშირი გვერდითი ეფექტები (აღენიშნებათ 1000-დან 1-10 პაციენტს) • გამონაყარი; • კანის ქავილი; • ჭინჭრის ციება; • შარდში ცილების შემცველობის მომატება (აღინიშნება მხოლოდ პრეპარატის გამოყენებისას დოზით 5 მგ, 10 მგ და 20 მგ; როგორც წესი, შარდში ცილის კონცენტრაცია ნორმალიზდება დამოუკიდებლად და არ არის პრეპარატ როზულიპით თერაპიის შეწყვეტის აუცილებლობა).  იშვიათი გვერდითი ეფექტები (აღენიშნებათ 10000-დან 1-10 პაციენტს) • მძიმე ალერგიული რეაქცია (ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია) – სიმპტომატიკა შეიცავს სახის, ტუჩების, ენის და (ან) ხახის შეშუპებას, სუნთქვის და ყლაპვის გაძნელებას, გამოხატულ კანის ქავილს (პაპულური გამონაყარით). თუ გაგიჩნდათ ეჭვი, რომ თქვენ განგივითარდათ ალერგიული რეაქცია, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ პრეპარატ როზულიპის მიღება და მიმართეთ სამედიცინო დახმარებას; • კუნთების დაზიანება – სიმპტომატიკა შეიცავს კუნთების სისუსტეს, მომატებულ მგრძნობელობას და კუნთების ტკივილს. იშვიათ შემთხვევებში პაციენტებს უვითარდებოდათ კუნთოვანი ქსოვილის მძიმე დაზიანება (ცნობილი როგორც რაბდომიოლიზი), თანმხლები სისუსტით, ციებ-ცხელებით და, ზოგიერთ შემთხვევაში, თირკმელების ფუნქციის დარღვევით. ამ გართულების თავიდან ასაცილებლად დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ პრეპარატ როზულიპის მიღება და მიმართეთ ექიმს, თუ თქვენ აღგენიშნათ მოსალოდნელზე უფრო ხანგრძლივი კუნთების უჩვეულო ტკივილი. ექიმს შეუძლია დაგინიშნოთ სისხლის გამოკვლევა, რომელიც იძლევა კუნთოვანი სისტემის მდგომარეობის შეფასების შესაძლებლობას; • ძლიერი ტკივილები მუცლის არეში, დაკავშირებული კუჭქვეშა ჯირკვლის ანთებასთან; • სისხლში ღვიძლის ფერმენტების კონცენტრაციის მომატება.  ძალზედ იშვიათი გვერდითი ეფექტები (აღენიშნებათ 10000-დან 1-10 პაციენტს) • სიყვითლე (კანის და თვალების ყვითელი შეფერილობა); • ჰეპატიტი (ღვიძლის ანთება); • შარდში სისხლის მინარევის არსებობა; • ზედა და ქვედა კიდურების პერიფერიული ნერვების ფუნქციის დარღვევა (მაგალითად, დაბუჟება); • სახსრების ტკივილი; • მახსოვრობის დაკარგვა. სიხშირე უცნობია (შეუძლებელია განსაზღვრა მისაწვდომი მონაცემებიდან გამომდინარე) • დიარეა (ხშირი და თხელი განავალი); • სტივენს-ჯონსონის სინდრომი (კანის, პირის ღრუს, თვალის და გენიტალიების ლორწოვანი გარსის მძიმე დაზიანება, რასაც თან ახლავს ბუშტუკების წარმოქმნა). ამ მძიმე კანის რეაქციის ნებისმიერ გამოვლინებისას დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ პრეპარატ როზულიპის მიღება და მიმართეთ სამედიცინო დახმარებას; • ხველება; • გაძნელებული სუნთქვა; • შეშუპება; • ძილის დარღვევა, უძილობის და კოშმარული სიზმრების ჩათვლით; • სასქესო ფუნქციის დარღვევა; • დეპრესია; • სუნთქვის დარღვევა, ხველების, ქოშინის ან ციებ-ცხელების ჩათვლით. მძიმე გვერდითი ეფექტების განვითარების შემთხვევაში, ასევე ისეთი გვერდითი ეფექტების გამოვლენისას, რომლებიც არ არის აღნიშნული მოცემულ ჩანართ-ფურცელში, გთხოვთ, შეატყობინეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაკოლოგს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები