იცით კლოტრიმაზოლს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კლოტრიმაზოლის გვერდითი მოვლენებია:  გამოვლინების სიხშირე განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირი (≥ 1/10), ხშირი (≥ 1/100 – < 1/10), არახშირი (≥ 1/1 000 – < 1/100), იშვიათი (≥ 1/10 000 – < 1/1 000), ძალიან იშვიათი (< 1/10 000) ცალკეული შემთხვევების ჩათვლით), უცნობია (ხისშირის განსაზღვრა შეუძლებელია არსებული მონაცემების მიხედვით).  დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ  უცნობია: ალერგიული რეაქცია (ვლინდება ჭინჭრის ციებით, გულის წასვლით, არტერიული ჰიპოტენზიით, ქოშინით).  დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ  უცნობია: გამონაყარი, ქავილი, ბუშტუკოვანი გამონაყარი, აქერცლვა, ტკივილი ან დისკომფორტი, შეშუპება, წვა, გაღიზიანება, ერითემა, ჩხვლეტის შეგრძნება.  თუ ინსტრუქციაში აღნიშნული რომელიმე გვერდითი ეფექტი მწვავდება ან შენიშნავთ ნებისმიერ ეექტს, რომელიც ჩამოთვლილი არ არის ინსტრუქციაში, შეატყობინეთ ექიმს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები