რა დროს გამოიყენება ვარფარინი ნიკომედი?

ვარფარინი ნიკომედის გამოყენების ჩვენებებია: სისხლძარღვებში თრომბოზებისა და ემბოლიების განვითარების პროფილაქტივა და მკურნალობა: მწვავე ვენური თრომბოზი და ფილტვის არტერიის ემბოლია (ჰეპარინთან ერთად); ოპერაციის შემდგომი თრომბოზი; მიოკარდიუმის განმეორებითი ინფარქტი; როგორც დამატებითი ღონისძიება თრომბოზის ქირურგიული ან მედიკამენტური (თრომბოლიზური) მკურნალობის დროს, ასევე კარდიოვერსიის წინ მოციმციმე წინაგულოვანი არითმიის დროს; მორეციდივე ვენური თრომბოზი; ფილტვის არტერიის განმეორებითი ემბოლია; გულის სარქველების ან სისხლძარღვების პროთეზირების შემდეგ (შესაძლებელია აცეტილსალიცილის მჟავასთან კომბინირება); პერიფერიული, კორონარული და თავის ტვინის სისხლძარღვების თრომბოზი; თრომბოზისა და თრომბოემბოლიის მეორეული პროფილაქტიკა მიოკარდიუმის ინფარქტის შემდგომ პერიოდში და მოციმციმე წინაგულოვანი არითმიის დროს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი