Author Archives: preparatebi

ვომილ-სტოპი / VOMIL-STOP ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ვომილ-სტოპი –  ექსპერიმენტულმა და კლინიკურმა კვლევებმა არ გამოავლინა არანაირი მავნე ზემოქმედება დედაზე ან ჩვილზე ვომილ-სტოპის გამოყენებისას ორსულობისას და ძუძუთი კვებისას.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით ლისტენონს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ლისტენონის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი მოქმედებები არასასურველი ეფექტები ჩამოთვლილია კატეგორიების მიხედვით სირთულის კლებადობით: ძალიან ხშირი (>1/10); ხშირი (>1/100, <1/10); არახშირი (>1/1000, <1/100); იშვიათი (>1/10000, <1/1000); ძალიან იშვიათი (<1/10000, ერთეული შემტხვევების ჩათვლით). იმუნური სისტემის დარღვევები: ხშირი: ალერგიული რეაქციები (კანის მკვეთრი გაწითლება, ჭინჭრის ცხელება). იშვიათი: ბრონქული სპაზმი. ძალიან იშვიათი: ანაფილაქსიური შოკი კანის უეცარი გაწითლებით, ბრონქული სპაზმით ან მის გარეშე და არტერიული წნევის დაწევით. სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები: ძალიან ხშირი: შრატში კალიუმის კონცენტრაციის მომატება (უფრო ხშირად – მცირე მომატება 0,05მმოლ/ლ-ზე). მიოგლობინემია (აღმოჩენილია 20% ბავშვებში, იშვიათად უფროსებში). ეს ეფექტი დამოკიდებულია დოზაზე და შესაძლოა განვითარდეს კუნთების ფასციკულაციით ან მის გარეშე. ძალიან იშვიათი: პარკუჭის ფიბრილაცია და გულის გაჩერება ჰიპერკალიემიის შედეგად. ნივთიერებათა ცვლისა და კვების დარღვევები: ძალიან იშვიათი: სიცოცხლისათვის საშიში ჰიპერკალიემია, პორფირია, ავთვისებიანი ჰიპერთერმია კუნთების რიგიდულობით ან მის გარეშე (საღეჭი კუნთების სპაზმი), გულ-სისხლძარღვთა გართულებები (ტაჰიკარდია, არასტებილური არტერიული წნევა), ჩO2 კონცენტრაციის მომატება გამოსვლის ბოლოში (კაპნომეტრიისას), სხეულის ტემპერატურის მომატება, რთული აციდოზი, ჰემოგლობინურია. გართულებები მხედველობის ორგანოს მხრივ ხშირი: თვალის შიდა წნევის მომატება. დარღვევები სასუნთქი სისტემის, მკერდის უჯრედის და მედიასტინუმის მხრივ: იშვიათი: ხანგრძლივი აპნოე პაციენტებში სისხლის პლაზმის ქოლინესტერაზების აქტივობის დარღვევით, ლარინგოსპაზმი. ძალიან იშვიათი: გვიანდელი სუნთქვის უკმარისობა ნერვ-კუნთების გადაცემის დარღვევებისას, ყელის შეშუპება, ფილტვების შეშუპება. დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ხშირი: მომატებული კუჭშიდა წნევის მომატება (რეგურგიტაციის რისკი ორსულ პაციენტებში, დიაფრაგმის საყლაპავის თიაქარის მქონე პაციენტებში, კუჭისა და ნაწლავის ატონიის მქონე პაციენტებში, ასციტის მქონე პაციენებში, ასევე მუცლის ღრუს სიმსივნის მქონე პაციენტებში), მომატებული ნერწყვის გამოყოფა. დარღვევები ჩონჩხ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ ძალიან ხშირი: კუნთების ფასციკულაცია (90%), მიალია კუნთების ფასციკულაციის შედეგის სახით (დაახლ. პაციენტებსი 60%), უფრო ხშირად ვლინდება კისრის არეში, მხრის სარტყელში, მკერდის არეში და ზურგში, განსაკუთრებით საშუალო ასაკის პაციენტებში (20 დან 50 წელი). არახშირე: უმნიშვნელო ტრიზმი (60 წამი), რაც შესაძლოა შემცირდეს პროპოფოლის ან არადეპოლარიზირებადი მიორელაქსანტების მცირე დოზის დახმარებით. იშვიათად: კუნთების შეკუმშვა მოდუნების ნაცვლად (ხშირად დისტროფიული მიოტონიის ფონზე ან თანდაყოლილი მიოტონიისას). ხანგრძლივი დამბლა ორმაგი ბლოკის განვითარების და ნერვ-კუნთების გადაცემის დაზიანების შედეგად, რაც ასევე შესაძლოა იყოს იდიოსინკრაზის შედეგი (თანდაყოლილი ქოლინესტერაზული ვარიანტ (იხ.,,განსაკუთრებული მითითებები”), ჭარბი დოზირების ან პლაზმაში ქოლინესტერაზების აქტივობის შემცირების შედეგი. ძალიან ხშირად: მწვავე რაბდომიოლიზი ნერვ-კუნთების გამტარობის დადგენილი და დაუდგენელი დარღვევებით. გულ-სისხლძარღვთა დარღვევები ძალიან ხშირი: არითმია (აღმოჩენილია 50% ბავშვებში და 20% უფროსებში ვენაში პირველი ინექციის შემდეგ, უფრო ხშირად მცირე ასაკის ბავშვებში) (იხ.,,განსაკუთრებული მითითებები”). მსუბუქი ბრადიკარდია (განსაკუთრებით ბავშვებში, იშვიათად უფროსებში). ხშირი: არტერიული წნევის მომატება ან დაკლება. არახშირი: ტაჰიკარდია. ძალიან იშვიათად: პარკუჭისებრი არითმია, პარკუჭის ფიბრილაცია, გულის გაჩერება (ჰიპერკალიემიის შედეგად), ჰიპერკალციემია, განსაკუთრებით ბავშვებში ჩონჩხის კუნთების დაუდგენელი დაავადებებით (დიუშენის მიოპათია), გულის უკმარისობა ანაფილაქტოიდური რეაქციის შედეგად. კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები ხშირი: კანის სიწითლე ჰისტამინის გამოთავისუფლების შედეგად. თირკმელების და შარდგამომყოფი გზების დარღვევები იშვიათი: მიოგლობინურია და კრეატინფოსფოკინაზის აქტივობის მომატება, უმთავრესად ბავშვებში, რომლებიც ღებულობენ ლისტენონს გალოტანთან კომბინაციაში. ძალიან იშვიათად: მიოგლობინურია, რაც იწვევს თირკმლის უკმარისობას, უმეტესად დიაგნოსტირებული ან ფარული კუნთების დისტროფიის მქონე პაციენტებში. ნერვული სისტემის დარღვევები ხშირი: შიდაქალის წნევის მომატება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

ტუსივინი-ორალური წვეთი /Tussivin Oral Drop ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ტუსივინი-ორალური წვეთი – უკუჩვენებები::: • ორსულობა • ლაქტაცია

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით ნიტიფორს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ნიტიფორის გვერდითი მოვლენებია: იშვიათად ალერგიული რეაქციები კანზე გამონაყარის სახით (ურტიკარია).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ფენიბუტი ნეოს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ფენიბუტი ნეო გვერდითი მოვლენებია: ჩვეულებრივ,,,ფენიბუტი ნეო’’ კარგი ამტანობით ხასიათდება, მკურნალობის დასაწყისში შესაძლებელია ძილიანობის, გულისრევის განვითარება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ამლოსანდს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ამლოსანდის გვერდითი მოვლენებია: ყველა სხვა სამკურნალო პრეპარატის მსგავსად ამლოსანდსაც შეუძლია გვერდითი ეფექტების გამოწვევა. ძალიან იშვიათი (გვხვდება 10000 ნამკურნალები პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში): • სახის, ტუჩების, პირის, ენის ან ყელის შეშუპება; • სუნთქვის გაძნელება; • ყლაპვის გაძნელება; • თავბრუსხვევა ან გულყრა; • ტაქიკარდია ან არითმია; • გამონაყარი ან ქავილი (ხშირად მთელი სხეულის ჩათრევით) • გამონაყარი, კანის გაწითლება, ტუჩებზე, თვალებზე ან პირში წყლულების გაჩენა, კანის აქერცვლა, ცხელება. სხვა შესაძლო გვერდითი ეფექტები: ძალიან ხშირი: (გვხვდება 10 ნამკურნალები პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში): • ხელის გულების შეშუპება; ხშირი: (გვხვდება 10 ნამკურნალები პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში): • თავის ტკივილი (განსაკუთრებით მკურნლობის დსაწყისში), ძილიანობა, თავბრუსხვევა, სისუსტე; • ტაქიკარდია ან არითმია; • ღებინება, საჭმლის მონელების დარღვევა, ტკივილი კუჭის არეში; • სახის გაწითლება და წამოხურების შეგრძნება (განსაკუთრებით მკურნლობის დასაწყისში); არახშირი: (გვხვდება 100 ნამკურნალები პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში): • გულყრა, გულისცემის გახშირება (ტაქიკარდია), სტენოკარდიული ტკივილი, მკურნალობის დასაწყიში შესაძლებელია სტენოკარდიის მიმდინარეობის გაუარესება; • დაბალი არტერიული წნევა, ვასკულიტი; • სუნთქვის გაძნელება, ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთება (რინიტი); • ძილის დარღვევები, გაღიზიანებადობა, დეპრესია; • ცუდი განწყობილება, პირის სიმშრალე, ძნელად მართვადი ტრემორი, ჩხვლეტის შეგრძნება კიდურებში (პარესთეზია), ჭარბი ოფლდენა; • მხედველობის დაქვეითება; • შუილი ან ხმაური ყურებში; • სარძევე ჯირკვლების გადიდება მამაკაცებში; • კანზე ჩხვლეტისა და ჩქმეტის შეგრძნება (ეგზანთემა), ქავილი, ჭინჭრის ციება, თმისცვენა, კანის ფერის შეცვლა, პურპურა; • გულისრევა, დიარეა, ყაბზობა, ღრძილების შეშუპება (გინგივიტური ჰიპერპლაზია); • კუნთების კრუნჩხვები, ზურგის ტკივილი, კუნთებისა და სახსრების ტკივილი; • ხშირი შარდვა; • იმპოტენცია; • სხეულის წონის მომატება ან დაკლება. იშვიათი (გვხვდება 1000 ნამკურნალები პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში): • გონების დაბინდვა, შფოთვის წარმოქმნის ჩათვლით; • გემოს შეგრძნების დარღვევა; • ღვიძლის ზოგიერთი ფერმენტის აქტივობის მომატება; კანის ან თვალის გუგების გაყვითლება, რაც შეიძლება იყოს ღვიძლის ფუნქციის ან ანთების შედეგი. ძალიან იშვიათი (გვხვდება 10000 ნამკურნალები პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში): • სისხლის თეთრი უჯრედების რაოდნობის შემცირება (ლეიკოპენია), რამაც შეიძლება გამოიწვიოს სიცხის გაურკვეველი მიზეზით მომატება, ყელის ტკივილი და გრიპისმაგვარი სიმპტომები (ლეიკოპენია); • თრომბოციტების რაოდენობის შემცირება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სისხლჩაქცევების ან ცხვირიდან სისხლდენის განვითარება; • სისხლში შაქრის მომატება; • ტკივილი ან დაბუჟების შეგრძნება ხელებსა კიდურებში (პერიფერიული ნეიროპათია); • ხველა; • კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება (გასტრიტი), კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება (პანკრეატიტი). ცალკეულ შემთხვევებში აღინიშნა შემდეგი გვერდითი ეფექტები, მაგრამ მათი კავშირი ამლოდიპინის გამოყენებასთან ზუსტად ცნობილი არ არის: მიოკარდის ინფარქტი, არითმია და სტენოკარდია (დაძაბვის სტენოკარდია).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ნიტროფუნგინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ნიტროფუნგინის გვერდითი მოვლენებია: იმ პირებში, რომელთაც აღენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა იშვიათად ვითარდება კანის გაღიზიანება. ამ და სხვა გვერდითი ეფექტების შემთხვევაში აუცილებელია ექიმის კონსულტაცია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით აზიპინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

აზიპინის გვერდითი მოვლენებია: ვლინდება იშვიათად (1% და უფრო მცირე). • საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: მელენა, ქოლესტაზით განპირობებული სიყვითლე, გულისრევა, დიარეა, ყაბზობა, მადის დაქვეითება, გასტრიტი. • ალერგიული რეაქციები: გამონაყარი, ფოტოსენსიბილიზაცია, კვინკეს შეშუპება. • შარდ-სასქესო სისტემის მხრივ: ვაგინალური კანდიდოზი, ნეფრიტი. • გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ტკივილი გულ-მკერდის არეში • ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ძილიანობა, ბავშვებში-თავის ტკივილი (ოტიტის მკურნალობისას), ჰიპერკინეზია, ნევროზი, ძილის დარღვევა. სხვა:შესაძლოა ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის ზომიერი მომატება, ადვილად დაღლა, გამონაყარი, კონიუნქტივიტი. • ძალიან იშვიათ შემთხვევაში ნეიტროფილია და ეოზინოფილია. შეცვლილი მაჩვენებლები აღწევს ნორმის ფარგლებს მკურნალობის შეწყვეტიდან 2-3 კვირის შემდეგ. სხვა გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ფილიგრას რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ფილიგრას გვერდითი მოვლენებია: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, უძილობა, კრუნჩხვები, ჰიპოტენზია, ტაქიკარდია, ასთენია, გულის წასვლა, ქოშინი, ცხვირით სუნთქვის გაძნელება, ცრემლდენა, მომატებული მგრძნობელობა სინათლის მიმართ, ფერების აღქმის დარღვევა, მხედველობის დაბინდვა, დისპეფსიური მოვლენები, გულისრევა, დიარეა, ტკივილი მუცლის არეში, ლუმბალგია, ართრალგია, მიალგია, კუნთების ჰიპერტონუსი, გამონაყარი კანზე, გახანგრძლივებული და მტკივნეული ერექცია.  აღნიშნულ მოვლენებს გააჩნია გარდამავალი ხასიათი და მსუბუქად ან ზომიერადაა გამოხატული.  იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გროპრინოსინი 500მგ – GROPRINOSIN 500MG ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

გროპრინოსინი 500მგ – ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში პრეპარატი არ უნდა გამოიყენონ ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში (გამოყენების უსაფრთხოება დადგენილი არ არის).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი