იცით კლაფორანს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კლაფორანის გვერდითი მოვლენებია: ალერგიული და იმუნოპათოლოგიური რეაქციები: ურტიკარია, ანგიონევროზული შეშუპება, ბრონქოსპაზმი, ტემპერატურის მომატება; იშვიათად-ანაფილაქსიური შოკი, მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, კანის ტოქსიკური ნეკროზი. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის და ღვიძლის მხრივ: იშვიათად-გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცლის არეში, დიარეა, ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის და/ან ბილირუბინის მაჩვენებლის ტრანზიტორული მომატება. შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: სისხლის პლაზმაში კრეატინინის და შარდოვანას კონცენტრაციის მომატება; იშვიათად-ინტერსტიციული ნეფრიტი; ერთეულ შემთხვევებში-თირკმელების მწვავე უკმარისობა.  სისხლის სურათის მხრივ: შესაძლებელია ნეიტროპენია; იშვიათად-აგრანულოციტოზი, ეოზინოფილია, თრომბოციტოპენია; ერთეულ შემთხვევებში-ჰემოლიზური ანემია. ცნს-ის მხრივ: ენცეფალოპათია (პრეპარატის მაღალი დოზებით შეყვანის დროს, განსაკუთრებით თირკმელების ფუნქციის უკმარისობით დაავადებულ ავადმყოფებში). გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ერთეულ შემთხვევებში-არითმია (ცენტრალური ვენური კათეტერით პრეპარატის ბოლუსური შეყვანის დროს). პრეპარატის მოქმედებით გამოწვეული სხვა გვერდითი ეფექტები:სუპერინფექციები. დერმატოლოგიური რეაქციები: გამონაყარი, ჰიპერემია. ადგილობრივი რეაქციები: ტკივილი ინექციის ადგილას, ფლებიტი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები