Author Archives: preparatebi

იცით ლორდესტინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ლორდესტინის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი მოქმედება მეტნაკლებად ხშირი გვერდითი ეფექტები: 1,2% – დაღლილობა, 8% – პირის სიმშრალე, 0.6% – თავის ტკივილი.  გვერდითი ეფექტები პოსტმარკეტინგული კვლევის მონაცემებით: თავბრუსხვევა, ტაქიკარდია, გულისცემის შეგრძნება, მუცლის ტკივილი, დისპეფსია (მათ შორის, გულისრევა, ღებინება, დიარეა), ჰიპერბილირუბინემია,,,ღვიძლის” ფერმენტების აქტივობის მომატება, ჰეპატიტი, ალერგიული რეაქციები (კანის გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება, ანაფილაქსიური შოკი), დისმენორეა, სწრაფი დაღლილობა, მიალგია, ჰალუცინაციები, ფსიქომოტორული ჰიპერაქტივობა, უძილობა, ძილიანობა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იბუფენი / IBUFEN ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

იბუფენი –  იბუპროფენის გამოყენება ორსულობის პირველი 6 თვის განმავლობაში შეიძლება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით. არ შეიძლება იბუპროფენის მიღება ორსულობის ბოლო ტრიმესტრში.  იბუპროფენი შეიძლება მცირე რაოდენობით გამოიყოს დედის რძეში. არ არსებობს მონაცემები გვერდითი ეფექტების შესახებ ძუძუს ასაკის ბავშვებში. ასე რომ ძუძუთი კვების შეწყვეტა აუცილებელი არ არის.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით ცინარიქსს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ცინარიქსის გვერდითი მოვლენებია: ყველა წამლის მსგავსად, ცინარიქსის შემოგარსულმა ტაბლეტებმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყოველთვის. თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა გართულდა, ან თუ შეამჩნევთ ისეთ გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის აღნიშნული ინსტრუქციაში გთხოვთ აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. აღინიშნება ძალიან იშვიათი და უმნიშვნელო დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ (უმნიშვნელო დიარეა, ზედა აბდომინალური დარღვევები, გულისრევა, კუჭის წვა).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ამიოკორდინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ამიოკორდინის გვერდითი მოვლენებია: საინექციო ხსნარის სახით ამიოდარონის გამოყენებისას, შედარებით ხშირ გვერდით მოვლენას წარმოადგენს არტერიული ჰიპოტენზია (10-30%). არტერიული ჰიპოტენზიის და კოლაფსის განვითარება დამოკიდებულია უმთავრესად ინფუზიის სიჩქარეზე და არა პრეპარატის დოზაზე. პრეპარატის მითითებული გვერდითი მოვლენების უმრავლესობა ხანმოკლე ი/ვ შეყვანის გამოყენების გამო, ნაკლებადაა დამახასიათებელი. გულ-სისხლძარღვთა სისტემა: სინუსური ბრადიკარდია (რეფრაქტერული ქოლინოლიტიკების მიმართ), ატრიოვენტრიკულური ბლოკადა, ხანგრძლივი გამოყენებისას – გულის უკმარისობის სიმპტომების პროგრესირება, “პირუეტის” ტიპის ტაქიკარდია, არსებული არითმიის გაძლიერება, ან მისი განვითარება, პარენტერალური გამოყენებისას არტერიული წნევის დაქვეითება. სასუნთქი სისტემა: ინტერსტიციული პნევმონია, ან ალვეოლიტი, ფილტვების ფიბროზი, პლევრიტი, პარენტერალური გამოყენებისას – ბრონქოსპაზმი, აპნოე (პაციენტებში სუნთქვის მძიმე უკმარისობით), არაპროდუქტიული ხველა, ქოშინი. კუჭ-ნაწლავის ტრაქტი, ღვიძლი: გულისრევა, ღებინება, შეკრულობა, მადის დაკარგვა, გემოვნების დაქვეითება ან დაკარგვა, აბდომინალური ტკივილი, მეტეორიზმი, იშვიათად ღვიძლის ტრანზიტორული დაზიანება (სისხლის შრატში “ღვიძლის” ფერმენტების აქტივობის მატება). ხანგრძლივი გამოყენებისას – ტოქსიური ჰეპატიტი, ქოლესტაზი, სიყვითლე, ღვიძლის ციროზი. ფარისებრი ჯირკვალი: ამიოდარონით მკურნალობის პერიოდში, ან მისი შეწყვეტის შემდეგ, შესაძლებელია ჰიპოთირეოზის ან ჰიპერთირეოზის განვითარება. ასეთ შემთხვევაში ამიოდარონის მიღება უნდა შეწყდეს. პრეპარატის შეყვანის შეწყვეტის შემდეგ, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია რამდენიმე თვეში ჩვეულებრივ ნორმალიზდება. ნერვული სისტემა: პერიფერიული ნეიროპათია, პარესთეზიები, ტრემორი, ნათხემისეული ატაქსია, თავის ტკივილი, ნეიროპათია და/ან მხედველობის ნერვის ნევრიტი, პოლინეიროპათია, თავბრუსხვევა, სისუსტე, ქალაშიდა წნევის ზომიერი მომატება, ღამის კოშმარები, სმენითი ჰალუცინაციები. პარენტერალური გამოყენებისას – ქალა-ტვინის ჰიპერტენზია. გრძნობის ორგანოები: უვეიტი, ლიპოფუსცინის დაგროვება რქოვანას ეპითელიუმში და მხედველობის დარღვევა (არამკვეთრი მხედველობა, მხედველობის ველის შეზღუდვა – პაციენტის ჩივილები მნათობ წერტილებზე ან მკვეთრი განათებისას თვალების წინ ფარდა), ბადურის მიკროაშრევება, მხედველობის უფრო გამოხატული დარღვევები შეიძლება იყოს მხედველობის ნერვის ნეიროპათიის და/ან ნევრიტის შედეგი. მათი განვითარების შემთხვევაში, პაციენტი დაუყოვნებლივ უნდა იყოს გამოკვლეული ოფთალმოლოგის მიერ. კანი: სხეულის ღია ნაწილების ფოტომგრძნობელობის მომატება (ფოტოსენსიბილიზაცია), გამონაყარი ან მორუხო-ცისფერი შეფერილობა შესაძლოა განვითარდეს ამიოდარონით მკურნალობისას და მისი შეწყვეტიდან რამდენიმე კვირაში. უფრო იშვიათ გვერდით მოვლენას წარმოადგენს კანის გამონაყარი, სტივენ-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმოლიზი და ანგიონევროზული შეშუპება. კანის მორუხო-ცისფერი შეფერილობა შექცევადია და ჩვეულებრივ ქრება პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ.  ლაბორატორიული მაჩვენებლები: ხანგრძლივი გამოყენებისას – თრომბოციტოპენია, ჰემოლიზური ან აპლასტიური ანემია. სხვა: მიოპათია, ეპიდერმიტი, პოტენციის დაქვეითება, ალოპეცია, ვასკულიტი, პარენტერალური გამოყენებისას – ცხელება, ოფლიანიბა. ადგილობრივი რეაქციები – პარენტერალური გამოყენებისას – ფლებიტი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

უნივერტანი – UNIVERTAN ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

უნივერტანი –  პრეპარატის გარეგანი გამოყენების დროს ორსულებში, ნაყოფზე არასასურველი ზემოქმედების და რძეში მისი ექსკრეციის შესახებ მონაცემები არ არსებობს. მისი დანიშვნა შეიძლება ორსულობისა და ლაქტაციის დროს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

როტაცეფი / ROTACEF ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

როტაცეფი –  პრეპარატ როტაცეფის გამოყენება ორსულობის პერიოდში შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დედისთვის სავარაუდო სარგებელი აჭარბებს ნაყოფისათვის მიყენებულ პოტენციურ რისკს (ცეფტრიაქსონი გადის პლაცენტურ ბარიერს). პრეპარატ როტაცეფის მიღების აუცილებლობის შემთხვევაში ლაქტაციის პერიოდში უნდა გადაწყდეს ძუძუთი კვების შეწყვეტის საკითხი (ცეფტრიაქსონი გამოიყოფა დედის რძეში).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით ცილოზეკს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ცილოზეკის გვერდითი მოვლენებია: ყველა სხვა პრეპარატის მსგავსად, ცილოზეკმა შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი არ ვლინდება ყველა პაციენტის შემთხვევაში.  ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენებიდან რომელიმეს გამოვლენის შემთხვევაში თქვენ შესაძლოა დაგჭირდეთ გადაუდებელი სამედიცინო მეთვალყურეობა. შეწყვიტეთ ცილოზეკის მიღება და დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან დაუყოვნებლივ მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს: – ინფარქტი; – გულის შეტევა; – გულთან დაკავშირებული პრობლემები, რომლებიც იწვევს გულისცემის გახშირებას ან კოჭების შეშუპებას;  – არარეგულარული გულის რიტმი (როგორც ახალი ან გამწვავებული სიმპტომი); – შესამჩნევი სისხლდენა; – სისხლჩაქცევების ადვილად გაჩენა; – სერიოზული სიმპტომები კანზე, პირის მიდამოში, თვალებზე და სასქესო ორგანოებზე ეროზიების გაჩენით;  – კანის სიყვითლე ან თვალების სითეთრე, რაც გამოწვეულია ღვიძლის ან სისხლის პრობლემებით (ბოტკინი).  თქვენ ასევე უნდა შეატყობინოთ ექიმს თუ გაქვთ გრიპი ან გაწუხებთ ყელის ტკივილი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

უნიდოქს სოლუტაბი / Unidox Solutab® ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

უნიდოქს სოლუტაბი – უკუჩვენებები: • ორსულობა • ლაქტაცია

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით ნერმო პლუსს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ნერმო პლუსის გვერდითი მოვლენებია: პრეპრატის მიღებისას გვერდითი ეფექტები გამოხატულია სუსტად ან ზომიერად და აქვთ გარდამავალი ხასიათი. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ცალკეულ შემთხვევებში _ მეტეორიზმი, დიარეა, ყაბზობა, გულისრევა, ღებინება; ალერგიული რეაქციები: ცალკეულ შემთხვევებში კანის ჰიპერემია, ქავილი, ერითემა, ურტიკარია, დერმატიტი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ალკაინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ალკაინის გვერდითი მოვლენებია: პრეპარატი კარგად შეითვისება ორგანიზმის მიერ. მისი რეკომენდებული დოზით ჩაწვეთებისას კონიუნქტივურ პარკში არ აღინიშნება დისკომფორტის შეგრძნება, ან იგი აღინიშნება ძალიან მსუბუქი ფორმით: გაღიზიანება, წვა, კონიუნქტივას შეწითლება, ცრემლდება ან თვალის ხშირი ხამხამი. ეს მოვლენები შეიძლება განვითარდეს ჩაწვეთებისთანავე, ან რამოდენიმე საათის შემდეგ.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები