Author Archives: preparatebi

რეზალუტ® პრო / Rezalut® pro ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

რეზალუტ® პრო – ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი საკვები პროდუქტის  სახით სოიოს ფართო გამოყენების გამოცდილება  არ მიუთითებს ორსულობის  პერიოდში მისი მიღების   საფრთხის არსებობაზე.  გაუცხიმოვნებული  და გამდიდრებული   ფოსფოლიპიდები   არასაკმარისადაა შესწავლილი. ამიტომ ორსულობის პერიოდში აღნიშნული სამკურნალო საშუალების გამოყენება რეკომენდებული არ არის. რეზალუტ® პროს ლაქტაციის პერიოდში მიღება არ შეიძლება, რადგან იგი არასაკმარისადაა შესწავლილი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით ალფენს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ალფენის გვერდითი მოვლენებია: 5 წლიანი კლინიკური კვლევების შედეგებმა აჩვენეს მკურნალობის შეწყვეტის აუცილებლობის არარსებობა გვერდითი მოვლენების სისუსტის გამო. ოსტეოპოროზის მკურნალობა პოსტმენოპაუზის დროს: აღინიშნება შემდეგი გვერდითი მოვლენები (1%-ზე მეტ პაციენტებში), რომლებიც სავარაუდოდ ან განსაზღვრულად იყო დაკავშირებული ალენდრონატის მიღებასთან დოზით 10მგ/დღ და აჭარბებდა პლაცებოს დონეს: ტკივილი მუცლის არეში, დისპეფსია, ყაბზობა, დიარეა, მეტეორიზმი საყლაპავი მილის წყლული, დისფაგია, მუცლის შებერილობა, ტკივილი ძვლებსა და კუნთებში, თავის ტკივილი. გარდა ამისა, აღინიშნება გულისრევა, კუჭის წვენის მჟავიანობის მომატება, ღებინება, კუჭისა და ჩონჩხის კუნთების სპაზმი, იშვიათად – გამონაყარი კანზე, ერითემა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით მაგნე ბალანს პლუსს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

მაგნე ბალანს პლუსის გვერდითი მოვლენებია: პრეპარატმა მაგნე-ბალანს პლუსმა, ისევე როგორც სხვა სამკურნალო საშუალებებმა, შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები. ჭამის წინ პრეპარატის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს გულისრევა და დიარეა. პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს წინაგულ-პარკუჭოვანი გამტარებლობის დარღვევა. ამ ჩანართ ფურცელში აღუწერელი სხვა გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში საჭიროა მათ შესახებ აცნობოთ ექიმს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

დამამშვიდებელი წვეთები / SEDATIVE DROPS ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

დამამშვიდებელი წვეთები –  ვინაიდან არ არსებობს მონაცემები პრეპარატში შემავალი კომპონენტების დედის რძეში გამოყოფის შესახებ, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენებისას საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

თიოფლექსი 0,25% მალამო – TIOFLEX 0,25% oinment ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

თიოფლექსი 0,25% მალამო –  პრეპარატით მკურნალობისას უნდა შეწყდეს ძუძუთი კვება. ავტოტრანსპორტის მართვა და პოტენციურად საშიში სამუშოების შესრულება მოითხოვს განსაკუთრებულ სიფრთხილეს პრეპარატით მკურნალობისას.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

ტუსიფენი – TUSSIPHEN ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ტუსიფენი –  რეპროდუქციულ ფუნქციაზე პრეპარატის მოქმედების შესახებ მონაცემები არ არსებობს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

გლატანი / GLATAN ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

გლატანი –  პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით არიფონ რეტარდს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

არიფონ რეტარდის გვერდითი მოვლენებია: შესაძლო გვერდითი მოქმედება ისევე როგორც ნებისმიერ სამკურნალო პრეპარატს, არიფონ რეტარდმაც, თუმცა არა ყველა პაციენტში, შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები.  შეწყვითეთ სამკურნალო პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ნებისმიერი შემდეგი გვერდითი ეფექტის განვითარების შემთხვევაში: • ანგიონევროზული შეშუპება ან/და ჭინჭრის ციება. ანგიონევროზული შეშუპება ხასიათდება კიდურების, სახის კანის საფარველების შეშუპებით,  ტუჩების, ენის შეშუპებით, ხორხის და სასუნთქი გზების ლორწოვნების შეშუპებით, რაც იწვევს ქოშინს და ყლაპვის გაძნელებას. თუ ეს მოხდება, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. (ძალიან იშვიათი) განვითარების სიხშირე არ აჭარბებს 1000-დან 1 პაციენტს). • კანის მწვავე რეაქციები, რომლებიც მოიცავს კანის ინტენსიურ გამონაყარს, მთელი სხეულის ზედაპირის კანის გაწითლება, ძლიერი ქავილი, ბუშტუკების გაჩენა, კანის აქერცლვა და შეშუპება, ლორწოვანი გარსების ანთება (სტივენს-ჯონსონის სინდრომი) ან სხვა ალერგიული რეაქციები. (ძალიან იშვიათი) (განვითარების სიხშირე არ აჭარბებს 10000-დან 1 პაციენტს). • სიცოცხლისთვის სახიფათო არითმია. (სიხშირე უცნობია). • კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მუცლის და ზურგის არეში ინტენსიური ტკივილი, შეუძლოდ ყოფნის თანხლებით. (ძალიან იშვიათი) (განვითარების სიხშირე არ აჭარბებს 10000-დან 1 პაციენტს). • თავის ტვინის დაავადებები, გამოწვეული ღვიძლის ფუნქციის დარღვევით (ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია). (სიხშირე უცნობია). • ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი). (სიხშირე უცნობია).  განვითარების სიხშირის შემცირების მიხედვით სხვა გვედითი ეფექტები შეიძლება მოიცავდეს: ხშირი (განვითარების სიხშირე არ აჭრბებს 10-დან 1 პაციენტს): • კანის წითელი გამონაყარი; • ალერგიული რეაქციები, ძირითადად დერმატოლოგიური ხასიათის, პაციენტებში ალერგიული და ასთმური რეაქციების მიმართ  წინასწარგანწყობით. არახშირი (განვითარების სიხშირე არ აჭრბებს 100-დან 1 პაციენტს): • ღებინება; • კანზე წითელი, წერტილოვანი ლაქები (პურპურა). იშვიათი (განვითარების სიხშირე არ აჭრბებს 1000-დან 1 პაციენტს): – დაღლილობის შეგრძნება, თავის ტკივილი, სხეულში ჩხვლეტის შეგრძნება (პარესთეზია), თავბრუსხვევა; – დარღვევები საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ (როგორიც არის გულისრევა, ყაბზობა), პირის სიმშრალე. ძალიან იშვიათი (განვითარების სიხშირე არ აჭრბებს 10000-დან 1 პაციენტს): – სისხლის უჯრედების ცვლილება, როგორიც არის თრომბოციტოპენია (თრომბოციტრების რაოდენობის შემცირება, რაც იწვევს ადვილად განვითარებად სილურჯეებს და ცხვირიდან სისხლდენებს), ლეიკოპენია (ლეიკოციტების შემცველობის შემცირება, რაც იწვევს სხეულის ტემპერატურის აუხსნელ მომატებას, ყელის ტკივილს და გრიპის მსგავს სხვა სიმპტომებს – მათი გაჩენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს) და ანემია (ერითროციტების რაოდენობის შემცირება); – სისხლში კალციუმის დონის მაღალი დონე; – გულისცემის არარეგულარული რითმი, დაბალი არტერიული წნევა; – თირკმელების დაავადება; – ღვიძლის ფუნქციის დარღვევა. სიხშირე უცნობია: • გულის წასვლა; • თუ თქვენ გაწუხებთ სისტემური წითელი მგლურა (კოლაგენური დაავადების ტიპი), შესაძლებელია გაუარესება; • არის ცნობები ფოტომგრძნობელობის რეაქციების შესახებ (კანის გარეგნული სახის ცვლილება) მზის ან ხელოვნური უტრაიისფერი სხივების ზემოქმედების შემდეგ; • ახლომხედველობა (მიოპია); • არამკაფიო მხედველობა; • მხედველობის დარღვევა; • შესაძლებელია ლაბორატორიული მაჩვენებლების ცვლილება (სისხლის ანალიზებში), ამიტომ მდგომარეობის შესამოწმებლად თქვენმა ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ სისხლის ანალიზი. შეიძლება განვითარდეს ლაბორატორიული მონაცემების შემდეგი ცვლილებები: – სისხლში კალიუმის დაბალი დონე. – სისხლში ნატრიუმის დაბალი დონე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გაუწყლოება და არტერიული წნევის შემცირება, – შარდმჟავას შემცველობის გაზრდა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ან გააუარესოს პოდაგრა (სახსრების ტკივილი, განსაკუთრებით ფეხების), – დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში, სისხლში გლუკოზის შემცველობის გაზრდა, – ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება, – ელექტროკარდიოგრამაში (ეკგ) ნორმიდან გადახრა.    შეტყობინებები გვერდით ეფექტებზე თუ თქვენ აღნიშნავთ ნებისმიერ გვერდით ეფქტებს, აცნობეთ მათ შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ასევე ვრცელდება ნებისმიერ გვერდით ეფექტზე, რომელიც არ არის მითითებული ამ ფურცელ-ჩნართში. არასასურველი გვერდითი ეფექტების შეტყობინებით, თქვენ ხელს უწყობთ პეეპარატის უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ინფორმაციის შეგროვებას. 

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

დიკლარენი / Diclaren ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

დიკლარენი – ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი ორსულობის პერიოდში, ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.  დიკლოფენაკის კანისმიერი აბსორბციის შესაძლებლობის და ამასთანავე, ორსულობის პერიოდში მისი დანიშვნის შესახებ არასაკმარისი ცნობების არსებობის გამო, დიკლოფენაკის გამოყენება ორსულებში არ არის რეკომენდებული. დიკლოფენაკი გამოიყოფა დედის რძეში, ამიტომ მისი გამოყენება ლაქტაციის პერიოდში არ არის რეკომენდებული.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

გრანი-დენკ 1მგ/მლ / Grani-Denk 1mg/ml ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

გრანი-დენკ 1მგ/მლ – ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი თუ პაციენტი არის ორსულად ან გეგმავს დაორსულებას ან ლაქტაციის პარიოდში, ასეთ შემთხვევაში პრეპარატის ინექცია ან ინფუზია უნდა მოხდეს ექიმის მითითების შესაბამისად.  ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს, ექთანს ან ფარმაცევტს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი