იცით კეტოროლაკი APO-ს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კეტოროლაკი APO-ს გვერდითი მოვლენებია: გვერდითი ეფექტები:კუჭ-ნალწავის ტრაქტის მხრივ: პეპტიური წყლული, კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა და/ან პერფორაცია. ამიტომ, კეტოროლაკის ტრომეთამინი უკუნაჩვენებია აქტიური პეპტიკური წყლულის, ცოტა ხნის წინ გადატანილი კუჭ-ნაწლავური სისხლდენის ან პერფორაციის მქონე პაციენტებში, აგრეთვე ანამნეზში პეპტიკური წყლულოვანი დაავადების ან კუჭ-ნაწლავური სისხლდენის მქონე პაციენტებში.  შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: კეტოროლაკი უკუნაჩვენებია პროგრესირებადი თირკმლის უკმარისობის და ჰიპოვოლემიის მქონე პაციენტებში.  სისხლდენის რისკი: კეტოროლაკი აინჰიბირებს თრომბოციტულ ფუნქციას და ამიტომ უკუნაჩვენებია ინტრაცერებრული სისხლდენის მქონე, ჰემორაგიული დიათეზის, არასრული ჰემოსტაზის და სისხლდენის რისკის მქონე პაციენტებში. კეტოროლაკი უკუნაჩვენებია ქირურგიული ჩარევის წინ პროფილაქტიკური ანალგეზიის სახით, აგრეთვე ინტრაოპერაციულად, სისხლდენის მომატებული რისკის გამო.  ჰიპერმგრძნობელობა: შესაძლებელია ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების, ბრონქოსპაზმიდან ანაფილაქსურ შოკამდე განვითარება. კეტოროლაკი უკუნაჩვენებია იმ პაციენტებში, რომლებშიც მანამდე გამოვლინდა ჰიპერმგრძნობელობა კეტოროლაკის მიმართ ან ალერგიული რეაქციები სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებზე.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები