იცით ციტაჰექსალს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ციტაჰექსალის გვერდითი მოვლენებია: მთლიანობაში ციტალოპრამის არასასურველი რეაქციები ზომიერია და მალე გადის. ისინი გაცილებით უფრო ხშირია მკურნალობის პირველი ერთი-ორი კვირის განმავლობაში და შემდეგ სუსტდება. შემდგომი რეაქციები დოზაზეა დამოკიდებული: მომატებული ოფლიანობა, პირის სიმშრალე, უძილობა, ძილიანობა, ფაღარათი, გულისრევა  და დაღლილობა. ცხრილში მოტანილია არასასურველი რეაქციების განვითარების სიხშირე, რაც დაკავშირებულია სუშსი-თან და/ან ციტალოპრამთან, რაც აღენიშნება პაციენტების ³ 0,1 % კლინიკური გამოცდის დროს ან რეგისტრაციის შემდგომ პერიოდში. სიხშირე განისაზღვრება შემდეგი გზით: ძალიან ხშირად (³ 1/10), ხშირად (³ 1/100-დან < 1/10-მდე), არც ისე ხშირად  (³ 1/1000-დან £ 1/100-მდე); იშვიათად (³ 1/10000-დან £ 1/1000-მდე); ძალიან იშვიათად            (£ 1/10000-მდე), უცნობია (შეუძლებელია შეფასება არსებული მონაცემების საფუძველზე). დარღვევები სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრიდან უცნობია: თრომბოციტოპენია დარღვევები იმუნური სისტემის მხრიდან: უცნობია: ჰიპერმგრძნობელობა, ანაფილაქსიური რეაქციები. ენდოკრინული დარღვევები: უცნობია: ანტიდიურეზული ჰორმონის არაადექვატური სეკრეცია. დარღვევები ნივთიერებათა ცვლის სისტემისა და კვების მხრიდან. ხშირად: მადის დაქვეითება, წონაში დაკლება; არც ისე ხშირად: მადის მომატება, წონაში მომატება. იშვიათად:ჰიპინატრიემია; უცნობია: ჰიპოკალიემია. ფსიქიკის დარღვევა ხშირად: აღგზნებადობა, ლიბიდოს დაქვეითება; შფოთვა; ნერვოზულობა, ცნობიერების დაბინდვა, ორგაემის ანომალიები (ქალებში), ანომალიური სიზმრები; იშვიათად: აგრესია, დეპერსონალიზაცია, ჰალუცინაციები, მანია; უცნობია: პანიკური აშლილობის შეტევა, ბრუქსიზმი, შფოთვა, სუიციდური აზრები, სიუციდური ქმედებები. დარღვევები ნერვული სისტემის მხრიდან ძალიან ხშირად: ძილიანობა, უძილობა, თავის ტკივილი; ხშირად: ტრემორი, პარასტეზია, თავბრუსხვევა, ყურადღების  გაფანტვა; არც ისე ხშირად: გულის წასვლა; იშვიათად: ძლიერი კრუნჩხვითი შეტევა, დისკინეზია, გემოს დარღვევა; უცნობია: კრუნჩხვა, სეროტონინული სინდრომი, ექსტრაპირამიდალური დარღვევები, აქატიზია, მოძრაობის დარღვევები. დარღვევები მხედველობის ორგანოების მხრიდან არახშირად: მიდრიაზი; უცნობია: მხედველობის დარღვევა. დარღვევები სმენის ორგანოების მხრიდან და ლაბირინთული დარღვევები ხშირად: ხმაური ყურებში. დარღვევები გულის მხრიდან არც ისე ხშირად: ბრადიკარდია, ტახიკარდია; უცნობია: QT ინტერვალის გახანგრძლივება, პარკუჭოვანი არითმია, “პირუეტის”ტიპის პარკუჭოვანი ტახიკარდიის ჩათვლით. დარღვევები სისხლძარღვების მხრიდან იშვიათად: სისხლდენა; უცნობია: ორტოსტატიური ჰიპოტენზია. დარღვევები სასუნთქი სისტემის მხრიდან –  გულის ფიცრისა და შუალედური ადგილის. ხშირად: მთქნარება; უცნობია: სისხლდენა ცხვირიდან. დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრიდან ძალიან ხშირად: პირის სიმშრალე, გულისრევა; ხშირად: დიარეა, ღებინება, ყაბზობა; უცნობია: კუჭ-ნაწლავის სისხლდენა (მათ შორის რექტალური). დაღვევები ღვიძლისა და სანაღვლე გზების მხრიდან იშვიათად: ჰეპატიტი; უცნობია: ღვიძლის სინჯების ანომალიური მაჩვენებლები. დაღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრიდან ძალიან ხშირად: მომატებული ოფლიანობა; ხშირად: ქავილი; არც ისე ხშირად: გამონაყარი, ალოპეცია, ჭინჭრის ციება. პურპურა, რეაქცია სინათლისადმი მგრძნობელობაზე;       უცნობია: ექხიმოზი, ანგიონევროტიული შეშუპება. დარღვევები ძვალ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრიდან ხშირად: მიალგია, ართრალგია. დაღვევები თირკმლებისა და შარდსადენი გზების მხრიდან არახშირად: შარდის გამოყოფის შეფერხება. დარღვევები რეპროდუქტიული ორგანოებისა და სარძევე ჯირკვლების მხრიდან ხშირად: იმპოტენცია, ეაკულაციის მოშლა, ეაკულაციის არარსებობა; არც ისე ხშირად: ქალებში – მენორაგია; უცნობია: ქალებში – მეტრორაგია; მამაკაცებში – პრიაპიზმი, გალაქტორეა. ზოგადი დარღვევები და მოშლილობა შეყვანის ადგილებში ხშირად: დაღლილობის შეგრძნება; არც ისე ხშირად: შეშუპება; იშვიათად: ჰიპერტრემია. სიუციდური აზრებისა და სუიციდური ქცევის შემთხვევები დარეგისტრირებული იყო ციტალოპრამით თერაპიისას ან  მკურნალობის შეწყვეტიდან მცირე ხანში (იხ. “განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები”) ძვლების მოტეხილობა 50 წლისა და ზემოთ პაციენტები, რომლების იღებენ სუშსი-ს-სა და ტცა-ს, აქვთ ძვლების მოტეხილობის მომატებული რისკი. QT ინტერვალის გახანგრძლივება რეგისტრაციის შემდგომ პერიოდში რეგისტრირებული იყო QT ინტერვალის გახანგრძლივებისა და პარკუჭოვანი არითმიის შემთხვევები, ორმმხრივი პარკუჭოვანი ტახიკარდიის ჩათვლით, უპირატესად მდედრობითი სქესის პირებში, ჰიპოკალემიის ფონზე, ანდა წინა QT ინტერვალის გახანგრძლივების არსებობისას ანდა გულის სხვა დაავადებებისას. მოხსნის სიმპტომები, რომელიც აღინიშნებოდა სუშსი-ის (განსაკუთრებით მკვეთრი) მიღების შეწყვეტის შემდეგ. ძალიან ხშირი: თავბრუსხვევა, სენსორული დარღვევები (პარესტენზიის ჩათვლით), ძილის დარღვევა (უძილობისა და ინტენსიური ზმანებების ჩათვლით), აღგზნებადობა ან შფოთვა, გულისრევა და/ან ღებინება, ტრემორი, ცნობიერების აღრევა, ოფლიანობა, თავის ტკივილი, დიარეა, გახშირებული გულისცემა, ემოციონალური ლაბილობა, გაღიზიანება და მხედველობის დარღვევა. ზოგადად ისინი მსუბუქია და ზომიერი და თავისთავად გადის, თუმცა ზოგიერთ პაციენტთან მძიმეც შეიძლება იყოს და/ან ხანგრძლივიც. ამიტომ სასურველია პრეპარატის დოზის შემცირება მისი მიღების სრულ შეწყვეტამდე.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები