Category Archives: პრეპარატები ორსულობისას

ბისოპროლოლი – BISOPROLOL ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ბისოპროლოლი –  კლინიკური კვლევის მონაცემები არ მოიპოვება, რის გამოც ორსულობის დროს არ არის რეკომენდებული პრეპარატის დანიშვნა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

ბეროტეკი – BEROTEC (FENOTEROL) ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ბეროტეკი –  ორსულობის დროს პრეპარატის გამოყენება ხდება მხოლოდ განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სასარგებლო შედეგი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე უარყოფითი მოქმედების პოტენციურ რისკს. ფენოტეროლი იწვევს საშვილოსნოს კუმშვადობის შემცირებას. ფენოტეროლი ექსკრეგირებს დედის რძეში, ამიტომ ლაქტაციის პერიოდში მისი დანიშვნისას საჭიროა ძუძუთი კვება შეწყდეს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

ბუტადიონი / BUTADION ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ბუტადიონი – გამოყენება ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში ორსულობა და ძუძუთი კვება ითვლება შედარებით უკუჩვენებად ამ მალამოს გამოყენებისათვის და ამიტომ გადაწყვეტილება მისი გამოყენების შესახებ მიღებული უნდა იყოს მოსალოდნელი სარგებლის და პოტენციური რისკის გულმოდგინე შეფასების შემდეგ. არასტეროიდულმა ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატებმა შეიძლება გამოიწვიოს თანდაყოლილი ანომალიები და შესაბამისად, მათი გამოყენება წინააღმდეგნაჩვენებია ორსულობის პირველ და მესამე ტრიმესტრში.  

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

არკოქსია / ARCOXIA ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

არკოქსია – გამოყენება ორსულობის და ძუძუთი კვების დროს  ორსულობა. ეტორიკოქსიბის, როგორც ცოგ-ის მაინჰიბირებელი სხვა პრეპარატების გამოყენება, არ არის რეკომენდირებული ქალებისათვის, რომლებიც გეგმავენ ორსულობას. არ არსებობს კლინიკური მონაცემები ორსულობის პერიოდში ეტორიკოქსიბის გამოყენების შესახებ. ცხოველებზე კვლევებში აღინიშნებოიდა რეპროდუქციული ტოქსიურობა. პოტენციური რისკი ქალებში ორსულობის პერიოდში უცნობია. ორსულობის ბოლო ტრიმესტრის განმავლობაში ეტორიკოქსიბის, როგორც პროსტაგლანდინების მაინჰიბირებელი სხვა პრეპარატების გამოყენებამ, შეიძლება გამოიწვიოს საშვილოსნოს შეკუმშვების არარსებობა და ბოტალის სადინარის ნაადრევი დახურვა. ეტორიკოქსიბის გამოყენება უკუნაჩვენებია ორსულობის პერიოდში. თუ ორსულობა დადგა მკურნალობის პერიოდში, ეტორიკოქსიბი უნდა მოიხსნას.  ლაქტაცია. უცნობია აღწევს თუ არა ეტორიკოქსიბი დედის რძეში ქალებში. ცნობილია, რომ ვირთხებში პრეპარატი გამოიყოფა დედის რძით. ქალებმა, რომლებიც იყენებენ ეტორიკოქსიბს, ძუძუთი არ უნდა კვებონ.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

კარდოგრელი® – CARDOGREL ® ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

კარდოგრელი® –  თუ ორსულად ხართ, ან ეჭვობთ ორსულობის არსებობას, მაშინ კარდოგრელის მიღებამდე უნდა უთხრათ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. თუ თქვენ დაორსულდით კარდოგრელის მიღების დროს, დაუყოვნებლივ მიმარტეთ ექიმს, ვინაიდან კლოპიდოგრელის გამოყენება ორსულობის დროს რეკომენდებული არ არის. ძუძუთი კვების დროს, მიმართეთ ექიმს, რომელიც დაგეხმარებათ გადაწყვიტოთ, განაგრძოთ კარდოგრელის მიღება თუ ძუძუთი კვება. ნებისმიერი სხვა წამლის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს რჩევისათვის.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

ნიზოკონი / NIZOCON ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ნიზოკონი –  შესაძლებელია პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, ვინაიდან გარეგანი გამოყენებისას კეტოკონაზოლი პრაქტიკულად არ შეიწოვება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

აზითრომიცინი / AZITHROMYCIN ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

აზითრომიცინი – ორსულობა ლაქტაცია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ინიშნება მხოლოდ სასიცოცხლო ჩვენებით.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

ნივალინი / NIVALIN ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ნივალინი – ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი მიმართეთ ექიმს რჩევისთვის ნივალინის გამოყენებამდე. ორსულებში ნივალინის გამოყენებისას უსაფრთხოება არ არის დადასტურებული, ამიტომ მისი გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში არ არის რეკომენდებული.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

ნექსიუმი / NEXIUM ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ნექსიუმი – ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი ამ დროისთვის არ არსებობს საკმარისი მონაცემები ნექსიუმის ორსულობის დროს გამოყენების შესახებ. ომეპრაზოლის ეპიდემიოლოგიური კვლევის შედეგებმა, რომელიც წარმოადგენს რაცემიულ ნარევს, აჩვენა ფეტოტოქსური მოქმედების ან ნაყოფის განვითარების დარღვევის არ არსებობა. ეზომეპრაზოლის ცხოველებში შეყვანისას გამოვლენილი არ არის რაიმე პირდაპირი ან ირიბი უარყოფითი მოქმედება ემბრიონის ან ნაყოფის განვითარებაზე. პრეპარატის რაცემიული ნარევის შეყვანა აგრეთვე არ ახდენდა ცხოველებზე უარყოფით გავლენას მაკეობის პერიოდში, მშობიარობის დროს, აგრეთვე პოსტნატალური განვითარებისას. ორსულებში პრეპარატის დანიშვნა უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედისთვის მოსალოდნელი სარგებელი აჭარბებს ნაყოფის პოტენციურ რისკს. უცნობია გამოიყოფა თუ არა ეზომეპრაზოლი რძეში, ამიტომ ძუძუთი კვების პერიოდში ნექსიუმი არ უნდა დაინიშნოს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

ნეფაზანი / Nefazan ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ნეფაზანი –  B კატეგორიის ორსულობა. ცხოველებზე ჩატარებულმა რეპროდუქციულმა კვლევებმა კლოპიდოგრელით გამოწვეული ფეტოტოქსიურობის ან ფერტილობის დარღვევის რაიმე ნიშანი ვერ გამოავლინეს. თუმცა, ორსულ ქალებში სათანადო და კარგად-კონტროლირებული კვლევები არ ჩატარებულა. ვინაიდან ცხოველების რეპროდუქციული კვლევები ყოველთვის ვერ განსაზღვრავენ ადამიანების საპასუხო რეაქციებს, კლოპიდოგრელი ორსულობის დროს გამოიყენება მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში. ლაქტაცია ვირთხებზე ჩატარებულმა კვლევებმა უჩვენეს, რომ კლოპიდოგრელი და მისი მეტაბოლიტები გამოიყოფა რძეში. უცნობია გამოიყოფა თუ არა ეს პრეპარატი ადამიანის რძეში. ვინაიდან ბევრი პრეპარატი გამოიყოფა დედის რძეში და რადგანაც მეძუძურ ბავშვებში არსებობს მძიმე გვერდითი მოვლენების განვითარების შესაძლებლობა, გადაწყვეტილებაა მისაღები შეწყდეს ძუძუთი კვება ან წამლის მიღება, ამავდროულად გასათვალისწინებელია პერპარატის მნიშვნელობა მეძუძური დედისათვის.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი