ოსპამოქსი / ospamox ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ოსპამოქსი – ორსულობა და ძუძუთი კვება ორსულობის პერიოდში ამოქსიცილინის გამოყენების შეზღუდული მონაცემები არ მეტყველებენ თანდაყოლილი ანომალიების განვითარების მომატებული რისკის არსებობაზე. ოსპამოქსის გამოყენება ორსულობის დროს შეიძლება, თუ პოტენციური სარგებლიანობა აჭარბებს პრეპარატის გამოყენების პოტენციურ რისკს. ამოქსიცილინი უმნიშვნელო რაოდენობით გამოიყოფა დედის რძეში, რაც სენსიბილიზაციის რისკს აჩენს. ძუძუთი კვებაზე მყოფ ჩვილებში შესაძლებელია დიარეის და ლორწოვანი გარსების სოკოვანი ინფექციების განვითარება, ამიტომ შესაძლებელია საჭირო გახდეს ძუძუთი კვების შეწყვეტა. ძუძუთი კვების პერიოდში ოსპამოქსით თერაპია შესაძლებელია მხოლოდ მკურნალი ექიმის მიერ სარგებლიანობა/რისკის თანაფარდობის საგულდაგულოდ შეფასების შემდეგ. მონაცემები ამოქსაცილინის გავლანის შესახებ ფერტილობაზე არ არსებობს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი