Category Archives: პრეპარატების უკუჩვენებები

იცით ერივეჯს რა უკუჩვენებები აქვს?

ერივეჯის უკუჩვენებებია: ერივეჯის გამოყენება  წინააღმდეგნაჩვენებია უკუნაჩვენებია ლაქტაციის პერიოდში და, ასევე, პაციენტმა ბავშვი არ უნდა კვებოს თავისი რძით ერივეჯის ბოლო დოზის მიღებიდან  შვიდი თვის განმავლობაში, ვინაიდან პრეპარატმა შესაძლებლია გამოიწვიოს განვითარების მძიმე დეფექტები ჩვილებსა და ბავშვებში (იხ. ქვეთავი 2.4.1 გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები, ზოგადი და ქვეთავი 2.5.3  გამოყენება განსაკუთრებულ ჯგუფებში) 2.4 გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები ემბრიოფეტალური სიკვდილი ან ახალშობილის მძიმე დეფექტები (იხ. ქვეთავი 2.5.1 გამოყენება განსაკუთრებულ ჯგუფებში და ქვეთავი 3.3 პრეკლინიკური უსაფრთხოება). ორსულ ქალებში გამოყენებისას ერივეჯმა შესაძლოა გამოიწვიოს ემბრიოფეტალური სიკვდილი (ჩანასახის ან ნაყოფის დაღუპვა) ან ახალშობილის მძიმე დეფექტები.  Hedgehoge-ს სასიგნალო გზის ინჰიბიტორებმა,როგორიცაა ვისმოდეგიბი, გამოავლინეს ემბრიოტოქსიური და/ან ტერატოგენული მოქმედება სხვადასხვა სახეობის ცხოველებში. მათ შეუძლიათ გამოიწვიონ ცენტრალური ღერძის მძიმე  დეფექტები, ხელის ან ფეხისთითების ნაკლებობა და განვითარებადი ჩანასახის და  ნაყოფის სხვა შეუქცევადი მალფორმაციები. ერივეჯის გამოყენება ორსულობის დროს არ შეიძლება გარდა სიცოცხლისათვის საშიში სიტუაციებისა, როდესაც პაციენტისათვის პოტენციური სარგებელი უფრო მეტია, ვიდრე ნაყოფისათვის  არსებული რისკი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით ვალტანს რა უკუჩვენებები აქვს?

ვალტანის უკუჩვენებებია: – პრეპარატის კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა; – ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი; ვალტანი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში ღვიძლის ბილიარული ციროზით, სანაღვლე გზების გაუვალობით; თირკმლის უკმარისობით (კკ < 10 მლ/წთ); ჰიპონატრიემიით, თირკმლის არტერიის სტენოზით.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით ვივაბონი სიროფს რა უკუჩვენებები აქვს?

ვივაბონი სიროფის უკუჩვენებებია: * ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ; * შაქრიანი დიაბეტი; * ექსუდაციური დიათეზი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით კარვედი-დენკი 25-ის რა უკუჩვენებები აქვს?

კარვედი-დენკი 25-ის უკუჩვენებებია: კარვედი-დენკ 25 არ მიიღება შემდეგ შემთხვევებში: – თუ აღინიშნება ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერება – კარვედილოლის ან კარვედი-დენკ 25-ში შემავალი რომელიმე ინგრედიენტის მიმართ; – თუ აღინიშნება გულის ფუნქციის ძლიერი დაქვეითება (კარდიოგენული შოკი); – თუ პროგრესულად უარესდება გულის უკმარისობა (დეკომპენსირებული გულის უკმარისობა); – თუ აღინიშნება მწვავე პულმონარული ემბოლია; – თუ აღინიშნება უჩვეულო მოჭერის შეგრძნება გულმკერდის არეში, ე.წ. პრინცმეტალის სტენოკარდია, რაც გამოწვეულია კორონარული სისხლძარღვების შეკუმშვით; – თუ აღინიშნება ძალიან დაბალი არტერიული წნევა (სისტოლური წნევა >90მმ.ვწყ. სვ.); – თუ პულსი ან გულისცემა ძალიან შენელებულია: თუ კარვედი-დენკ 25 გამოიყენება გულის უკმარისობის დროს, მაშინ გულისცემის სიხშირე მოსვენებულ მდგომარეობაში უნდა იყოს სულ მცირე 65 დარტყმა/წუთში.  – თუ აღინიშნება არანამკურნალები გულის უკმარისობა ან გულის გამტარი სისტემის ზოგიერთი დაავადება (მაგ. II ან III ხარისხის AV ბლოკადა ან სინუსის კვანძის სისუსტის სინდრომი, სინოატრიალური ბლოკადა (თუ აღნიშნულ მდგომარეობას არ მკურნალობენ პეისმეკერით)) – თუ აღინიშნება სასუნთქი სისტემის დაავადების შემდეგომ განვითარებული გულის უკმარისობა (ფილტვისმიერი გული). – თუ აღინიშნება ბრონქული ასთმა ან სასუნთქი გზების სხვა დაავადება, რომელსაც აქვს მიდრეკილება განავითაროს სასუნთქი გზების სპაზმის-მსგავსი შევიწროვება (მაგ. ქრონიკული ობსტრუქციული ბრონქიტი). – თუ აღინიშნება თირკმელზედა ჯირკვლის ჰიპერაქტივობა (ფეოქრომოციტომა), რასაც არ მკურნალობენ მედიკამენტებით. – თუ აღინიშნება ღვიძლის მძიმე დაავადება. – თუ აღინიშნება სხეულის მჟავა-ტუტოვანი ბალანსის ძლიერი დარღვევა (მეტაბოლური აციდოზი). – თუ პაციენტი კომბინირებულად მკურნალობს ზოგიერთი ანტიდეპრესანტით, გარდა MAO B ინჰიბიტორებისა. – თუ პაციენტს ამჟამად უტარდება ინფუზია ისეთი პრეპარატებით, რომლებიც გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის ან კარდიოლოგიური პრობლემების სამკურნალოდ (ვერაპამილი ან დილტიაზემი). – ლაქტაციის პერიოდი.  კარვედი-დენკ 25 გამოიყენება განსაკუთრებული სიფრთხილით შემდეგ შემთხვევებში: უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს, თუ ამჟამად ან ანამნეზში აღინიშნება შემდეგი მდგომარეობა ან დაავადება: – გულის უკმარისობა; – თირკმლის ფუნქციის დარღვევა; – უახლოეს პერიოდში გადატანილი გულის ინფარქტი და შემდგომ განვითარებული გულის უკმარისობა; – ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება – შესაძლებელია საჭირო გახდეს პრეპარატის დოზის დარეგულირება;  – დიაბეტი – შესაძლებელია საჭირო გახდეს პრეპარატის დოზის დარეგულირება და ჰიპოგლიკემიის სიმპტომები შეიძლება შეინიღბოს; – კიდურებში სისხლის მიმოქცევის დარღვევა (ცივი ხელის და ფეხის თითები); – რეინოს სინდრომი (ხელის ან ფეხის თითების ტკივილი, რომელთაც შესაძლებელია თავიდან მიიღონ მოცისფრო ფერი, შემდეგ გახდეს თეთრი და საბოლოოდ – წითელი); – ჰიპერაქტიული ფარისებრი ჯირკვალი (ჰიპერთიროიდიზმი ან თიროტოქსიკოზი); – ანესთეზიამდე ან სერიოზულ ოპერაციამდე; – არტერიული წნევის დაქვეითება წამოდგომისას ან დაჯდომისას, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს თავბრუსხვევა ან გულის წასვლა (ორთოსტატული ჰიპერტენზია); – გულის ზომიერი ხარისხის ბლოკადა (I ხარისხი); – გულის ანთებითი დაავადება; – პრობლემები გულის სარქვლების მხრივ; – სხეულის ძირითადი არტერიის (აორტის) შევიწროვება; – სხვა დაავადებით გამოწვეული მაღალი არტერიული წნევა (მეორადი ჰიპერტენზია); – ანამნეზში ჰიპერმგრძნობელობის მძიმე რეაქციის (ალერგიის) არსებობა ან თუ პაციენტს უტარდება დესენსიტიზაციის რეაქცია ზოგიერთი ალერგენის მიმართ; – ფსორიაზი, რადგან მისი სიმპტომები შესაძლოა გაუარესდეს; – თუ პაციენტი იყენებს დილტიაზემს, ვერაპამილს ან გულის რითმის სამკურნალო სხვა პრეპარატს (იხილეთ ნაწილი უერთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან); – ფეოქრომოციტომა (სიმსივნე, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს არტერიული წნევის უეცარი მომატება); – თუ პაციენტი ატარებს კონტაქტურ ლინზებს – კარვედილოლმა შესაძლებელია შეამციროს ცრემლდენა და გამოიწვიოს თვალების სიმშრალე; არ შეიძლება კარვედი-დენკ 25-ით მკურნალობის უეცარი შეწყვეტა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ შემთხვევაში, თუ აღინიშნება გულის კორონარული დაავადება.  ბავშვები და მოზარდები (18 წლამდე ასაკის) კარვედი-დენკ 25 არ გამოიყენება ბავშვებში და მოზარდებში. ბავშვებში და მოზარდებში პრეპარატის გამოყენების ეფექტურობისა და უსაფრთხოების შესახებ მონაცემები არ არის საკმარისი.   ხანდაზმულები (70 წელზე ზემოთ) ხანდაზმულმა ადამიანები შესაძლებელია უფრო მგრძნობიარენი იყვნენ კარვედილოლის მიმართ და შესაბამისად უნდა იმყოფებოდნენ დაკვირვების ქვეშ. სხვა ბეტა ბლოკატორების მსგავსად და განსაკუთრებით კორონარული ცირკულაციური დაავადების მქონე პაციენტებში კარვედილოლის მკურნალობა უნდა შეწყდეს თანდათან.    მცდარი პასუხის მიღება დოპინგის ტესტის ჩატარებისას კარვედი-დენკ 25-ის გამოყენებამ შესაძლებელია დადებითი შედეგი გამოიწვიოს დოპინგის კონტროლის დროს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

 

იცით ტრიტიკოს რა უკუჩვენებები აქვს?

ტრიტიკოს უკუჩვენებებია::: * მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ; * ორსულობის პერიოდი; * ლაქტაციის პერიოდი; * ბავშვები.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით ველაქტოზ-ას რა უკუჩვენებები აქვს?

ველაქტოზ-ას უკუჩვენებებია: • ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ; • გალაქტოზემია; • ლაქტოზას, გალაქტოზას ან ფრუქტოზას აუტანლობა; • ნაწლავთა გაუვალობა,ნაწლავის ობსტრუქცია, კოლატომია, ელიტომია

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით ტრიტაცე 10 მგ-ის რა უკუჩვენებები აქვს?

ტრიტაცეს უკუჩვენებებია: – მომატებული მგძნობელობა აქტიური ნივთიერება რამიპრილის, სხვა აგფ-ინჰიბიტორებისა თუ ტრიტაცე® ტაბლეტების ნებისმიერი შემადგენელი ნივთიერების მიმართ; – მიდრეკილება ქსოვილოვანი შეშუპებისადმი (ანგიონევროზული შეშუპება, რასაც იწვევს ადრე ჩატარებული მკურნალობა აგფ-ინჰიბიტორებით); – თირკმლის არტერიების შევიწროება (ორივე მხარეს ან ცალ მხარეს – ერთი თირკმლის არსებობის შემთხვევაში); – ახლახანს გადანერგილი თირკმელი;  – გულის მარცხენა პარკუჭის სარქველების მნიშვნელოვანი შევიწროება (ჰემოდინამიურად შესაბამისი აორტის ან მიტრალური სარქველის სტენოზი) ან მარცხენა პარკუჭიდან სისხლის გამოდენის სხვა სახით დარღვევა (დარღვეული ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია); – სისხლში საწყისი ალდოსტერონის მზარდი კონცენტრაციები; – ორსულობა (ორსულობა უნდა გამოირიცხოს მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის მანძილზე); – ლაქტაციის პერიოდი;  – მუდმივი, გამოხატული, დაბალი არტერიული წნევა (ჰიპოტენზია; 90 mmHG-ზე ნაკლები სისტოლური წნევა); – არტერიული წნევის მკვეთრი დაცემა მწოლიარე მდგომარეობიდან წამოჯდომის დროს (პოსტურალური დარღვევა); – გულის მწვავე უკმარისობა (NYHA IV); – გულ-მკერდის არეში მოულოდნელი ეპიზოდური ტკივილი (არასტაბილური სტენოკარდია); – სიცოცხლისათვის საშიში გულის რითმის დარღვევები (პარკუჭოვანი ექსტრასისტოლია); – ფილტვისმიერი გული (core pulmonale). ვინაიდან პრეპარატით მკურნალობასთან დაკავშირებით არასაკმარისი გამოცდილებაა, მათი მიღება შემდეგ შემთხვევებში დაუშვებელია: – თირკმლის დაავადებები, რომელთა მკურნალობაც ხორცილედება იმ პრეპარატებით, რომლებიც ამცირებს სხეულის თავდაცვის უნარს (კორტიკოსტეროიდები, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები, იმუნომოდულატორები და/ან ციტოტოქსიკური ნივთიერებები); – დიალიზის შემდეგ; – ღვიძლის პირველადი დაავადება ან ღვიძლის მწვავე დისფუნქცია; – გულის მძიმე უკმარისობა ისეთი სიმპტომების თანხლებით, როგორიცაა სითხის დაგროვება ქსოვილსა და/ან სხეულის ღრუში (დეკომპენსირებული გულის უკმარისობა); – ბავშვთა ასაკი.  ტრიტაცეს ან სხვა აგფ-ინჰიბიტორების ერთდროულმა მიღებამ და სისხლის ფილტრაციის გარკვეულმა პროცედურებმა, რომლის დროსაც სისხლი ეხება უარყოფითად დამუხტულ ზედაპირებს (მაგ. “AN 69 მემბრანა” დიალიზში ან დექსტრანის სულფატი დაბალი სიხშირის ლიპოპროტეინების აფერეზისში), შესაძლებელია გამოიწვიოს ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები და სიცოცხლისათვის სახიფათო შოკიც კი. შესაბამისად, გადაუდებელი დიალიზის ან ჰემოფილტრაციის ან დაბალი სიხშირის ლიპოპროტეინების აფერეზისის აუცილებლობის შემთხვევაში, წინასწარ უნდა შეწყდეს მკურნალობის კურსი და შეიცვალოს სხვა პრეპარატით (არა აგფ-ინჰიბიტორით) ან გამოყენებული უნდა იქნას დიალიზის განსხვავებული მემბრანა. მწერების შხამთან (მაგ: ფუტკრის ან ბზიკის შხამთან) მიმართებაში მგრძნობელობის დაქვეითების (დესენსიბილიზაციის) აუცილებლობის შემთხვევაში, აგფ-ინჰიბიტორი დროებით უნდა შეიცვალოს სხვა ჯგუფის შესაბამისი პრეპარატით. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება განვითარდეს სიცოცხლისათვის სახიფათო ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები (როგორიცაა სისხლის წნევის დაცემა, სუნთქვის გაძნელება, ღებინება, კანის ალერგიული რეაქციები). აღნიშნულმა რეაქციებმა, შესაძლებელია აგრეთვე, თავი იჩინონ მწერის (მაგ. ფუტკრების ან ბზიკების) კბენის შემდეგ.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით ერინიტს რა უკუჩვენებები აქვს?

ერინიტის უკუჩვენებებია:: გამოხატული არტერიული ჰიპოტენზია, კოლაფსი, შოკი, მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი, რომელიც მიმდინარეობს ჰიპოტონიით, ჰემორაგიული ინსულტი, თავის ტვინის ტრავმვა, დახურულკუთხოვანი გლაუკომა, პრეპარატისა და სხვა ორგანული ნიტრატების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით ტროქსევაზინს რა უკუჩვენებები აქვს?

ტროქსევაზინის უკუჩვენებებია::: პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით ვალოკორდინს რა უკუჩვენებები აქვს?

ვალოკორდინის უკუჩვენებებია: *მომატებული მგრძნობელობა ბრომის მიმართ; *ღვიძლის და თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევა; *ორსულობის დროს პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით; *ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები