იცით კლარიციდს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კლარიციდის გვერდითი მოვლენებია:  თითქმის ყველა ანტიბაქტერიული საშუალებების დროს, მაკროლიდების ჩათვლით, აღინიშნება ფსევდომემბრანული კოლიტის განვითარება. შიდსით დაავადებულ პაციენტებში, კლარითრომიცინით მკურნალობისას ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში M. avium – ის საწინააღმდეგო პროფილაქტიკის მიზნით, ხშირად ძნელი იყო კლარითრომიცინის გამოყენებასთან დაკავშირებული სავარაუდო გვერდითი მოვლენების განსხვავება არსებული აივ დაავადებებისა თუ ინტერკურენტული დაავადების გვერდითი მოვლენებისაგან. აღინიშნებოდა ენის შეფერადება პაციენტებში კლარითრომიცინითა და ომეპრაზოლით მკურნალობისას; კლარიციდი ძირითადად კარგი ამტანობით ხასიათდება. გასტროინტესტინური გვერდითი მოვლენების სიხშირე პერორალური კლარითრომიცინით თერაპიისას უფრო დაბალი იყო ვიდრე ტრადიციული მაკროლიდებით მკურნალობის დროს. აღინიშნებოდა გულისრევა, ღებინება, დისპეფსია, ფაღარათი, დისკომფორტი მუცელში, გემოს გაუკუღმართება, თავის ტკივილი, კანზე გამონაყარი. შეიძლება განვითარდეს ალერგიული რეაქციები, მსუბუქი ჭინჭრის ციებითა და კანზე მსუბუქი გამონაყარით დაწყებული მძიმე ანაფილაქსიით და სტივენს-ჯონსონის სინდრომით დამთავრებული. პოსტ-მარკეტინგული დაკვირვებებისას აღინიშნებოდა გლოსიტი, სტომატიტი, ორალური მონოლიაზი, ღებინება, თავბრუ, სმენის შექცევადი დაკარგვა, ქცევის შეცვლა, კონფუზია, დეპერსონალიზაცია, დეზორიენტაცია, ჰალუცინაციები, უძილობა, კოშმარები, ყურებში ხმაური და თავბრუ. მოვლენები ალაგდება პრეპარატის მიღების შეწყვეტისას. ღვიძლის დისფუნქცია, ღვიძლის ფერმენტების მომატებით და ჰეპატოცელულური და/ან ქოლესტაზური ჰეპატიტის ჩათვლით, სიყვითლით ან სიყვითლის გარეშე. ღვიძლის დისფუნქცია შეიძლება იყოს მძიმე და ხშირად შექცევადი. ძალიან იშვიათ შემთხვევებში, აღინიშნება ღვიძლის უკმარისობა, რომელიც ძირითადად დაკავშირებულია მძიმე თანმხლებ დაავადებასა თუ მკურნალობასთან. იშვიათად ერითრომიცინის და კლარითრომიცინის მიღება დაკავშირებულია პარკუჭოვან არითმიებთან, პარკუჭოვანი ტაქიკარდიისა და torsades de pointes ჩათვლით პაციენტებში QT ინტერვალის გახანგრძლივებით. არასასურველი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს კონსულტაციისათვის.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები