იცით ლოსირამს რა უკუჩვენებები აქვს?

ლოსირამის უკუჩვენებებია:: პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია ესციტალოპრამის ან პრეპარატის რომელიმე დამხმარე საშუალების მიმართ მომატებული მგრძნობელობისას. პრეპარატის მიღება ასევე დაუშვებელია მონოამინოქსიდაზას არასელექციურ, შეუქცევად ინჰიბიტორებთან (მაო-ინჰიბიტორები) ერთად. სერიოზული რეაქციები გამოვლინდა იმ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ სეროტონინის უკუმიტაცების სელექციურ ინჰიბიტორს მონოამინოქსიდაზას არასელექციურ, შეუქცევად ინჰიბიტორებთან (მაო-ინჰიბიტორები) ერთად და იმ პაციენტებში, რომლებმაც ცოტა ხნის წინ შეწყვიტეს სეროტონინის სელექციური უკუმიტაცების ინჰიბიტორის მიღება და დაიწყეს მკურნალობა მაო-ინჰიბიტორებით. ზოგიერთ შემთხვევაში აღინიშნა სეროტონინური სინდრომის განვითარება. ესციტალოპრამი უკუნაჩვენებია არასელექციურ მაოს-ინჰიბიტორებთან კომბინაციაში. ესციტალოპრამის მიღება შეიძლება დაიწყოს მაო-ს შეუქცევადი ინჰიბიტორებით მკურნალობის შეწყვეტიდან 14 დღის შემდეგ და მაო-ს შექცევადი ინჰიბიტორით მოკლობემიდით მკურნალობის შეწყვეტიდან მინიმუმ ერთი დღის შემდეგ. მაო-ს არასელექციური ინჰიბიტორით მკურნალობის დაწყებამდე ესციტალოპრამის მიღება შეწყვეტილი უნდა იქნას სულ მცირე 7 დღე. პრეპარატი უკუნაჩვენებია პიმოზიდთან კომბინაციაში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები