Author Archives: preparatebi

იცით ფოლრექსს რა უკუჩვენებები აქვს?

ფოლრექსის უკუჩვენებებია:: არ არის დაფიქსირებული.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით მელეფსინს რა უკუჩვენებები აქვს?

მელეფსინის უკუჩვენებებია: მელეფსინი უკუნაჩვენებია შემდეგი მდგომარეობების დროს: * კარბამაზეპინის ან ქიმიური ბუნებით მსგავსი სამკურნალო საშუალების (ტრიციკლური ანტიდეპრესანტები), ასევე პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა; * ძვლის ტვინის მიერ სისხლწარმოქმნის დარღვევა (ანემია, ლეიკოპენია); მწვავე „ხანგამოშვებითი“ პორფირია (მათ შორის, ანამნეზში); * AV ბლოკადა; * მაოს – ინჰიბიტორების თანმხლები მიღება (სტრუქტურული მსგავსება ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებთან), მელეფსინის მიღებამდე მაო-ს ინჰიბიტორების მიღება უნდა შეწყდეს მინიმუმ ორი კვირის ან მეტი ხნით ადრე; * ჰიპონატრიემია (ანტიდიურეზული ჰორმონის ჰიპერსეკრეციის სინდრომი, ჰიპორპიტუიტარიზმი, ჰიპოთირეოზი, თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის უკმარისობა); * ასევე უკუნაჩვენებია ხანდაზმული ასაკის პაციენტებში ღვიძლის უკმარისობით, თირკმლის ქრონიკული უკმარისობით, წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერპლაზიით, მომატებული თვალშიგა წნევით და პაციენტებში ალკოჰოლიზმის აქტიური ფორმით (იზრდება ცნს-ის დათრგუნვა, ძლიერდება კარბამაზეპინის მეტაბოლიზმი).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით ფოლის მჟავას რა უკუჩვენებები აქვს?

ფოლის მჟავას უკუჩვენებებია:  ჭარბი მგრძნობელობა ფოლიუმის მჟავასადმი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით ტერფენადინი შტადას რა უკუჩვენებები აქვს?

ტერფენადინი შტადას უკუჩვენებებია:: * დაუშვებელებია პრეპარატის გამოყენება ტერფენადინის ან სხვა შემადგენელი ინგრედიენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობისას. * ღვიძლის ფუნქციის მნიშვნელოვანი ხარისხით დარღვევისას ტერფენადინის ინაქტივაცია შეიძლება საგრძნობლად იქნას შენელებული. განსაკუთრებით იმ პრეპარატებთან კომბინაციის დროს, რომლებიც იწვევენ ღვიძლის ფერმენტების ინჰიბირებას. * ტერფენადინმა შეიძლება გამოიწვიოს გულის კუნთში აღგზნების გატარების შეფერხება (QT-ინტერვალის გახანგრძლივება), გულის რითმის სიცოცხლისათვის საშიში დარღვევით. დაუშვებელია ტერფენადინის გამოყენება შემდეგ შემთხვევებში: – ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევისას, მაგალითად, სიყვითლე, ჰეპატიტი ან ღვიძლის ციროზი; – კომბინირებული დანიშვნა (აგრეთვე, გარეგანი გამოყენებისას) სოკოს ან ანტიმიკრობულ გარკვეულ პრეპარატებთან, მაგალითად მიკონაზოლი, კეტოკონაზოლი, ინტრაკონაზოლი ან ერითრომიცინი, კლარითრომიცინი, ჟოზამიცინი ან ტროლეანდომიცინი; – მიბეფრადილის დიჰიდროქლორიდით (გულსისხლძარღვთა დაავადების საწინააღმდეგო საშუალება) კომბინირებული მკურნალობის დროს; – იმ მედიკამენტებით მკურნალობის დროს, რომლებიც ღვიძლში ტერფენადინის დაშლას აფერხებენ; – მკურნალობის დროს არ შეიძლება გრეიპფრუტის წვენის მიღება; – აგრეთვე დაუშვებელია პრეპარატის მიღება გულის კუნთში აღგზნების გატარების ცნობილი თანდაყოლილი დარღვევის დროს (QT-ინტერვალის გახანგრძლივება ელექტროკარდიოგრამაზე, გულის ფუნქციის იშვიათი დარღვევა, რასაც შეუძლია გულის არითმიის გამოწვევა). იგივე ეხება იმ შემთხვევებს, როდესაც შესაძლებელია QT-ინტერვალის გახანგრძლივება, მაგალითად: – პაციენტისათვის შემაწუხებელი ბრადიკარდია; – გულის რითმის დარღვევები ანამნეზში; – გულის ყველა სხვა დაავადება, რომელიც ტკივილს იწვევს; – კომბინირებული გამოყენება გულის რითმის დარღვევის საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად (I და III ჯგუფის ანტიარითმიული პრეპარატები); – ურთდროული მკურნალობა სხვა საშუალებებთან, რომლებიც QT-ინტერვალს ახანგრძლივებენ; – ელექტროლიტური დარღვევა, განსაკუთრებით, კალიუმისა და მაგნიუმის დაბალი დონე პლაზმაში; – თანმხლები დაავადებები (მაგალითად, კვების დარღვვევა, ხშირი ღებინება ან დიარეა) ან ისეთი მედიკამენტებით მკურნალობა, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ ელექტროლიტური ცვლის დარღვევა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით სანუკელ მიკ D6 წვეთებს რა უკუჩვენებები აქვს?

სანუკელ მიკ D6 წვეთები (ნატუროპათი)-ის უკუჩვენებებია::: ცნობილი არ არის.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით ფარინგოსეპტს რა უკუჩვენებები აქვს?

ფარინგოსეპტის უკუჩვენებებია::: * პრეპარატის ან მის შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა; * ალერგიული რეაქციები.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით ანტიფლუს რა უკუჩვენებები აქვს?

ანტიფლუს უკუჩვენებებია:: მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ, ღვიძლის და/ან თირკმლების ფუნქციის გამოხატული დარღვევები, ფერმენტ გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტი, სისხლის დაავადებები, გულ-სისხლძარღვთა სისტემის მძიმე პათოლოგიები, არტერიული ჰიპერტენზია, სისხლძარღვთა სპაზმისადმი მიდრეკილება, გლაუკომა, შარდვის გაძნელება წინამდებარე ჯირკვლის ადენომის დროს, ფილტვების ემფიზემა ან ქრონიკული ბრონქიტი, შაქრიანი დიაბეტი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

ამლესა / Amlessa ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ამლესა –  არ არის რეკომენდებული გამოყენება ორსულობის პირველ ტრიმესტრში. პრეპარატი წინააღმდეგნაჩვენებია ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრებში.  არ არის რეკომენდებული ძუძუთი კვების პერიოდში. საჭიროა გადაწყვეტილების მიღება ძუძუთი კვების შეწყვეტის, ან მკურნალობის შეწყვეტის შესახებ, დედისთვის აღნიშნული თერაპიის აუცილებლობის გათვალისწინებით. ორსულობა პერინდოპრილი ორსულობის პირველ ტრიმესტრში აგფ ინჰიბიტორების გამოყენება რეკომენდებული არ არის. აგფ ინჰიბიტორების გამოყენება წინააღმდეგნაჩვენებია ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრში.  ორსულობის პირველ ტრიმესტრში აგფ ინჰიბიტორების გამოყენებისას ტერატოგენობის რისკის გამოვლენის ეპიდემიოლოგიური მონაცემები არ იძლევა საბოლოო დასკვნის საშაულებას, თუმცა არ შეიძლება გამოირიცხოს რისკის რამდენადმე მატება. გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც შეუძლებელია აგფ ინჰიბიტორების ალტერნატიული თერაპიით შეცვლა, პაციენტები, რომლებიც გეგმავენ ორსულობას, გადაყვანილნი უნდა იყვნენ იმ სამკურნალო საშუალებებით თერაპიაზე, რომელთა უსაფრთხოების პროფილი ორსული ქალებისათვის კარგადაა შესწავლილი. ორსულობის დადგომისას, აგფ ინჰიბიტორებით მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და აუცილებლობისას დაინიშნოს სხვა თერაპია. ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრებში აგფ ინჰიბიტორების გამოყენებისას, დადგენილია ფოტოტოქსიური მოქმედების (თირკმლის ფუნქციის დარღვევა, ოლიგოჰიდროამნიოზი, ქალას ძვლების გაძვალების შეფერხება) და ნეონატალური ტოქსიურობის (თირკმლის უკმარისობა, ჰიპოტენზია, ჰიპერკალიემია) გამოვლენა. იმ შემთხვევაში, როდესაც აგფ ინჰიბიტორების გამოყენება ხდება ორსულობის მეორე ტრიმესტრში, რეკომენდებულია თირკმლის ფუნქციის და ქალას ძვლების ულტრაბგერითი გამოკვლევის ჩატარება. ახალშობილები, რომელთა დედები იღებდნენ აგფ ინჰიბიტორებს, უნდა იმყოფებოდნენ გულმოდგინე დაკვირვების ქვეშ ჰიპოტენზიის შესაძლო განვითარების თავიდან ასაცილებლად. ამლოდიპინი ორსულობის პერიოდში ამლოდოპინის გამოყენების უსაფრთხოება დადგენილი არ არის. ცხოველებზე ჩაატრებულ კვლევებში მაღალი დოზების გამოყენებისას, გამოვლინდა რეპროდუქციული ტოქსიურობა. ორსულობის პერიოდში გამოყენება შეიძლება რეკომენდებული იყოს იმ შემთხვევაში, როდესაც არ არის უფრო უსაფრთხო ალტერნატივა, ხოლო დაავადება დედას და ნაყოფს დიდ რისკს უქმნის. ლაქტაციის პერიოდი პერინდოპრილი ლაქტაციის პერიოდში პერინდოპრილის გამოყენების შესახებ მონაცემები არ არის. მოცემული კატეგორიის პაციენტებისათვის პრეპარატი არ არის რეკომენდებული. ძუძუთი კვების პერიოდში უმჯობესია დაინიშნოს ალტერნატიული მკურნალობა, უსაფრთხოების დადგენილი პროფილით, განსაკუთრებით ახალშობილის ძუძუთი კვებისას, ან დღენაკლულ ბავშვებში. ამლოდიპინი მონაცემები ამლოდიპინის შესახებ არ არის. დადგენილია, რომ დიჰიდროპირიდინის ჯგუფის კალციუმის არხების ბლოკატორები ექსკრეტირდება დედის რძეში. გადაწყვეტილება გაგრძელდეს/შეწყდეს ძუძუთი კვება, ან გაგრძელდეს/შეწყდეს ამლოდიპინით თერაპია, მიღებული უნდა იყოს ბავშვისთვის ძუძუთი კვების სარგებლის და დედისთვის თერაპიის აუცილებლობის გათვალისწინებით.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება სელენოკელ D4 ამპულები (ნატუროპათი)?

სელენოკელ D4 ამპულები (ნატუროპათი)-ის გამოყენების ჩვენებებია:  – სელენიუმის დეფიციტი არასაკმარისი კვების ან მალაბსორბციის გამო – ზოგადი სისუსტე და დაუძლურება. დაღლილობა ფიზიკური და გონებრივი საქმიანობის შემდეგ – ყურადღების კონცენტრაციის და გონებრივი შესაძლებლობების დაქვეითება, ნევრასტენია – პროსტატიტი, პროსტატორეა, იმპოტენცია – მომღერლებში და ლექტორებში ხმის ჩახლეჩა, ლარინგიტი სისხლიანი ნახველით

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ფექსოფენი სანოველი?

ფექსოფენი სანოველის გამოყენების ჩვენებებია: ფექსოფენადინი ნაჩვენებია სეზონურ ალერგიულ რინიტთან დაკავშირებული სიმპტომების შესამსუბუქებლად.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი