იცით რამიზეკი კომბს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

რამიზეკი კომბის გვერდითი მოვლენებია: ყველა წამლის მსგავსად, არსებულმა პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები: , თუმცა ყოველთვის არა.  – კანის მძიმე რეაქციებით (გამონაყარი, წყლულები პირის ღრუში, არსებული კანის დაავადების გაუარესება, კანის სიწითლე, ბუშტუკების წარმოქმნა ან კანის აქერცვლა (მაგ. სტივენს ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროზი ან მრავალფორმიანი ერითემა) ან სხვა ალერგიული რეაქციები.  – გულის რითმის აჩქარება, არათანაბარი თუ ძლიერი გულისცემა (გულის ფრიალი), გულმკერდის არეში ტკივილი, გულმკერდზე მოჭერის შეგრძნება ან უფრო მძიმე დარღვევები გულის შეტევებისა და ინსულტის ჩათვლით.  – სუნთქვის გაძნელება ან ხველა.  – სისხლჩაქცევები, სისხლდენის გახანგრძლივება, სისხლდენის ნებისმიერი ნიშანი (მაგ. სისხლდენა ღრძილებიდან), ალისფერი ლაქები, კანის დალაქავება ან ჩვეულზე უფრო ხშირი ინფექციები, ანგინა და ცხელება, ადვილად დაღლილობა, გონების დაკარგვა, თავბრუსხვევა ან ფერმკრთალი კანი. ეს ყველაფერი შეიძლება იყოს სისხლის ან ძვლის ტვინის ფუნქციების დარღვევის ნიშნები.  – ცხელება, შემცივნება, დაღლილობა, მადის დაკარგვა, გულისრევის შეგრძნება, კანის ან თვალების გაყვითლება (სიყვითლე). ეს ყველაფერი შეიძლება ღვიძლის პრობლემების, მაგ ჰეპატიტის ან ღვიძლის დაზიანების ნიშნები იყოს. აღნიშნული გვერდითი მოვლენები: ს სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებით შეფასება ვერ ხერხდება).  სხვა გვერდითი მოვლენები: ა: ხშირი (10-დან 1 პაციენტში): – ძილიანობა (განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში); – გულის ფრიალი (გულისცემის დარღვევა), წამოხურება; – კოჭის შეშუპება (ედემა); – თავის ტკივილი ან დაღლილობა; – თავბრუსხვევა. ამის განვითარება უფრო მოსალოდნელია რამიზეკი კომბის მიღების დაწყებისას ან მაღალი დოზით მკურნალობის დაწყებისას; – გონების დაკარგვა, ჰიპოტენზია, განსაკუთრებით სწრაფად ადგომის ან დაჯდომისას; – მშრალი ხველა, სინუსიტი ან ბრონქიტი, სუნთქვის გაძნელება. – მუცლის ტკივილი, კუჭის ან ნაწლავების ტკივილი, ფაღარათი, მონელების მხრივ დარღვევები, გულისრევის შეგრძნება ან ღებინება; – კანზე გამონაყარი ამობურცული უბნებით ან მათ გარეშე; – გულმკერდის ტკივილი; – სპაზმები ან ტკივილი კუნთებში; – სისხლის ანალიზში კალიუმის მომატებული დონე.  არახშირი (100-დან 1 პაციენტში): – გუნება-განწყობილების შეცვლა, უძილობა – კანკალი, სისუსტე, ტკივილი, ცუდად ყოფნის შეგრძნება; – მხედველობის დარღვევა, მხედველობის გაორება, დაბინდული მხედველობა, ხმაური ყურებში; – ცემინება, გამონადენი ცხვირიდან გამოწვეული ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთებით (რინიტი); – ნაწლავების მოქმედების არევა (ფაღარათი ან შეკრულობა), გულძმარვა, პირის სიმშრალე; – თმის ცვენა, მომატებული ოფლიანობა, კანის ქავილი, კანზე წითელი ლაქები, კანის ფერის შეცვლა; – შარდვის დარღვევეა, შარდვის მოთხოვნილების მომატება, განსაკუთრებით ღამით, შარდვის გახშირება; – ერექციის უნარის დაკარგვა, სექსუალური უუნარობა მამაკაცებში, დაქვეითებული სექსუალური სურვილი მამაკაცებსა თუ ქალებში; – სარძევე ჯირკვლების გადიდება ან დისკომფორტი მამაკაცებში; – სახსრების ან კუნთების ტკივილი, სპაზმები, ზურგის ტკივილი; – წონაში მომატება ან დაკლება; – წონასწორობის დარღვევები (ვერტიგო); – ქავილი და კანის უჩვეულო შეგრძნებები, როგორებიცაა მოდუნება, ჩხვლეტა, ცოცვა, წვა კანზე (პარესთეზია), ტკივილის შეგრძნებების დაკარგვა – გემოს შეცვლას; – ძილის დარღვევები; – დეპრესია, შფოთვა, ჩვეულზე მეტი ნერვიულობა ან მოუსვენრობა; – ცხვირის დახშობა, სუნთქვის გაძნელება ან ასთმის გაუარესება; – ნაწლავის ტრაქტში ქსოვილების შეშუპება, ე.წ. “ნაწლავური ანგიოედემა”, რაც გამოიხატება სიმპტომებით: მუცლის ტკივილი, ღებინება და ფაღარათი. – მადის შემცირება ან დაკარგვა (ანორექსია); – არარეგულარული გულისცემა ან მისი მომატება; – ხელებისა და ფეხების შეშუპება, რაც შეიძლება ორგანიზმში წყლის  შეკავების ნიშანი იყოს; – ციებ-ცხელება; – სისხლის ანალიზში სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის მომატება (ეოზინოფილია). – სისხლის ანალიზში აღმოჩენილი ცვლილებები ღვიძლის, პანკრეასის ან თირკმლების ფუნქციური სინჯების მხრივ.  იშვიათი (1000-დან 1 პაციენტში) – დაბნეულობის შეგრძნება; – წითელი და შეშუპებული ენა; – აქერცვლადი კანი, ქავილი, ხორკლიანი გამონაყარი; – ფრჩხილის პრობლემები (მაგ. გათხელება ან აქერცვლა); – კანზე გამონაყარი ან სისხლჩაქცევები; – ჭინჭრის ციება; – კანზე მუწუკები და კიდურებში სიცივის შეგრძნება; – თვალის სიწითლე, ქავილი, შეშუპება ან ცრემლდენა; – სმენის დარღვევა; – სისხლის წითელი უჯრედების, თეთრი უჯრედებისა თუ თრომბოციტების რაოდენობის ან ჰემოგლობინის შემცირება.  ძალიან იშვიათი (10,000-დან 1 პაციენტი) – მზის სხივების მიმართ ჩვეულზე მეტი მგრძნობელობა; – სისხლში შაქრის დონის მომატება (ჰიპერგლიკემია); – ღრძილების შეშუპება; – მუცლის შებერილობა (გასტრიტი); – ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი), კანის გაყვითლება (სიყვითლე); – კუნთების დაჭიმულობის მომატება; – სისხლძარღვების ანთება, ხშირად გამონაყარი კანზე; – მგრძნობელობა სინათლის მიმართ – დარღვევები, რომლებიც მოიცავს რიგიდულობას, ტრემორს და ან მოძრაობის დარღვევებს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები