რა დროს გამოიყენება ეტოპოზიდი?

ეტოპოზიდის გამოყენების ჩვენებებია: საინექციო ეტოპოზიდი ნაჩვენებია შემდეგ შემთხვევებში: • ფილტვის მცირე უჯრედული კარცინომა. • მწვავე მონოციტური და მიელომონოციტური ლეიკემია • ჰოჯკინის დაავდება • არა-ჰოჯკინური ლიმფომა განადგურება თუ მოხდა პრეპარატის გაშხეფება მკაცრად შეზღუდეთ დაზიანებულ ტერიტორიასთან კონტაქტი. ჩაიცვით ორი წყვილი ხელთათმანი, (კაუჩუკის რეზინი), რესპირატორული ნიღაბი, დამცავი ხალათი და უსაფრთხოების ხელთათმანები. შეზღუდეთ შხეფების გავრცელება აბსორბციული მასალის დაფარვით, როგორიც არის ადსორბციული გრანულების შემწოვი პირსახოცი. შეაგროვეთ აბსორბენტი/ადსორბენტი მასალა და სხვა ნარჩენები შხეფებიდან და მოათავსეთ გაუჟონვად პლასტიკურ სათავსში და შესაბამისად გაუკეთეთ ეტიკეტი. ციტოტოქსიკური ნარჩენები უნდა მარკირდებოდეს როგორც სახიფათო ან ტოქსიკური და გასაგებად უნდა მოხდეს აღნიშვნა “ციტოტოქსიური ნარჩენები 1100 გრადუსზე დასაწვავად”. ნარჩენი მასალა უნდა დაიწვას 1100 გრადუსზე სულ მცირე 1 წამის განმავლობაში. გაწმინდეთ გაშხეფების ადგილი წყლის დიდი რაოდენობით.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი