იცით პრილამიდს რა უკუჩვენებები აქვს?

პრილამიდის უკუჩვენებებია: • ალერგია (მომატებული მგრძნობელობა) პერინდოპრილზე ან სხვა აგფ ინჰიბიტორზე, ინდაპამიდზე ან სხვა სულფონამიდებზე, წინამდებარე ტაბლეტების სხვა კომპონენტებზე; • ანგიონევროტული შეშუპება (გამოწვეული აგფ ინჰიბიტორების მიღებით, მემკვიდრეობითი, იდიოპათური) ანამნეზში, რომლის სიმპტომებსაც წარმოადგენს: გაძნელებული სუნთქვა, სახის ან ენის შეშუპება, ძლიერი ქავილი ან ძლიერი გამონაყარი კანზე • ღვიძლის მძიმე დაავადება ან ღვიძლის ენცეფალოპათია (თავის ტვინის დეგენერაციული დაავადება); • თირკმელების მძიმე დაავადება ან დიალიზი; • სისხლში კალიუმის მაღალი ან დაბალი შემცველობა; • სავარაუდო არანამკურნალევი დეკომპენსირებული გულის უკმარისობა (ორგანიზმში გამოხატული წყლის შეკავება, სუნთქვის გართულება); • ორსულობა ან ორსულობის დადგომის ალბათობა; • ძუძუთი კვება. • ერთდროული გამოყენება ალისკირენთან მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში. უკუნაჩვენებია ბავშვებისთვის. დაიცავით განსაკუთრებული სიფრთხილე პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან: • აორტის სტენოზის არსებობისას; • მიტრალური სარქველის სტენოზის არსებობისას; • ჰიპერტროფული კარდიომიოპათიისას; • თირკმლის არტერიის სტენოზის არსებობისას; • გულისა ან თირკმელების სხვა დაავადებების არსებობისას; • ღვიძლის დაავადებების არსებობისას; • შემაერთებელი ქსოვილის დაავადებების არსებობისას, მაგალითად, სისტემური წითელი მგლურის ან სკლეროდერმიის დროს; • ათეროსკლეროზის არსებობისას; • ჰიპერპარათირეოზის დროს; • ნიკრისის ქარის დროს; • შაქრიანი დიაბეტის არსებობისას; • დაბალმარილიანი დიეტის დაცვისას ან კალიუმის შემცველი მარილის შემცვლელების გამოყენებისას; • ლითიუმის ან შარდმდენი საშუალებების, ე.წ. კალიუმდამზოგველიდიურეტიკების(სპირონოლაქტონი, ტრიამტერენი)მიღებისას. თავი შეიკავეთ მათი და პრილამიდის ერთობლივი გამოყენებისგან (იხ. „სამკურნალწამლო ურთიერთქმედება“); • არტერიალური წნევის დასაწევად სხვა პრეპარატების მიღებისას, როგორიცაა ანგიოტენზინის რეცეპტორების ბლოკატორები ან ალისკირენი. იხ. ასევე „უკუჩვენებებია“;  • თუ თქვენი ასაკი 70 წელს აღემატება. შეატყობინეთ მკურნალ ექიმს ან სამედიცინო პერსონალს იმის შესახებ, რომ ღებულობთ ამ პრეპარატს, თუ:  • გეგმავთ ანესთეზიის და/ან ოპერაციის ჩატარებას; • ცოტა ხნის წინ გქონდათ ფაღარათი ან ღებინება, ან გაუწყლოება; • შეამჩნიეთ კანის მომატებული მგრძნობელობა მზის მიმართ; • გაწუხებთ მდგრადი მშრალი ხველა; • იგრძენით ტკივილი მუცლის არეში გულისრევის ან ღებინების არსებობით ან არარსებობით; ეს შეიძლება იყოს სერიოზული ალერგიული რეაქციის სიმპტომი, რომელსაც ეწოდება ნაწლავების ანგიონევროტული შეშუპება; • გიტარდებათ დსლ-დიალიზი ან აფერეზი (ქოლესტერინის აღმოფხვრა სისხლიდან სპეციალური აპარატიდან); • დანიშნული გაქვთ ფუტკრების ან კრაზანების ნაკბენების მიმართ ალერგიის მკურნალობა (დესენსიბილიზაცია); • დანიშნული გაქვთ გამოკვლევა იოდის შემცველი კონტრასტული ნივთიერებების შეყვანით. პრილამიდი შეიძლება იყოს ნაკლებად ეფექტური შავკანიანი პაციენტების მკურნალობისას. პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს ცრუდადებითი რეაქცია ანტიდოპინგურ ტესტებზე. სამკურნალწამლო ურთიერთქმედება თუ ამჟამად ან ახლო წარსულში თქვენ იღებდით რომელიმე სხვა წამლებს, მათ შორის ურეცეპტოს, მცენარეული ან ნატურალური ნედლეულიდან, აუცილებლად შეატყობინეთ ამის შესახებ მკურნალ ექიმს. მოერიდეთ მოცემული პრეპარატის მიღებას: • ლითიუმთან (ინიშნება დეპრესიების სამკურნალოდ); • შარდმდენ საშუალებებთან (კალიუმის დამზოგავი დიურეტიკები, მაგ., სპირონოლაქტონი, ტრიამტერენი); • კალიუმის მარილებთან ერთად; • ალისკირენთან ერთად თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევისას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შეატყობინოთ მკურნალ ექიმს პრეპარატის მიღებამდე იმის შესახებ, რომ თქვენ იღებთ რომელიმეს შემდეგი პრეპარატებიდან: • სხვა წამლებს მომატებული არტერიალური წნევის სამკურნალოდ (ანგიოტენზინის რეცეპტორების ბლოკატორები (არბ) ან ალისკირენი); • გულის არითმიის საწინააღმდეგო პრეპარატებს (მაგ., პროკაინამიდი, დიგოქსინი, ჰიდროქინიდინი, დიზოპირამიდი, ქინიდინი, ამიოდარონი, სატალოლი, დიფემანილი); • თივის ცხელებისა ან ალერგიების საწინააღმდეგო ანტიჰისტამინურ პრეპარატებს, მაგ., ტერფენადინი, ასტემიზოლი, მიზოლასტინი; • ბეპრიდილს (სტენოკარდიის საწინააღმდეგო);  • ბენზამიდებს (ინიშნება ფსიქოტური აშლილობებისას, მაგ., სულტოპრიდი);  • ბუტიროფენონებს (ინიშნება ფსიქოტური აშლილობებისას, მაგ., გალოპერიდოლი); • ციზაპრიდს (პრეპარატი ნაწლავების მუშაობის გასაუმჯობესებლად); • ერითრომიცინს ინექციის სახით (ანტიბიოტიკი); • მოქსიფლოქსაცინს ან სპარფლოქსაცინს (ანტიბიოტიკები); • მეტადონს (პრეპარატი ნარკოტიკული დამოკიდებულების სამკურნალოდ); • ალოპურინოლს (ნიკრისის ქარის სამკურნალოდ); • კორტიკოსტეროიდებს (სხვადასხვა მდგომარეობების სამკურნალოდ, მძიმე ასთმისა და რევმატოიდული ართრიტის ჩათვლით); • იმუნოდეპრესანტებს (ინიშნება აუტოიმუნური დაავადებებისას ან ორგანოს ტრანსპლანტაციის შემდეგ, მაგ., ციკლოსპორინი); • პრეპარატებს კიბოს სამკურნალოდ; • გალოფანტრინს (მალარიის სამკურნალოდ); • პენტამიდინს (პნევმონიის სამკურნალოდ); • ვინკამინს (ხანდაზმულებში სიმპტომატური კოგნიტიური დარღვევებისას); • ბაკლოფენს (გაფანტული სკლეროზისას); • ინსულინს, მეტფორმინს ან გლიმეპირიდს (შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ); • კალციუმს; • მასტიმულირებელი მოქმედების საფაღარათო საშუალებებს (მაგ., სინამაქის ფოთოლი); • არასტეროიდულ ანთებასაწინააღმდეგო საშუალებებს (აასს) ტკივილის მოსახსნელად ან სალიცილატებს მაღალი დოზებით (მაგ., აცეტილსალიცილის მჟავა); • ამფოცერიტინი Bინექციის სახით (მძიმე სოკოვანი დაავადებისას); • პრეპარატებს ფსიქიკური აშლილობების სამკურნალოდ, როგორებიცაა: დეპრესია, შფოთვა, შიზოფრენია (მაგ., ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ნეიროლეპტიკები); • ტეტრაკოზაქტიდს (კრონის დაავადებისას); • ოქროს პრეპარატებს (ნატრიუმის აუროთიომალატი) ინექციის სახით (რევმატიზმის დროს). თუ თქვენ დარწმუნებული არ ხართ პრეპარატის დასახელებაში, შეეკითხეთ მკურნალ ექიმს. ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი პრილამიდი უკუნაჩვენებია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში. ექიმები განსაკუთრებული სიფრთხილით უნიშნავენ პრეპარატს ახალგაზრდა ქალებს, რომლებსაც შეუძლიათ დაორსულება. თუ თქვენ გეგმავთ დაორსულებას ან უკვე ორსულად ხართ, შეწყვიტეთ მოცემული პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ შეარტობინეთ ექიმს ამის შესახებ. გაესაუბრეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს ნებისმიერი წამლის მიღებამდე.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები