Author Archives: preparatebi

კლოპი-დენკი 75 / Clopi-Denk 75 ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

კლოპი-დენკი 75 –  არ არის სასურველი აღნიშნული პროდუქტის მიღება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში. თუ პაციენტი არის ორსულად ან ეჭვობს ამის შესახებ, კლოპი-დენკ 75-ის მიღებამდე უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. თუ პაციენტი დაორსულდება კლოპი-დენკ 75-ის მიღების დროს დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს კონსულტაციისთვის მკურნალ ექიმს, რადგან ის ურჩევს პაციენტს არ მიიღოს კლოპიდოგრელი ორსულობის დროს.  აღნიშნული პრეპარატის მიღებისას არ არის რეკომენდებული ლაქტაცია.  თუ პაციენტი არის ლაქტაციის პერიოდში ან სურს მისი დაწყება, აღნიშნული პრეპარატის მიღებამდე უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს. ნებისმიერ პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

კონკორ კორი – CONCOR COR ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

კონკორ კორი –  * არ არის რეკომენდეული კონკორ კორის ორსულობა და ლაქტაცია, აგრეთვე, * არ შეიძლება პრეპარატის დანიშვნა ბავშვებისათვის, ვინაიდან არ არსებობს სარწმუნო კვლევები და გამოცდილება. თუ, გამონაკლის შემთხვევაში, კონკორ კორი გამოიყენება ორსულობის დროს, მისი მიღება უნდა შეწყდეს

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

ურსოლიზინი / URSOLISIN ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ურსოლიზინი –  ორსულობა  და  ლაქტაცია არ არის სათანადო კვლევები ურსოდეოქსიქოლის მჟავას გამოყენების უსაფრთხოების შესახებ ორსულობის პირველ ტრიმესტრში. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა ტერატოგენული ეფექტი ორსულობის  ადრეულ ეტაპზე. ურსოლიზინი არ უნდა დაინიშნოს ორსულობის დროს, იშვიათი გამონაკლისების გარდა. შვილოსნობის ასაკის ქალებისთვის რეკომენდირებულია კონტრაცეპტივების მიღება. ურსოლიზინით მკურნალობის დროს სასურველია არაჰორმონალური კონტრაცეპტივები, ვინაიდან ჰორმონალური  პრეპარატები ზრდიან კენჭების წარმოქმნის რისკს. მკურნალობის დაწყებამდე უნდა გამოირიცხოს სავარაუდო ორსულობა. არ არის ცნობილი გამოიყოფა თუ არა ურსოდიოქსიქოლის მჟავა დედის რძესთან ერთად, ამიტომ ლაქტაციის პერიოდში ურსოლიზინის მიღება არ შეიძლება, აუცილებლობის შემთხვევაში ბავშვი  ხელოვნურ კვებაზე უნდა იქნას  გადაყვანილი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით ფიბრონს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ფიბრონის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი მოვლენები:გულ-სისხლძარღვთა სისტემის მძიმე დაავადებები, ჰიპერტენზია, ორსულობა (განსაკუთრებით II ტრიმესტრი), კუჭ-ნაწლავის მწვავე დარღვევები, ნეფროზო ნეფრიტის გართულებული ფორმები.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

კარვედი-დენკი 25 / Carvedi-Denk 25 ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

კარვედი-დენკი 25 – ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი ნებისმიერი პრეპარატების მიღებამდე რჩევისთვის უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.  კარვედი-დენკ 25-ის გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობის დროს. თუ პაციენტი დაორსულდება პრეპარატის მიღების დროს, მაშინ დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს. ლაქტაციის პერიოდში არ შეიძლება კარვედი-დენკ 25-ის გამოყენება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით კალციუმის გლუკონატს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კალციუმის გლუკონატის გვერდითი მოვლენებია: იშვიათ შემთხვევაში, შეიძლება განვითარდეს გულისრევა, ღებინება, რომელიც სწრაფად გაივლის დამოუკიდებლად.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

ფლუკონაზოლი ABC / Fluconazolo ABC ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ფლუკონაზოლი ABC –  არ არსებობს ადექვატურად კონტროლირებადი კლინიკური კვლევები ორსულ ქალებში. ახალშობილებში, რომელთა დედებსაც აღენიშნებოდათ კოკციდიომიკოზი და მკურნალობდნენ ფლუკონაზოლის მაღალი დოზებით (400-800მგ/დღეში) ≥ 3თვის განმავლობაში, აღინიშნა მრავლობითი კონგენიტალური ანომალიები. ფლუკონაზოლის გამოყენებასა და ამ მოვლენებს შორის კავშირი გაურკვეველია. ცხოველების რეპროდუქციულ კვლევებში გამოჩნდა ნაყოფის დედის ტოქსიურობასთან დაკავშირებული დაზიანება – მხოლოდ პრეპარატის მაღალი დოზების გამოყენებისას, მაგრამ არ გამომჟღავნებულა, როდესაც პრეპარატი გამოიყენებოდა დოზით 5-10მგ/კგ. ორსულობის დროს პრეპარატის გამოყენება უნდა იყოს შეზღუდული და მოხდეს მხოლოდ მძიმე სოკოვანი ინფექციებისას, როდესაც ექიმის აზრით პოტენციური სარგებელი აჭარბებს პოტენციურ საფრთხეს (იხ.უკუჩვენება). ფლუკონაზოლის დონე, რომელიც აღინიშნება დედის რძეში, პლაზმის დონის მსგავსია, აქედან გამომდინარე პრეპარატის გამოყენება ლაქტაციის დროს რეკომენდებული არ არის (იხ.უკუჩვენება). ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე რჩევა ჰკითხეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

პაბი-დექსამეტაზონი / PABI-DEXAMETHASON ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

პაბი-დექსამეტაზონი –  ორსულობა: ნებისმიერი სამკურნალო საშუალებისს მიღებამდე, აუცილებელია ექიმის კონსულტაცია. სამკურნალო საშუალების შეიძლება დანიშნული იყოს ორსულობისას მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ექიმის აზრით, დედისთვის სარგებელი აღემატება ნაყოფისთვის პოტენციურ ზიანს. იმ დედების ბავშვებზე, რომლებიც იღებდნენ გლუკოკორტიკოსტეროიდების მაღალ დოზებს ორსულობისას, აუცილებელია დაკვირვება თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობის განვითარების შესაძლო რისკის გამო. ძუძუთი კვება: ნებისმიერი სამკურნალო საშუალებისს მიღებამდე, აუცილებელია ექიმის კონსულტაცია. გლუკოკორტიკოსტეროიდები გამოიყოფა დედის რძეში და შეიძლება შეანელოს ზრდა, გლუკოკორტიკოსტეროიდების ენდოგენური სეკრეცია და გამოიწვიოს სხვა არასასურველი მოვლენები. დედებმა, რომლებიც გადიან მკურნალობის კურსს გლუკოკორტიკოსტეროიდებით, უნდა შეწყვიტონ ძუძუთი კვება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

პილოკარპინი / PILOCARPIN ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

პილოკარპინი –  ორსულობის და ლაქტაციის დროს გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც პრეპარატის მოქმედების პოტენციური სარგებლობა დედისთვის აღემატება პოტენციურ რისკს ბავშვის ან ნაყოფისათვის.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით არიპეგისს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

არიპეგისის გვერდითი მოვლენებია: ნებისმიერი პრეპარატის მსგავსად არიპეგისმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, მაგრამ არა ნებისმიერ პაციენტში. ხშირად გამოვლენილი ეფექტები (100პაციენტიდან 1-ზე ხშირი და 10 შემთხვევაზე ნაკლები): კუნთების არაკონტროლირებადი შეკუმშვა ან კანკალი, თავის ტკივილი, დაღლილობა, ღებინება, გულისრევა, კუჭში არასასიამოვნო შეგრძნება, შეკრულობა, ჰიპერსალივაცია, თავბრუსხვევა, ძილის პრობლემები, მოუსვენრობა, შფოთვის შეგრძნება, ძილიანობა, მხედველობის დაბინდვა ან,,ციმციმი” თვალებში. არახშირად გამოვლენილი გვერდითი ეფექტები(1000პაციენტიდან 1-ზე ხშირი და 10 შემთხვევაზე ნაკლები): ზოგიერთმა პაციენტმა შესაძლოა განიცადოს თავბრუსხვევა, განსაკუთრებით მწოლიარე ან მჯდომარე მდგომარეობიდან ვერტიკალურ მდგომარეობაში გადასვლისას; აგრეთვე შესაძლოა აღინიშნოს გულისცემის გახშირება. ზოგიერთ პაციენტებში აღინიშნა ხასიათის ცვლილება.  პრეპარატი არიპეგისის ბაზარზე გამოსვლის მომენტიდან აღინიშნა შემდეგი გვერდითი მოვლენები, რომელთა სიხშირე არ არის დადგენილი: სისხლის ზოგიერთი უჯრედების კონცენტრაციის ცვლილება; უჩვეულო გულისცემა, მოულოდნელი აუხსნელი სიკვდილი, ინფარქტი; ალერგიული რეაქცია (მაგ., პირის ღრუს ლორწოვანის, ენის, სახის, ყელის შეშუპება, ქავილი და გამონაყარი); სისხლში შაქრის მაღალი დონე, დიაბეტის გაუარესება ან გაჩენა, კეტოაციდოზი (კეტონის არსებობა სისხლში და შარდში) ან კომა, სისხლში ნატრიუმის დაბალი დონე; სხეულის მასის მომატება და დაკლება, ანორექსია, ნერვულობა, აჟიტირება, შფოთის შეგრნება; სუიციდური აზრები, სუიციდური მცდელობა ან სუიციდი; მეტყველების დარღვევა, შეტევა, სიცხის კომბინაცია, კუნთების რიგიდულობა, სუნთქვის გახშირება, ოფლიანობა, დაქვეითებული აზროვნება და არტერიული წნევის და გულის კუმშვის სიხშირის უეცარი ცვლილება; გულყრა, მაღალი არტერიული წნევა, ვენაში თრომბის წარმოქმნა, განსაკუთრებით ფეხებზე (სიმპტომები შეიცავენ შეშუპებას, ტკივილს და ფეხების სიწითლეს), რაც შესაძლოა გადაადგილდეს სისხლძარღვებიდან ფილტვებში, რაც იწვევს ტკივილს მკერდის არეში და სუნთქვის გართულებას (თუ შენიშნავთ ნებისმიერს ამ გვერდითი ეფექტებიდან დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს); საყლაპავის კუნთების სპაზმი, ტრაქეაში საკვების უეცარი მოხვედრა პნევმონიის განვითარების რისკით, ყლაპვის გართულება; კუჭკვეშა ჯირკვლის ანთება; ღვიძლის ანთება, კანისა და თვალის გუგის სიყვითლე, ანალიზისას ღვიძლის პათოლოგიური მაჩვენებლების გამოვლენა, დისკომფორტი მუცლის ღრუში, დიარეა; გამონაყარი კანზე და სინათლის მიმართ მგრძნობელობა, თმის უჩვეულო ცვენა ან თმის გათხელება, ჭარბი ოფლიანობა; შებოჭილობა ან კრინჩხვა, კუნთების ტკივილი, სისუსტე; უნებლიე შარდვა, პრობლემები შარდვისას; ხანგრძლივი და/ან მტკივნეული ერექცია; თერმორეგულირების პრობლემები და გადახურება, მკერდის ტკივილი, ხელის მტევნების, წვივ-ფეხის სახსრების და ფეხის გულების შეშუპება.  15 წლის ასაკში მოზარდებში და უფროსებში აღინიშნა იგივე სიხშირის და ტიპის გვერდითი ეფექტები, რაც უფროსებში, მაგრამ უძილობა და არაკონტროლირებადი კუნთების შეკუმშვა ან კანკალი აღინიშნა ძალიან იშვიათად (10 პაციენტიდან 1 შემთხვევაზე ნაკლები), ხოლო პირის სიმშრალე, მადის მომატება და თავბრუსხვევა, განსაკუთრებით მწოლიარე ან მჯდომიარე მდგომარეობიდან ვერტიკალურ მდგომარეობაში გადასვლისას აღინიშნა ხშირად.  არიპიპრაზოლის მიღებისას სიკვდილიანობის შემთხვევა აღინიშნა უმეტესად ხანდაზმულებში დემენციით. გარდა ამისა, გამოვლინდა ინსულტის და მიკროინსულტის შემთხვევები.  თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი სერიოზულ სახეს მიიღებს, ან შენიშნავთ ისეთ გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის მითითებული ფურცელჩანართში მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები