იცით ლიდოკაინი – ჰუმანითს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ლიდოკაინი – ჰუმანითის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი მოვლენები, როგორც წესი გამოწვეულია უნებლიე ინტრავენური შეყვანით ან დოზის გადაჭარბებით. იშვიათად ვითარდება ალერგიული რეაქციები (მათ შორის ანაფილაქსია). გვერდითი მოვლენები ცენტრალური ნერვული სისტემის მხრიდან: გაბრუება, ძილიანობა, თავბრუსხვევა, შფოთვა, ეიფორია, ყურის შუილი, დიპლოპია, ნისტაგმი, თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, დაბუჟება, ტრემორი, პარესთეზიები, კრუნჩხვა, გონების დაკარგვა, სუნთქვის დათრგუნვა, გარდამავალი ნევროლოგიური სიმპტომები, ტკივილი და / ან დიზესთეზია დუნდულოებისა და ფეხების მიდამოში. გვერდითი მოვლენები გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არტერიული ჰიპოტენზია, არითმია, კარდიოვასკულური კოლაფსი და ბრადიკარდია, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს გულის გაჩერება, AV ბლოკადა და მიოკარდიუმის დეპრესია. ფსიქიატრიული დარღვევები: ფსიქოზი. სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ: მეთჰემოგლობინემია

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები