Category Archives: პრეპარატების უკუჩვენებები

იცით როტაფერ პლუსს რა უკუჩვენებები აქვს?

როტაფერ პლუსის უკუჩვენებებია: – მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ; – ორგანიზმში რკინის მაღალი კონცენტრაცია (ჰემოქრომატოზი, ჰემოსიდეროზი); – რკინის უტილიზაციის დარღვევა (ტყვიით განპირობებული ანემია, სიდერობლასტური ანემია, თალასემია); – არარკინადეფიციტური ანემიები (ჰემოლიზური, ვიტ. B12 დეფიციტური ან მეგალობლასტური ანემია); – 12 წლამდე ასაკი (კლინიკური მონაცემების არარსებობის გამო). სიფრთხილით გამოიყენება კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების, ნაწლავის ანთებითი დაავადებების (ენტერიტი, დივერტიკულიტი, წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება) დროს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით როტაფერ კიდსს რა უკუჩვენებები აქვს?

როტაფერ კიდსის უკუჩვენებებია: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ; რკინის ჭარბი შემცველობა ორგანიზმში (ჰემოქრომატოზი, ჰემოსიდეროზი); რკინის უტილიზაციის მექანიზმების დარღვევა (ტყვიისმიერი ანემია, თალასემია); 1 წლამდე ასაკი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით როტარიტმილს რა უკუჩვენებები აქვს?

როტარიტმილის უკუჩვენებებია: – პრეპარატის კომპონენტების ან იოდის მიმართ მომატებული მგრძნობელობა; – სინუსის კვანძის სისუსტის სინდრომი (სინუსური ბრადიკარდია, სინოატრიული ბლოკადა კარდიოსტიმულატორის არარსებობისას); – II-III ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადა და ჰისის კონის ფეხების ბლო¬კადა (კარდიოსტიმულატორის არარსებობისას); – Qთ ინტერვალის თანდაყოლილი ან შეძენილი გახანგრძლივება; – გულის მძიმე უკმარისობა; – გამოხატული არტერიული ჰიპოტენზია, კოლაფსი, შოკი;  – ისეთ პრეპარატებთან ერთად მიღება, რომლებიც ახანგრძლივებენ QT ინტერვალს და იწვევენ პაროქსიზმული ტაქიკარდიის განვითარებას, მათ შო¬რის “პირუეტის” ტიპის (ტორსადე დე პოინტეს) პოლიმორფული პარკუჭოვანი ტაქიკარდია; – მონოამინოოქსიდაზის ინჰიბიტორებთან თანადროული მიღება; – ფილტვების ინტერსტიციული დაავადება; – ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქცია (ჰიპო – და ჰიპერთირეოზი); – ჰიპოკალემია, ჰიპომაგნემია; – 18 წლამდე ასაკი (ეფექტურობა და უსაფრთხოება დადგენილი არ არის); – ორსულობის II–III ტრიმესტრი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით როტაპროსტს რა უკუჩვენებები აქვს?

როტაპროსტის უკუჩვენებებია: –              მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით როტალფენს რა უკუჩვენებები აქვს?

როტალფენის უკუჩვენებებია: – მომატებული მგრძნობელობა დექსკეტოპროფენის ან სხვა აასს-ების მიმართ ან პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ; – პაციენტები, რომელბშიც მსგავსი მოქმედების მექანიზმის მქონე საშუალებების ადრეულმა გამოყენებამ (აცეტილსალიცილის მჟავა და სხვა აასს) მოახდინა ბრონქული ასთმის, ბრონქოსპაზმის, მწვავე რინიტის, ჭინჭრის ციების ან ანგიონევროზული შეშუპების შეტევების პროვოცირება; – კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის აქტიური წყლულოვანი დაავადების ან  წყლულოვანი დაავადების გამეორებითი ეპიზოდების მქონე პაციენტები (ორი და მეტი ეპიზოდი); – სისხლდენა კუჭ-ნაწლავიდან (მათ შორის დაკავშირებული აასს-ების წინა მიღებასთან), სხვა აქტიური სისხლდენები; – კრონის დაავადება, არასპეციფიური წყლულოვანი კოლიტი; – ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევები (10-15 ქულა ჩაილდ-პიუს შკალის მიხედვით); – თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევები (კკ <50მლ/წთ); – ბრონქული ასთმა (მათ შორის ანამნეზში); – გულის მძიმე უკმარისობა; – ტკივილის სინდრომის მკურნალობა აორტო-კორონარული შუნტირებისას; – ჰემორაგიული დიათეზი ან კოაგულაციის სხვა დარღვევები; – ორსულობის მესამე ტრიმესტრი და ლაქტაციის პერიოდი; – ბავშვთა ასაკი; – უკუნაჩვენებია ეპიდურული, ტვინის გარსქვეშა ან გარსშიდა შეყვანა პრეპარატის შემადგენლობაში ეთანოლის შემცველობის გამო.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით როტალუდს რა უკუჩვენებები აქვს?

როტალუდის უკუჩვენებებია: მომატებული მგრძნობელობა ტიზანიდინის, ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ; ღვიძლის ფუნქციის გამოხატული დარღვევა; ტიზანიდინის და ფლუვოქსამინის ერთდროული მიღება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით როტალეპტინს რა უკუჩვენებები აქვს?

როტალეპტინის უკუჩვენებებია: ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ; 3 წლამდე ასაკი პარციალური ეპილეფსური გულყრების დროს (ეფექტურობა დამატებითი სამკურნალო საშუალების სახით გამოყენების შემთხვევაში დადგენილი არ არის); 12 წლამდე ასაკი ჰერპესული ნევრალგიის დროს (ეფექტურობისა და უსაფრთხოების კვლევები არ ჩატარებულა).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით როტაკინაზას რა უკუჩვენებები აქვს?

როტაკინაზას უკუჩვენებებია: – წი­ნა 10 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­და­ტა­ნი­ლი ოპე­რა­ცია, ტრავ­მა, ბი­ოფ­სია, (ლა­ვი­წქვე­და ან სა­უღ­ლე ვე­ნის) პუნ­ქცია, გუ­ლის ტამ­პო­ნა­და, ენ­დოტ­რა­ქე­ული ინ­ტუ­ბა­ცია; – თავის ტვი­ნის არ­ტე­რი­ე­ბის და­ზი­ა­ნე­ბა, რო­მელ­საც შე­იძ­ლე­ბა ად­გი­ლი ჰქონ­დეს მძი­მე არ­ტე­რი­უ­ლი ჰი­პერ­ტენ­ზი­ის, ჰიპერტონიის ან დი­ა­ბე­ტუ­რი რე­ტი­ნო­პა­თი­ის, ახ­ლო  წარ­სულ­ში (2 თვემ­დე) გა­და­ტა­ნი­ლი ინ­სულ­ტის ან სხვა ცე­რებ­რო­ვას­კუ­ლა­რუ­ლი  პა­თო­ლო­გი­ის, ანევ­რიზ­მის დროს; – სის­ხლდე­ნა ან სის­ხლდე­ნის განვითარების მა­ღა­ლი რის­კი (ჰე­მო­რა­გი­უ­ლი დია­თე­ზი, თრომ­ბო­ცი­ტო­პე­ნია, თირ­კმე­ლე­ბის და/ან ღვიძ­ლის მძი­მე უკ­მა­რისო­ბა, წი­ნა 6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში საჭ­მლის მო­მ­ნე­ლე­ბე­ლი ტრაქ­ტის ერო­ზი­ულ-წყლუ­ლო­ვა­ნი და­ზი­ა­ნე­ბა – პეპ­ტი­უ­რი წყლუ­ლი, არას­პე­ცი­ფი­უ­რი წყლუ­ლო­ვა­ნი კო­ლი­ტი, დი­ვერ­ტი­კუ­ლი­ტი, მენ­სტრუ­- ა­ლუ­რი სის­ხლდე­ნა, ორ­სუ­ლო­ბის პერიოდი – გან­სა­კუთ­რე­ბით პირ­ვე­ლი 18 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, მშო­ბი­ა­რო­ბის შემ­დგო­მი პე­რი­ო­დი, ტუ­ბერ­კუ­ლო­ზის აქ­ტი­უ­რი ფორ­მა, სიმ­სივ­ნეები, მწვა­ვე პან­კრე­ა­ტი­ტი); – კარდიალური ემბოლიის რისკი, მაგალითად, წინაგულების ციმციმის დროს მიტ­რალური სარქვლის დაზიანებისა და ბაქტერიული ენდოკარდიტის ფონზე; – ახლო წარსულში (მანეიტრალიზებელი ანტისხეულების მაღალი ტიტრის განსაზღვრამდე 5 დღიდან 6 თვემდე) სტრეპტოკინაზით მკურ­ნალობა; – გულის მიტრალური მანკი წინაგულების ციმციმით, სეფსისური ენდო­კარდიტი; – თავის ტვინის სიმსივნე ან მეტასტაზები ცენტრალურ ნერვულ სისტემაში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით როტაზარს რა უკუჩვენებები აქვს?

როტაზარის უკუჩვენებებია: – მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ; – გალაქტოზას მემკვიდრეობითი აუტანლობა, ლაქტაზას უკმარისობა ან გლუკოზას და გალაქტოზას შეწოვის დარღვევები; – ორსულობა; – ლაქტაციის პერიოდი; – საბავშვო ასაკი და 18 წლამდე მოზარდები (ეფექტურობა და უსაფრთხოება დადგენილი არ არის).  სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პრეპარატი აორტული ან მიტრალური სარქველის სტენოზის, ჰიპერტოფული ობსტრუქციული კარდიომიოპათიის, დეჰიდრატაციის, ჰიპონატრიემიის, დიარეის, ღებინების, სუფრის მარილის მოხმარების შეზღუდვით დიეტის დაცვის, დიურეტიკებით თერაპიის, თირკმელების არტერიების ორმხრივი სტენოზის, ერთადერთი თირკმლის არტერიის ცალმხრივი სტენოზის, NYHA კლასიფიკაციით III-IV ფუნქციონალური კლასის ქრონიკული გულის უკმარისობის, გულის იშემიური დაავადების და/ან თავის ტვინის სისხლძარღვების ათეროსკლეროზული დაზიანების, ჰიპერკალიემიის, თირკმელების უკმარისობის, ჰემოდიალიზის, ბოლო დროს ჩატარებული თირკმელის ტრანსპლანტაციის (გამოყენების კლინიკური გამოცდილების არარსებობა), ღვიძლის მძიმე უკმარისობის (გამოყენების კლინიკური გამოცდილების არარსებობა) დროს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით როტავიტ კალციუმ ფორტეს რა უკუჩვენებები აქვს?

როტავიტ კალციუმ ფორტეს უკუჩვენებებია: – მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტებიდან ერთ-ერთის მიმართ; – ჰიპერკალცემია, ჰიპერკალციურია; – D3 ჰიპერვიტამინოზი;  – შარდკენჭოვანი დაავადება (ნეფროლითიაზი); – თირკმლის მძიმე უკმარისობა; – აქტიური ტუბერკულოზი; – სარკოიდოზი; – 3 წლამდე ბავშვთა ასაკი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები