Category Archives: პრეპარატების უკუჩვენებები

იცით აკლასტას რა უკუჩვენებები აქვს?

აკლასტას უკუჩვენებებია:.  მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის აქტიური ნივთიერების ან ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ, ან მომატებული მგრძნობელობა ბისფოსფონატების მიმართ. თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევა კრეატინინის კლირენსით < 35 მლ/წთ. ჰიპოკალციემია. ორსულობა და ძუძუთი კვების პერიოდი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით ნოვიგრა 100-ს რა უკუჩვენებები აქვს?

ნოვიგრა 100-ის უკუჩვენებებია: სილდენაფილი  აძლიერებს  ნებისმიერი  სამკურნალწამლო  ფორმით  მიღებული  ორგანული  ნიტრატების  ჰიპოტენზიურ  მოქმედებას. სილდენაფილი  უკუნაჩვენებია  პრეპარატის  ნებისმიერი  კომპონენტის  მიმართ  მომატებული  მგრძნობელობის  შემთხვევაში. პრეპარატი  არ  არის  განკუთვნილი  ქალებისათვის,  ასევე   უკუნაჩვენებია  ხანდაზმულ  და  ბავშვთა  ასაკში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით ნოტაკელ D5 ტაბლეტებს რა უკუჩვენებები აქვს?

ნოტაკელ D5 ტაბლეტების უკუჩვენებებია: არ მიიღება ობის სოკოების (Penicillium Chrysogenum) მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით ლექსოტანს რა უკუჩვენებები აქვს?

ლექსოტანის უკუჩვენებებია: ლექსოტანილის დანიშვნა არ ხდება პაციენტებში რომლებსაც აქვთ ბენზოდიაზეპინებზე ჰიპერმგრძნობელობა, სუნთქვის მძიმე უკმარისობა, ძილის აპნოეს სინდრომი, მიასთენია ან ღვიძლის მძიმე უკმარისობა (ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიის გაღრმავების პოტენციალის გამო ბენზოდიაზეპინები არ არის ნაჩვენები ღვიძლის მძიმე უკმარისობის დროს). ბენზოდიაზეპინების გამოყენება არ შეიძლება თუ ცნობილია ან საეჭვოა პაციენტის პათოლოგიური დამოკიდებულება ცნს-ის დამთრგუნველ საშუალებებზე, მათ შორის ალკოჰოლზე. ლექსოტანილის მიღება არ შეიძლება ანამნეზში ალკოჰოლის, სამკურნალო წამლების, ან ნარკოტიკული საშუალებების ბოროტად გამოყენების დადგენილი ფაქტების მქონე პაციენტებში. ჰიპრმგრძნობელობა „შემადგენლობის“ ჩამონათვალში მოცემული აქტიური ინგრედიენტის ან შემავსებლების მიმართ.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით ნეოაგრეგანს რა უკუჩვენებები აქვს?

ნეოაგრეგანის უკუჩვენებებია: – ანამნეზში თავის ტვინის სისხლჩაქცევა; – ანამნეზში კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სისხლჩაქცევა; – მიდრეკილება სისხლდენებისადმი (ვიტამინი K-ს უკმარისობა, თრომბოციტოპენია, ჰემორაგიული დიათეზი და სხვა); – კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაავადება გამწვავების ფაზაში; – სალიცილატებისა და ასას მიღებით ინდუცირებული ბრონქული ასთმა; – გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტი; – თირკმლის უკმარისობა(კკ < 10 მლ/წთ); – ორსულობის I და III ტრიმესტრი; – ლაქტაციის პერიოდი; – 18 წლამდე ასაკის ბავშვები და მოზარდები; – პრეპარატის კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა. ნეოაგრეგანი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში პოდაგრით, ჰიპერურიკემიით, ანამნეზში კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულოვანი დაავადებით ან სისხლდენით, თირკმლისა და/ან ღვიძლის უკმარისობით, ბრონქული ასთმით, თივის ცხელებით, ცხვირის პოლიპოზით, ალერგიული მდგომარეობებისას, ორსულობის II ტრიმესტრში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით კაპტოსპეს-H-ს რა უკუჩვენებები აქვს?

კაპტოსპეს-H-ის უკუჩვენებებია:  პრეპარატში შემავალ კომპონენტების მიმართ მომატებული  მგრძნობელობა, ანგიონევროზულიშეშუპება (ანამნეზში აგფ ინჰიბიტორების მიღების  ფონზე განვითარებული), აორტის სტენოზი, თირკმლისარტერიის ორმხრივი  სტენოზი, არტერიულიჰიპოტონია, თირკმლის მწვავე უკმარისობა (კრეატინინის  კლირენსი> 30 მლ/წთ), ღვიძლის მწვავე უკმარისობა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით ოდესტონს რა უკუჩვენებები აქვს?

ოდესტონის უკუჩვენებებია: ობტურაციული სიყვითლე, ღვიძლის და თირკმლის მძიმე უკმარისობა, კრონის დაავადება, წყლულოვანი კოლიტი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით ორნილს რა უკუჩვენებები აქვს?

ორნილის უკუჩვენებებია: * პრეპარატის მიღება უკუნაჩვენებია, როდესაც აღინიშნება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ, ცნს-ის დაავადებები, ორსულობა (I ტრიმესტრი) და ძუძუთი კვების პერიოდი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით ნოვაცეტრინს რა უკუჩვენებები აქვს?

ნოვაცეტრინის უკუჩვენებებია: ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ. ბავშვთა ასაკი 6 თვემდე.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით ლონდრომაქსს რა უკუჩვენებები აქვს?

ლონდრომაქსის უკუჩვენებებია: – დაავადებები, რომლის დროსაც საყლაპავის დაცლა შეფერხებულია (სტრიქტურა, აქალაზია);  – პრეპარატის მიღებიდან 30 წუთის განმავლობაში სწორად დგომის ან ჯდომის შეუძლებლობა; – პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა; – ჰიპოკალციემია; – ბავშვთა ასაკი;  – D ვიტამინის დეფიციტი;  – მინერალური ცვლის მძიმე დარღვევები. პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება კუჭ-ნაწლავის დაავადებების გამწვავების ფაზაში (დისფაგია, საყლაპავი მილის დაავადებები, გასტრიტი, დუოდენიტი, წყლული, წინა 12 თვის განმავლობაში გამოვლენილი პეპტიკური წყლული, კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა, ქირურგიული ჩარევა, (კუჭის პილორუსის სარქველზე ჩატარებული ოპერაციების გარდა) ლონდრომაქსის დანიშვნა არ არის რეკომენდებული პაციენტებში თირკმლის ფუნქციის დარღვევით – კლირენსი < 35მლ/წთ. ჰიპოკალციემიისადმი წინასწარგანწყობისას (ჰიპოპარათირეოიდიზმი, D ვიტამინის დეფიციტი, კალციუმის აბსორბციის შეფერხება).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები