ნექსიუმი / NEXIUM ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ნექსიუმი – ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი ამ დროისთვის არ არსებობს საკმარისი მონაცემები ნექსიუმის ორსულობის დროს გამოყენების შესახებ. ომეპრაზოლის ეპიდემიოლოგიური კვლევის შედეგებმა, რომელიც წარმოადგენს რაცემიულ ნარევს, აჩვენა ფეტოტოქსური მოქმედების ან ნაყოფის განვითარების დარღვევის არ არსებობა. ეზომეპრაზოლის ცხოველებში შეყვანისას გამოვლენილი არ არის რაიმე პირდაპირი ან ირიბი უარყოფითი მოქმედება ემბრიონის ან ნაყოფის განვითარებაზე. პრეპარატის რაცემიული ნარევის შეყვანა აგრეთვე არ ახდენდა ცხოველებზე უარყოფით გავლენას მაკეობის პერიოდში, მშობიარობის დროს, აგრეთვე პოსტნატალური განვითარებისას. ორსულებში პრეპარატის დანიშვნა უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედისთვის მოსალოდნელი სარგებელი აჭარბებს ნაყოფის პოტენციურ რისკს. უცნობია გამოიყოფა თუ არა ეზომეპრაზოლი რძეში, ამიტომ ძუძუთი კვების პერიოდში ნექსიუმი არ უნდა დაინიშნოს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი