Author Archives: preparatebi

იცით მაქსიტროლს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

მაქსიტროლის გვერდითი მოვლენებია: ალერგიული რეაქციები – დაკავშირებულია მომატებულ მგრძნობელობასთან პრეპარატში შემავალი ინგრედიენტების მიმართ; თვალშიდა წნევის მომატება, იშვიათად – სუბკაფსულური კატარაქტა; ჭრილობების შეხორცების შეფერხება, მეორადი ინფექციები. უკუჩვენება * Herpes simplex-ით გამოწვეული კერატიტი; * რქოვანას და კონიუქტივას რიგი ვირუსული დაავადებები; * თვალის სოკოვანი დაავადებები; * მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ; * პრეპარატი კატეგორიულად უკუნაჩვენებია რქოვანადან უცხო სხეულის ამოღებისას. განსაკუთრებული მითითებები: * ხანგძლივი გამოყენების შემთხვევაში შესაძლებელია გლაუკომის განვითარება, მხედველობის ნერვის დაზიანება, მხედველობის სიმახვილის დაქვეითება, მხედველობის ველის შემცირება, ასევე სუბკაფსულური კატარაქტის შემდგომი განვითარება. * განახგრძლივებულმა გამოყენებამ შეიძლება დათრგუნოს პაციენტის იმუნური სისტემა, რაც ზრდის მეორადი ინფექციის განვითარების საშიშროებას. * თვალის მწვავე ჩირქოვანი პროცესების დროს პრეპარატმა შეიძლება მოახდინოს მასკირება ან გაართულოს ინფექციური პროცესის მიმდინარეობა. თუ კორტიკოიდები 10 დღეზე მეტ ხანს გამოიყენება, საჭიროა თვალის შიდი წნევის რეგულარული კონტროლი. შენახვის პირობები პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას. მწარმოებელი: ALKON, ბელგია

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ამბროქსოლს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ამბროქსოლის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი რეაქციები ამბროქსოლი ხასიათდება კარგი ამტანობით, თუმცა ხანგრძლივი გამოყენებისას და დიდი დოზების მიღებისას პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს კუჭის წვა, დისპეფსია, გულისრევა, პირღებინება; იშვიათად – ალერგიული რეაქციები, რომლებიც ვლინდება კანზე გამონაყრით, ჭინჭრის გამონაყრით და ანგიონევროტული შეშუპებით. შესაძლებელია ჰიპერსალივაცია, ცხვირის ლორწოვანის სეკრეციის მომატება, ჰიპერთერმია, დიზურია. ნებისმიერი სახის ნეგატიური რეაქციის გამოვლენისას აუცილებელია პრეპარატის გამოყენების შეწყვეტა და ექიმთან კონსულტაცია სიმპტომატური თერაპიის ჩასატარებლად.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

ფლუქოლდ – ნ – FLUCOLD-N ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ფლუქოლდ ნ – უკუჩვენებები: ორსულობა, ლაქტაცია

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით ფესტალს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ფესტალის გვერდითი მოვლენებია: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: მაღალი დოზით პრეპარატის მიღებისას იშვიათად აღინიშნება დიარეა, გულისრევა, ეპიგასტრალურ მიდამოში ტკივილი. ალერგიული რეაქციების მხრივ: კანის სიწითლე, ცემინება, ცრემლდენა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

რატენალი / Ratenal ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

რატენალი –  ორსულობის დროს რატენალის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე მოსალოდნელი უარყოფითი მოქმედების რისკს. ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება რეკომენდებული არ არის, რადგანაც ატენოლოლი აღწევს დედის რძეში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

კოვონია საინჰალაციო წვეთები – COVONIA vapour drops ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

კოვონია საინჰალაციო წვეთები –  მკურნალ ექიმს აცნობეთ ხართ თუ არა ორსული ან ბავშვს კვებავთ ძუძუთი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

კეტონალი – KETONAL ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

კეტონალი –  გამოკვლევები კეტოპროფენის გამოყენების უსაფრთხოების შესახებ ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში არ ჩატარებულა. კეტონალის გამოყენება ორსულობის I და II ტრიმესტრში შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც პოტენციური სარგებელი დედისათვის აღემატება ნაყოფისათვის არსებულ რისკს. * კეტონალის გამოყენება ორსულობის III ტრიმესტრში (განსაკუთრებით 36 კვირის შემდეგ) უკუნაჩვენებია საშვილოსნოს ტონუსზე შესაძლო ზეგავლენის გამო. * ლაქტაციის პერიოდი: კეტონალის გამოყენების აუცილებლობისას უნდა გადაწყდეს საკითხი ლაქტაციის შეწყვეტის შესახებ.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით მაგენოლს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

მაგენოლის გვერდითი მოვლენებია: საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულძმარვა, გულისრევა, ღებინება, მეტეორიზმი, ყაბზობა, დიარეა, ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, იშვიათად _ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიული დაზიანება;  შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: იშვიათად _ ოლიგურია;  ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: იშვიათად _ თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ძილის დარღვევა; სისხლის სურათის მხრივ: იშვიათად _ თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, ანემია, აგრანულოციტოზი;  ალერგიული რეაქციები: იშვიათად _ გამონაყარი კანზე, ერითემა, ჭინჭრის ციება, ანაფილაქსიური შოკი;  სხვა: სითხის შეკავება, ჰემატურია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

რევასიდი / Revasid ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

რევასიდი –  პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მონაცემები ორსულებში არ არსებობს. ამპიცილინი და სულბაქტამი მცირე რაოდენობით გამოიყოფა დედის რძეში, ამიტომ ლაქტაციის პერიოდში მისი დანიშვნისას სიფრთხილეა საჭირო.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

კეტამო / KETAMO ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

კეტამო –  პრეპარატის მიღება ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში დაუშვებელია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი