რა დროს გამოიყენება ფორტუმი?

ფორტუმის გამოყენების ჩვენებებია: პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციურ-ანთებითი დაავადებები: სასუნთქი გზების მძიმე ინფექციები (მათ შორის მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი, ინფიცირებული ბრონქოექტაზია, ბაქტერიული პნევმონია, ფილტვის აბსცესი, პლევრის ემპიემა, მუკოვისციდოზის ფონზე განვითარებული ფილტვის ინფექციები); ყელ-ყურ-ცხვირის ინფექციები (მათ შორის შუა ყურის ანთება, მასტოიდიტი, სინუსიტი); საშარდე გზების ინფექციები (მათ შორის მწვავე და ქრონიკული პიელონეფრიტი, პიელიტი, პროსტატიტი, ცისტიტი, ბაქტერიული ურეთრიტი, თირკმლის აბსცესი კენჭოვანი დაავადების ფონზე); რბილი ქსოვილების ინფექციები (მათ შორის ცელულიტი, წითელი ქარი, პერიტონიტი, ჭრილობის ინფექციები, მასტიტი, კანის დაწყლულება); ძვალ-სახსროვანი სისტემის ინფექციები (მათ შორის ოსტეომიელიტი, სეპტიური ართრიტი); კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ინფექციები (მათ შორის ქოლანგიტი, ქოლეცისტიტი, ნაღვლის ბუშტის ემპიემა, რეტროპერიტონული აბსცესი, პერიტონიტი, დივერტიკულიტი, ენტეროკოლიტი); მცირე მენჯის ღრუს ინფექციები; გონორეა (განსაკუთრებით პენიცილინის მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს); სხვა ინფექციები (მათ შორის სეპტიცემია, მენინგიტი); დიალიზთან დაკავშირებული ინფექციები.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი