ტამიფლუ / TAMIFLU ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ტამიფლუ – 2.5.1ორსულობა B კატეგორიის ორსულობა  ბოცვრებსა და ვირთაგვებზე ჩატარებულ რეპროდუქციულ კვლეებში ტერატოგენული ეფექტი არ აღნიშნულა. ოსელტამივირის გამოყენებულმა არც ერთმა დოზამ არ იქონია ზეგავლენა ფერტილობაზე. პრეპარატის ექსპოზიციამ ნაყოფზე შეადგინა დედებში დაფიქსირებული მაჩვენებლის დაახლოებით 15-20%. ამჟამად, მონაცემები ორსული ქალების მკურნალობის შესახებ არასაკმარისია და ამგვარად, შეუძლებელია ოსელტემავირის ფოსფატის გამოყენებით გამოწვეული ნაყოფის განვითარების მანკების და გვერდითი მოვლენების რისკის შეფასება. ამიტომ ტამიფლუ ორსულობის დროს უნდა დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც პოტენციური სარგებელი დედისათვის აღემატება ნაყოფისათვის პოტენციურ რისკს.    2.5.2 მეძუძური ქალები  მეძუძურ ვირთაგვებში ოსელტამივირი და მისი აქტიური მეტაბოლიტი გამოიყოფა რძით. უცნობია ხვდება თუ არა ოსელტამივირი ან მისი აქტიური მეტაბოლიტი ადამიანის რძეში. ცხოველებზე მიღებული შედეგების ექსტრაპოლაციით ნაჩვენები იყო, რომ დედის რძეში ოსელტამივირის სავარაუდო კონცენტრაცია შეადგენდა 0.01 მგ/დღეში, ხოლო აქტიური მეტაბოლიტის – 0.3 მგ/დღეში. აღნიშნული ნივთიერების სავარაუდო რაოდენობა რძეში შეადგენს 0.01 მგ/დღეში, ხოლო აქტიური მეტაბოლიტის – 0.3 მგ/დღეში. ასე, რომ მეძუძურ ქალებში ტამიფლუ უნდა დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც პოტენციური სარგებელი დედისათვის აღემატება პოტენციურ რისკს ჩვილისათვის. 

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი