რა დროს გამოიყენება ნიტროფურალი (აქტიური ნივთიერება)?

ნიტროფურალის გამოყენების ჩვენებებია: პრეპარატი გამოიყენება გარეგანი და ჩირქოვანი ანთებითი პროცესების და პერორალურად ბაქტერიული დიზენტერიის სამკურნალოდ. პრეპარატი გამოიყენება ჩირქოვანი ჭრილობების, ნაწოლების, წყლულოვანი დაზიანებების, მეორე და მესამე ხარისხის დამწვრობის, კანის გადანერგვის დროს (დაზიანებულ ადგილს პრეპარატის წყლიანი ხსნარით დანამავენ და პრეპარატით გაჟღენთილ საფენს ადებენ). – ოსტეომიელიტის გამო წარმოებული ოპერაციის შემდეგ ღრუს გამორეცხავენ ფურაცილინის წყლიანი ხსნარით, რის შემდეგ აფენენ პრეპარატით გაჟღენთილ ნამიან საფენს. – პლევრის ემპიემის დრო ახდენენ ჩირქის ასპირაციას, პლევრის ღრუს გამორეცხავენ მიღებული მეთოდით, შემდეგ შეიყვანენ 20-100 მლ პრეპარატის წყლიან ხსნარს. – ანაერობული ინფექციის დროს, სტანდარტული ქირურგიული ჩარევის გარდა, ჭრილობას ამუშავებენ ნიტროფურალით. – ქრონიკული ჩირქოვანი ოტიტის დროს გამოიყენება ფურაცილინის სპირტიანი ხსნარი წვეთებში. – ჰაიმორის ღრუს და სხვა პარანაზალური ღრუების გამოსარეცხად გამოიყენება ფურაცილინის წყლიანი ხსნარი. – ოფთალმოლოგიაში გამოიყენება ფურაცილინის წყლიანი ხსნარი, ხოლო დაზიანებული წარბების ზედაპირის სამკურნალოდ შეიზელენ ფურაცილინის მალამოს. – პრეპარატი გამოიყენება იმ ჩირქოვანი პროცესების სამკურნალოდ, რომლებიც მოითხოვენ ანტიბაქტერიულ თერაპიას.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი