Author Archives: preparatebi

კლამოქსი – KLAMOKS ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

კლამოქსი –  ორსულებში პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოება დადგენილი არ არის.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით ავომინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ავომინის გვერდითი მოვლენებია: როგორც ყველა პრეპარატმა, ავომინი 1მგ გარსით დაფარულმა ტაბლეტებმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, მაგრამ ისინი ყველას არ უვითარდება. შემდგომი შეჯამება მოიცავს გვერდით ეფექტებს მათი სიხშირის მიხედვით: სერიოზული ალერგიული რეაქციები (ძალიან იშვიატი, აღინიშნება 10,000-იდან 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში) თუ რომელიმე ჩამოთვლილი აღგენიშნებათ, გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება ან დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს-შეიძლება დაგჭირდეთ გადაუდებელი სამედიცინო დახამრება: – კანის ექსტრემალურად მწვავე რეაქციები წყლულების და ბუშტების ჩათვლით. ეს ცნობილია, როგორც “სტივენს-ჯონსონის სინდრომი” (ამ გვერდითი ეფე ქტის სიხშირე უცნობია). სახის, ტუჩების, ენის ან ყელის შეშუპება. ამან შეიძლება გამოიწვიოს ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება (იშვაითი, აღინიშნება 1-10 შემთხვევაში 10.000-იდან). ღვიძლის ეფექტები (არახშირი, აღინიშნება 1-10 შემთხვევაში 1.000-იდან) ეს ნიშნები შეიძლება მოიცავდეს: – კანის ან თვალების სიყვითლეს, მუქ შარდს, მადის დაკარგვას და საერთო სისუსტეს. თუ ეს ნიშნები აღგენიშნებათ დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს-შეიძლება დაგჭირდეთ გამოკვლევა ან მკურნალობა. სხვა შესაძლო გვერდითი ეფექტები (ჩვეულებრივ არა მწვავე): ძალიან ხშირი (აღინიშნება 10-იდან 1-ზე მეტ შემთხვევაში) -“ცხელი” სიწითლე – სისუსტე – სახსრების ტკივილი ან დაჭიმვა – კანის გამონაყარი (ეს ცნობილია როგორც “ფიჭისებრი” ან ჭინჭრისებრი გამონაყარი) – თვითგრძნობის გაუარესება (გულისრევა) – თავის ტკივილი. ხშირი (აღინიშნება 100-იდან 1-10 შემთხვევაში) – საშოს სიმშრალე – საშოდან სისხლდენა (ჩვეულებრივ მკურნალობის პირველ რამდენიმე კვირაში, თუ სისხლდენა გრძლედება, მიმართეთ ექიმს). – თმის გათხელება (თმის ცვენა) – დიარეა – მადის დაკარგვა – სისხლში ცხიმოვანი ნივთირების-ქოლესტეროლის დონის მომატება. ეს გამოვლინდება სისხლის ანალიზიტ.  – თვითგრძნობის გაუარესება (ღებინება) – ძილიანობა – მაჯის “გვირაბის” სინდრომი (ყურებში ხმაური, ტკივილი, სიცივე, სისუსტე ხელის ნაწილებში).. – სისხლის ტესტების ცვლილება, რომელიც აჩვენებს როგორ მუშაობს თქვენი ღვიძლი.  არახშირი (აღინიშნება 1-01 შემთხვევაში 1000-იდან) – სასხლეტი თითი (მდგომარეობა, როდესაც თქვენი თითი ჩრდება მოხრილ მდგომარეობაში). ეფექტი ძვლებზე ანასტროზოლი ამცირებს ჰორმონე ესტროგენის დონეს თქვენს ორგანიზმში. ამან შეიძლება შეამციროს თქვენი ძვლების მინერალური შემცველობა. თქვენი ძვლები შეიძლება ნაკლებად ძლიერი იყოს და უფრო დიდი შანსი იყოს მოტეხილობისა. თქვენი ექიმი მართავს ამ რისკებს მენოპაუზურ ქალებში ძვლის მკურნალობის გაიდლაინების მიხედვით. უნდა დაელაპარაკოთ თქვენს ექიმს რისკსა და მკურნალობის შესახებ. თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი მწვავდება, ან აღნიშნავთ გვერდით ეფექტს, რომელიც ბროშურაში მოცემული არ არის, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ნოვოკაინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ნოვოკაინის გვერდითი მოვლენებია: თავბრუხვევა, საერთო სისუსტე, არტერიული წნევის დაქვეითება, კოლაფსი, ალერგიული რეაქციები (დერმატიტი, კანის აქერცვლა და სხვა), შესაძლებელია ანაფილაქსიური შოკის განვითარება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ალანტოინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ალანტოინის გვერდითი მოვლენებია: მოსალოდნელია ალერგიული რეაქციები.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით აველოქსს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

აველოქსის გვერდითი მოვლენებია: გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ მოსალოდნელია QT ინტერვალის გახანგრძლივება, ჰიპოკალემია, ტაქიკარდია; კუჭ-ნაწლავის მხრივ – გულისრევა, დიარეა, მუცლის ტკივილი, მეტეორიზმი; ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ – თავბრუხვევა, თავის ტკივილი, უძილობა ან ძილიანობა, შფოთვა, ტრემორი, პარესთეზია, ფსიქომოტორული აქტივობის მატება; სისხლმბადი სისტემის მხრივ – ანემია, ლეიკოზი, თრომბოციტოზი, ტრომბოციტოპენია, ეოზინოფილია; ძვალსახსროვანი სისტემის მხრივ – ართრალგია, მიალგია, კრუნჩხვა; გრძნობათა ორგანოების მხრივ – გემოვნების შეცვლა, მხედველობის დაბინდვა, დიპლოპია, ყურებში ხმაური, ყნოსვის დარღვევა; სასუნთქი სისტემის მხრივ – ქოშინი, ასთმური მდგომარეობა; ნივთიერებათა ცვლის მხრივ – ჰიპერჰიდროზი,  დეჰიდრატაცია, ჰიპერლიპიდემია; შარდსასქესო სისტემის მხრივ – დეჰიდრატაციის შედეგად თირკმელების ფუნქციის დარღვევა, რასაც შესაძლოა მოჰყვეს თირკმლის დაზიანება, განსაკუთრებით – თირკმლის პათოლოგიის მქონე ხანდაზმულ პაციენტებში; ალერგიული რეაქცია (იშვიათია) – ჭინჭრის ციება, ქავილი, გამონაყარი, (ძალიან იშვიათია) ანაფილაქსიური შოკი, შეშუპება. უკუჩვენებანი * ორსულობა; * ლაქტაცია; * 18 წლამდე ასაკი; * მოქსიფლოქსაცინისა და პრეპარატის სხვა კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ფორალესს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ფორალესის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი მოქმედება გვერდითი ეფექტების სიხშირის ქვემოთ მოყვანილი პარამეტრები შემდეგნაირად არის განსაზღვრული: ხშირად (≥ 1/100-დან < 1/10-მდე), ზოგჯერ (≥ 1/1000-დან < 1/100-მდე), იშვიათად (≥ 1/10000-დან < 1/1000-მდე), ძალიან იშვიათად (< 1/10000). კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ძალიან იშვიათად – გულისრევა. ნერვული სისტემის და ფსიქიკის მხრივ: ხშირად – თავის ტკივილი, ტრემორი; ზოგჯერ – აჟიტაცია, შფოთვა, ნერვული აგზნებულობა, უძილობა, თავბრუსხვევა. გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ხშირად: გულისცემის შეგრძნება; ზოგჯერ – ტაქიკარდია, პერიფერიული შეშუპებები. სასუნთქი სისტემის მხრივ: ზოგჯერ – ბრონქოსპაზმი. ჩონჩხ-კუნთოვანი სისტემის მხრივ: ზოგჯერ – კუნთების სპაზმი, მიალგიები. იმუნური სისტემის მხრივ: ძალიან იშვიათად – მომატებული მგრძნობელობის რეაქციები, როგორიცაა, არტერიული ჰიპოტენზია, ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება, ქავილი, ეკზანტემა. ადგილობრივი რეაქციები: ზოგჯერ – ხორხის და ხახის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება. სხვა: გემოს შეგრძნების დაქვეითება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ცისტონეს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ცისტონე გვერდითი მოვლენებია: ალერგიული რეაქციები ცისტონის კომპონენტებზე.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით იზო-მაკი რეტარდს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

იზო-მაკი რეტარდის გვერდითი მოვლენებია:  კუჭ-ნაწლავის მხრივ: იშვიათად გულისრევა, ღებინება. გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ჰიპოტენზია, ორთოსტატული ჰიპოტენზია, ტაქიკარდია, სისუსტე, თავბრუსხვევა, იშვიათად ვითარდება კოლაპტოიდური მდგომარეობა ბრადიარითმიით, გულის წასვლით, სტენოკარდიის სიმპტომების გაძლიერებით (პარადოქსული “ნიტრატული” ეფექტი), რაც გამოწვეულია არტერიული წნევის დაქვეითებით. ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, რომელიც მცირდება რამდენიმე დღეში. კანის მხრივ: ჰიპერემია, ალერგიული რეაქციები; იშვიათად ექსფოლიატური დერმატიტი. სხვა: შესაძლოა შეჩვევის (ტოლერანტობის) განვითარება, რისი თავიდან აცილება შესაძლებელია დოზებს შორის ინტერვალის გაზრდით. შენიშვნა:   იზომაკ რეტარდმა შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოქსემია, ფილტვის ნაკლებად ვენტილირებულ უბნებში სისხლის გადანაწილების გამო, რაც გულის იშემიური დაავადების დროს ხელს უწყობს მისი სისხლით მომარაგების შემცირებას (იშემია). გვერდითი მოვლენების შესახებ უნდა ეცნობოს ექიმს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

დეტრუზიტოლი – DETRUSITOL ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

დეტრუზიტოლი –  ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული. რეპროდუქციულ ასაკში მყოფ ქალებში პრეპარატი გამოიყენება საიმედო კონტრაცეპტივებთან კომბინაციაში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

ფლუდისოფტი – FLUDISOFT ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ფლუდისოფტი –  ორსულობის ბოლოს დექსტრომეტორფანის მცირე დოზებით მიღებამაც კი შესაძლოა გამოიწვიოს ახალშობილის სუნთქვის გაჩერება. მესამე ტრიმესტრში დექსტრომეტორფანის რეგულარულმა მიღებამ (მიღებული დოზის მიუხედავათ) შეიძლება გამოიწვიოს მოხსნის სინდრომი. ორსულობის დროს პრეპარატის მიღება შესაძლებელია მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში. ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული, ვინაიდან იგი გადადის დედის რძეში. დექსტრომეტორფანის მაღალი დოზებით მიღებამ ძუძუთი კვების დროს შესაძლოა გამოიწვიოს ბავშვის სუნთქვის გაჩერება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი