რა დროს გამოიყენება სანდიმუნ ნეორალი?

სანდიმუნ ნეორალის გამოყენების ჩვენებებია:  ტრანსპლანტოლოგია: სოლიდური ორგანოების: თირკმელების, ღვიძლის, გულისა და ფილტვების კომბინირებული ტრანსპლანტატის, ფილტვების ან კუჭქვეშა ჯირკვლის ტრანსპლანტაციის შემდგომი პროფილაქტიკა; ტრანსპლანტაციის შემდგომ იმ ავადმყოფების მკურნალობა, რომლებიც ადრე იღებდნენ სხვა იმუნოდეპრესანტებს; ძვლის ტვინის გადანერგვის შემდგომ მოცილებული ტრანსპლანტატის მკურნალობა; დაავადების „ტრანსპლანტატი-მასპინძლის წინააღმდეგ“ პროფილაქტიკა და მკურნალობა. აუტოიმუნური დაავადებები: ენდოგენური უვეიტები (აქტიური, მხედველობაზე მოქმედი არაინფექციური ეთიოლოგიის – თვალის შუა ან უკანა ნაწილის უვეიტი, იმ შემთხვევაში, როდესაც ჩვეულებრივი მკურნალობა არ იძლევა შედეგს ან ადგილი აქვს მძიმე გვერდითი ეფექტების განვითარებას, ბეხჩეტის უვეიტი ანთების მარეციდივირებელი შეტევებით, რომელიც აზიანებს ბადურას; გლუკოკორტიკოიდების და მათ მიმართ რეზისტენტული ნეფროზული სინდრომი მოზრდილებში და ბავშვებში, რომელიც გამოწვეულია გორგლოვანი სისხლძარღვების პათოლოგიით (ისეთი დაავადებები, როგორიცაა მინიმალური ცვლილებით მიმდინარე ნეფროპათია, კეროვანი და სეგმენტული გლომერულოსკლეროზი, მემბრანული გლომერულონეფრიტი (რემისიების ინდუქცია და მისი პროცესის ხელშეწყობა, აგრეთვე გლუკოკორტიკოიდებით და მათი შემდგომი შეცვლით გამოწვეული ინდუცირებული რემისიების დახმარებით; აქტიურად მიმდინარე რევმატოიდული ართრიტის მძიმე ფორმები (იმ შემთხვევაში, როდესაც კლასიკური ნელა მოქმედი რევმატიზმის საწინააღმდეგო პრეპარატები არაეფექტურია ან მათი მიღება შეუძლებელი); ფსორიაზი (სანდიმუნ ნეორალი ნაჩვენებია მძიმე ფსორიაზით დაავადებული ავადმყოფებისათვის, როდესაც ჩვეულებრივი მკურნალობა არაეფექტურია ან მისი ჩატარება შეუძლებელი); მძიმე ფორმის ატოპიური დერმატიტი, იმ შემთხვევაში, როდესაც ნაჩვენებია სისტემური მკურნალობა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი