იცით კეტამოს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კეტამოს გვერდითი მოვლენებია: საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: დისკომფორტი, დისპეფსია, გულისრევა, ღებინება, ანორექსია, ტკივილი ეპიგასტრიუმის მიდამოში, მეტეორიზმი, ყაბზობა, დიარეა, იშვიათად _ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანება (პერფორაცია და/ან სისხლდენა), მწვავე პანკრეატიტი, სტომატიტი, გლოსიტი; ღვიძლის და სანაღვლე გზების მხრივ: ღვიძლის ფუნქციური ტესტების ცვლილებები, ქოლესტაზური სიყვითლე; ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, აგზნებადობა, ძილის დარღვევა, იშვიათად _ ყურადღების კონცენტრაციის დარღვევა;  საყრდენ – მამოძრავებელი სისტემის მხრივ: მიალგია; შარდ-გამომყოფი სისტემის მხრივ: ტკივილი წელის არეში, ჰემატურია, ოლიგურია, იშვიათად _ ჰიპერკალემია, ჰიპონატრემია, შარდვის გახშირება ან შარდის შეკავება, ნეფრიტი, შარდოვანას და კრეატინინის დონის მომატება შრატში, შეშუპება;  გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ბრადიკარდია, არტერიული ჰიპერტენზია, ტკივილი მკერდის არეში; სისხლმბადი ორგანოების მხრივ: იშვიათად _ აპლასტიური ანემია, ეოზინოფილია, თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია; სასუნთქი სისტემის მხრივ: იშვიათად _ ბრონქოსპაზმი ან დისპნოე, რინიტი, ხორხის შეშუპება (ქოშინი, სუნთქვის გაძნელება); ჰემოსტაზის მხრივ: იშვიათად – სისხლდენა ცხვირიდან და პოსტოპერაციული ჭრილობიდან, რექტალური სისხლდენა; დერმატოლოგიური რეაქციები: ლაიელის სინდრომი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ექსფოლიატური დერმატიტი, ქავილი, მაკულო-პაპულოზური გამონაყარი, ჭინჭრის ციება; ალერგიული რეაქციები: იშვიათად _ ანაფილაქსია ან ანაფილაქტოიდური რეაქციები; ადგილობრივი რეაქციები: ტკივილი და წვის შეგრძნება შეყვანის ადგილას.  იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები