იცით კლონაზეპამს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კლონაზეპამის გვერდითი მოვლენებია: – კლონაზეპამით მკურნალობისას შეიძლება გამოვლინდეს ხშირი არასასურველი ეფექტები: ძილიანობა, თავბრუსხვევა, მოძრაობის კოორდინაციის მოშლა, დაღლილობა;  – მეხსიერების დაქვეითება, ნერვული აღგზნებადობა, დეპრესია, ზემო სასუნთქი გზების კატარალური ანთება, ნერწყვის სეკრეციის მომატება; – იშვიათად შეიძლება აღმოცენდეს: მეტყველების მოშლა, ათვისების უნარის დაქვეითება, ემოციური ლაბილობა, ლიბიდოს დაქვეითება, დეზორიენტაცია, ყაბზობა, მუცელში ტკივილები, მადის დაქვეითება, კანის ალერგიული რეაქციები, კუნთოვანი ტკივილები, ქალებში მენსტრუალური ციკლის დარღვევა, ხშირი შარდვა, მხედველობის დარღვევა, ერითროციტების, ლეიკოციტებისა და თრომბოციტების რაოდენობის შემცირება, სისხლის ტრანსამინაზების (ალატი და ასპატი) და ტუტე ფოსფატაზების მომატება; პარადოქსული რეაქციები: ფსიქომოტორული აღგზნებადობა, უძილობა.  პარადოქსული გამოვლინებისას საჭიროა დაუყოვნებლივ შეწყდეს მკურნალობა. კლონაზეპამის ხანგრძლივი გამოყენების შემდეგ წამლის უეცარი მოხსნისას ვითარდება წამლისმიერი დამოკიდებულება და აბსტინენციის სინდრომი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები