რა დროს გამოიყენება კლინდამიცინი?

კლინდამიცინის გამოყენების ჩვენებებია: სისტემური გამოყენებისათვის: კლინდამიცინისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული მძიმე ინფექციურ-ანთებითი დაავადებები, მათ შორის – პნევმონია, ფილტვის აბსცესი, პლევრის ემპიემა, ოსტეომიელიტი, ენდომეტრიტი, ადნექსიტი, პერიტონიტი; ჩირქოვანი ინფექცია კანში, რბილ ქსოვილებსა და ჭრილობებში; პერიტონიტისა და აბსცესების პროფილაქტიკა მუცლის ღრუში ნაწლავების ტრავმისა ან პერფორაციის შემთხვევაში (ამინოგლიკოზიდებთან კომბინაციაში); როგორც სარეზერვო ანტიბიოტიკი პენიცილინისადმი მდგრად სტაფილოკოკებისა და სხვა გრამდადებითი მიკროორგანიზმების რეზისტენტული შტამებით გამოწვეული ინფექციების შემთხვევაში. ადგილობრივი გამოყენებისათვის: კლინდამიცინისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ვაგინოზები. გარეგანი გამოყენებისათვის ჩვეულებრივი ფერიჭამია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი