Author Archives: preparatebi

იცით ოპტიბეტოლს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ოპტიბეტოლის გვერდითი მოვლენებია: როგორც ყველა სამკურნალო საშუალებამ, ზოგიერთ პაციენტში პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი გვერდითი ეფექტები. ჩვეულებრივ, პრეპარატი ხასიათდება კარგი ამტანობით. თვალის წვეთების ფორმით ბეტაქსოლოლის ადგილობრივი გამოყენებისას აღინიშნა: ხშირად: ხანმოკლე დისკომფორტი თვალებში. ნაკლებად ხშირად: გარდამავალი ცრემლდენა. იშვიათად: რქოვანას მგრძნობელობის შემცირება, ერითემა, ქავილი, რქოვანას ლაქოვანი შეფერილობა, კერატიტი, ანიზოკორია, სინათლის შიში. ადგილობრივი გამოყენების შემდეგ ბეტაქსოლოლმა შეიძლება შეაღწიოს სისხლში და იშვიათად გამოიწვიოს ისეთი არასასურველი გვერდითი ეფექტები, რომლებიც აღინიშნება სხვა მიღების ფორმის პრეპარატის გამოყენებისას (მაგ. პერორალური მიღების ფორმის). შესაძლო გვერდითი ეფექტები: ბრადიკარდია, წინაგულის პარკუჭოვანი გამტარობის დაქვეითება, ჰიპოტენზია, გულის უკმარისობა, კიდურების გაყინვა და გალურჯება დიდი ფიზიკური დატვირთვისას, ტკივილი წვივის არეში, დაღლილობა, თავის ტკივილი, მხედველობის დაქვეითება, ჰალუცინაციები, ფსიქოზი, სტუპორი, იმპოტენცია, თავის ტკივილი, ძილის დარღვევა, დეპრესია, ღამის კოშმარები, დისპეფსია, გულისრევა, პირღებინება, დიარეა, სუნთქვის გაძნელება, განსაკუთრებით ასთმით დაავადებულებში, გამონაყარი, ქსეროფთალმია. პრეპარატმა შეიძლება შენიღბოს ჰიპერთირეოზისა და ჰიპოგლიკემიის (სისხლში შაქრის დონის დაქვეითება) განვითარება. ოპტიბეტოლი 0.5% გამოყენების პერიოდში ზოგიერთ პაციენტში შეიძლება განვითარდეს სხვა გვერდითი ეფექტები. არასასურველი გვერდითი ეფექტების გამოვლენისას, მათ შორის ისეთი ეფექტებისას, რომლებიც აღწერილი არ არის მოცემულ ინსტრუქციაში, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ოფთალმოფერონს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ოფთალმოფერონის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი მოქმედება აღნიშნული არ არის

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ლერკამენი 10-ს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ლერკამენი 10-ის გვერდითი მოვლენებია:  გვერდითი ეფექტების შეფასებას საფუძვლად უდევს სიხშირის შემდეგი მონაცემები: ჩასასმელია ცხრილი აღინიშნება შემდეგი არასასურველი გვერდითი ეფექტები:ზოგჯერ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ტერფ-წვივის სახსრების ან ქვედა კიდურების შეშუპება, გახშირებული პულსი, გულისცემა, სახეზე სისხლის მოწოლა. იშვიათად: კანზე გამონაყარი, კუნთების ტკივილი, ძილიანობა, გულისრევა, საჭმლის მონელების დარღვევა, ფაღარათი, ტკივილი მუცლის არეში, ღებინება, სტენოკარდიის შეტევა, შარდის რაოდენობის გაზრდა, სისუსტე ან დაღლილობა.  ძალიან იშვიათად: ღრძილების გასქელება, შრატში ღვიძლის ფერმენტების (ტრანსამინაზა) დონის დროებითი მომატება, სისხლის ძალიან დაბალი წნევა, შარდვის სიხშირის მომატება, ტკივილი გულ-მკერდის არეში.  არსებობს ცნობები იმის შესახებ, რომ სტენოკარდიის მქონე პაციენტებში დიჰიდროპირიდინის ჯგუფის ზოგიერთმა პრეპარატმა სტენოკარდიის მქონე პაციენტებში შეიძლება გამოიწვიოს სტენოკარდიის შეტევების, სიხშირის, ხანგრძლივობის და სიმძიმის მომატება. ლერკამენი® 10-ის მიღების დროს აღნიშნულიდან რომელიმეს პრობლემის გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. დაუყოვნებლივ შეატყობინეთ ექიმს სხვა არასასურველი გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში. ნებისმიერი არასასურველი გვერდითი მოვლენის შემთხვევაში, აცნობეთ ექიმს ნებისმიერი სხვა პრეპარატის მიღების შესახებ, იშვიათად მიღებული პრეპარატების ჩათვლით

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით სანდიმუნ ნეორალს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

სანდიმუნ ნეორალის გვერდითი მოვლენებია:  ♦ თირკმელების მხრივ ხშირად – შრატში კრეატინინის და შარდოვანას კონცენტრაციის მომატებით მიმდინარე თირკმელების ფუნქციის დარღვევა (ჩვეულებრივ ეს მოვლენები აღინიშნება მკურნალობიდან პირველი რამოდენიმე კვირის განმავლობაში. ხასიათდება დოზისადმი დამოკიდებული თვისებებით და მცირდება დოზის შემცირებასთან დაკავშირებით). ♦ პრეპარატით ხანგრძლივი მკურნალობის დროს ზოგიერთ ავადმყოფებს აღენიშნებათ სტრუქტურული ცვლილებები თირკმელებში (მაგ. ინტერსტიციული ფიბროზი), რომელიც საჭიროებს დიფერენცირებას ავადმყოფებში თირკმელების ტრანსპლანტატებით და მოცილების ქრონიკული რეაქციებით გამოწვეული ცვლილებებისაგან. საჭმლის მომნელებელი სისტემის და ღვიძლის მხრივ: მადის დაკარგვა, გულისრევა, ღებინება, დიარეა, მუცლის ტკივილი, პანკრეატიტი, შესაძლებელია ღვიძლის ფუნქციის შექცევადი დარღვევები, რომელიც ვლინდება ბილირუბინის კონცენტრაციის, სისხლში ღვიძლის ფერმენტების აქტივობით (აღნიშნული დარღვევები დამოკიდებულია პრეპარატის დოზაზე) მომატებით. გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ხშირად არტერიული ჰიპერტენზია (განსაკუთრებით ავადმყოფებში გულის გადანერგვის შემდგომ). ნერვული და კუნთოვანი სისტემის მხრივ: შესაძლებელია თავის ტკივილი, პარესთეზიები, კრუნჩხვები; იშვიათად – კუნთების სპაზმები და სისუსტე, მიოპათია, ტრემორი. ♦ ავადმყოფებში ღვიძლის გადანერგვის შემდეგ აღწერილია ენცეფალოპათის ნიშნები, მხედველობის, მეხსიერების, აგრეთვე მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა (თუმცა საბოლოოდ დადგენილი არ არის გამოწვეულია თუ არა აღნიშნული ცვლილებები პრეპარატით, ძირითადი დაავადებებით, ან სხვა ფაქტორებით). ენდოკრინული სისტემის მხრივ: შექცევადი დისმენორეა და ამენორეა. ჰემატოლოგიური სურათი: სუსტად გამოხატული ანემია; იშვიათად – ზოგიერთ ავადმყოფებში მიკროანგიოპათური ჰემოლიზური ანემიით და თირკმელების უკმარისობით (ჰემოლიზურ ურემიული სინდრომი) გამოწვეული თრომბოციტოპენია. ალერგიული რეაქციები: შესაძლებელია კანზე გამონაყარი. ლაბორატორიული მაჩვენებლების მხრივ: ჰიპერკალიემია, ჰიპომაგნიემია, სისხლში შარდის მჟავას კონცენტრაციის მომატება. სხვადასხვა: ჰიპერტრიქოზი, გადაღლილობის შეგრძნება, ღრძილების ჰიპერტროფია, შეშუპებები, სხეულის მასის მომატება; იშვიათად – შრატში ლიპიდების შემცველობის შექცევადი მცირე ზრდა. ♦ არსებობს ცალკეული მონაცემები ავთვისებიანი და ლიმფოპროლიფერაციული დაავადების განვითარებისას სანდიმუნ ნეორალით მკურნალობის დროს (ისევე როგორც იმუნოდეპრესიული მოქმედების მქონე სხვა პრეპარატებს), მათ შორის ნეფროზული სინდრომის მქონე ავადმყოფებშიც. ფსორიაზით დაავადებულ ავადმყოფებში აღინიშნებოდა ავთვისებიანი სიმსივნის განვითარება (კერძოდ კანის).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით დერივა Cს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

დერივა C-ის გვერდითი მოვლენებია:  ჰიპერემია, კანის აქერცვლა, სიმშრალე, კანის წვა და ქავილი გელის შეზელისთანავე, რომელიც შემდგომში გადის. ალერგიული რეაქციები, ფოტომგრძნობელობა,  ჩხვლეტის შეგრძნება,  იშვიათად შეიმჩნევა ისეთი გვერდითი მოვლენები, როგორიცაა დიარეა, დიარეა სისხლით და კოლიტი (მათ შორის ფსევდომემბრანული კოლიტი).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით დიაბზიდ M-ს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

დიაბზიდ M-ის გვერდითი მოვლენებია:  გამონაყარი კანზე, ქავილი, ჰიპონატრიემია, იშვიათად ჰიპოგლიკემია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით რენელ ნს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

რენელ ნ-ის გვერდითი მოვლენებია:  არ არის გამოვლენილი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით დერმოზოლინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

დერმოზოლინის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი მოქმედება: ალერგიული რეაქცია; ხანგრძლივი მოხმარებისას და/ან კანის დიდ ფართზე დატანისას სიტემური გვერდითი მოვლენები: , კანის ატროფია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით რიმანტადინ-გრინდექსს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

რიმანტადინ-გრინდექსის გვერდითი მოვლენებია: გაურკვევლობის შემთხვევაში ჰკითხეთ ექიმს ან ფარმაცევტს.  ტაბლეტები მიიღება პერორალურად ჭამის შემდეგ წყლის დაყოლებით.  გრიპის სიმპტომების გაჩენის შემდეგ საჭიროა შეძლებისდაგვარად სწრაფად დაიწყოთ Rimantadine-Grindeks-ის მიღება.  თერაპიული ეფექტი გამოხატულია, თუ პრეპარატი მიიღება დაავადების დაწყებიდან 48 საათის განმავლობაში.  გრიპის მკურნალობა მოზრდილებში და ბავშვებში 10 წელზე ზევით ასაკის: 2 ტაბლეტი (100 მგ) 2 ჯერ დღეში.  ბავშვების მიერ პრეპარატის მიღებამდე აუცილებლად საჭიროა ექიმის კონსულტაცია.  ხანდაზმული პაციენტები (65 წლის ასაკის ზევით): 2 ტაბლეტი (100 მგ) ერთხელ დღეში.  ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევების მქონე პაციენტებში: 2 ტაბლეტი (100 მგ) ერთხელ დღეში. საშუალო და მსუბუქი სიმძიმის ღვიძლის დაზიანებების მქონე პაციენტებმა საგულდაგულოდ თვალყური უნდა ადევნონ პრეპარატის გამოყენებას იმ შემთხვევაშიც, როდესაც საჭირო არ არის პრეპარატის დოზის შერჩევა.  პაციენტებში თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევით: 2 ტაბლეტი (100 მგ) ერთხელ დღეში. მრავალჯერადი მიღებისას შესაძლებელია ორგანიზმში რიმანტადინის მეტაბოლიტების დაგროვება, ამიტომ პრეპარატის მიღება პაციენტებში საშუალო და მსუბუქი ხარისხის სიმძიმის თირკმელების ფუნქციის დაზიანებებით, უნდა იყოს კონტროლის ქვეშ და საჭიროებისას თან ახლდეს დოზირების შერჩევა.  მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა 5 დღე.  გრიპის პროფილაქტიკა მოზრდილები და ბავშვები 10 წელზე უფროსი ასაკის: 1 ტაბლეტი (50 მგ) ერთხელ დღეში.  პაციენტები მაღალი რისკის ჯგუფის და ღვიძლის და/ან თირკმელების ფუნქციების მძიმე დარღვევებით: 1 ტაბლეტი (50 მგ) ერთხელ დღეში.  პრეპარატის მიღება საჭიროა დაიწყოს რაც შეიძლება სწრაფად ეპიდემიის დაწყებასთან ერთად. პრეპარატი გამოყენებულ უნდა იქნას მთელი ეპიდემიის განმავლობაში, მაგრამ არა უმეტეს 2 კვირისა.  ეპიდემიის ლოკალური კერის დროს კონტაქტურმა პირებმა უნდა მიიღონ რიმანტადინი 50 მგ (1 ტაბლეტი) ერთხელ დღეში 7 დღის განმავლობაში.  თუ მიიღეთ დანიშნულზე მეტი Rimantadine-Grindeks თუ თქვენ მიიღეთ დანიშნულზე მეტი Rimantadine-Grindeks, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.  თუ დაგავიწყდათ Rimantadine-Grindeks –ის მიღება თუ თქვენ დაგავიწყდათ Rimantadine-Grindeks –ის მიღება ჩვეულ დროს, მაშინ გააკეთეთ ეს, როგორც კი გაგახსენდებათ და გააგრძელეთ ჩვეულებრივად მიღება. “დავიწყებული” დოზის ჩასანაცვლებლად არ მიიღოთ პრეპარატის ორმაგი დოზა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ლაქტო-G-ს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ლაქტო-G-ის გვერდითი მოვლენებია:  პრეპარატი კარგად გადაიტანება, რეკომენდებული დოზით პრეპარატის მიღებისას გვერდითი მოვლენები გამოვლენილი არ არის.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები