Category Archives: პრეპარატების უკუჩვენებები

იცით აცც®-ს რა უკუჩვენებები აქვს?

აცც®-ს უკუჩვენებებია:: კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გამწვავების ფაზაში; სისხლიანი ნახველი; სისხლდენა ფილტვეში; ორსულობა; ლაქტაცია; 6 წლამდე ასაკი (გრანულების ფორმით); 14 წლამდე ასაკი (პრეპარატის ის ფორმები, რომლებიც შეიცავენ 600 მგ აცეტილცისტეინს); მომატებული მგრძნობელობა აცეტილცისტეინისა და პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ. პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ საყლაპავი ვენების ვარიკოზული გაგანიერება, ასევე ფილტვებში სისხლდენისა და სისხლის ამოხველების განვითარების მომატებული რისკისას, ბრონქული ასთმის, თირკმელზედა ჯირკვლის დაავადებების, თირკმელების და/ან ღვიძლის უკმარისობის დროს. აცც ლონგი არ ინიშნება 14 წლამდე ასაკის ბავშვებში. პაციენტთა ამ კატეგორიისათვის რეკომენდებულია შიგნით მისაღები პრეპარატის ისეთი ფორმების გამოყენება, რომლებშიც აცეტილცისტეინის შემცველობა უფრო დაბალია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით ბელარას რა უკუჩვენებები აქვს?

ბელარას უკუჩვენებებია: ქვემოთ მითითებული დაავადებების არსებობისას არ შეიძლება კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების გამოყენება.   პრეპარატ ბელარას მიღების ფონზე რომელიმე შემდეგი მდგომარეობის განვითარებისას პრეპარატის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს: • ადრე არსებული ან ამჟამად არსებული ვენების ან არტერიების თრომბოზი (მაგ. ღრმა ვენების თრომბოზი, ფილტვისმიერი არტერიების ემბოლია, მიოკარდიუმის ინფარქტი ან ინსულტი); • პროდრომული პერიოდი ან თრომბოზის, თრომბოფლებიტის პირველი ნიშნები ან ემბოლიის სიმპტომები (მაგ. ტრანზიტორული იშემიური შეტევა, სტენოკარდია);  • დაგეგმილი ქირურგიული ოპერაცია (ოპერაციამდე მინიმუმ ოთხი კვირით ადრე), აგრეთვე იმობილიზაციის პერიოდი, მაგალითად, ტრავმების შემდეგ (მაგ. ტრავმის შემდეგ დადებული გიფსი); • შაქრიანი დიაბეტი სისხლძარღვოვანი გართულებებით; • შაქრიან დიაბეტზე კონტროლის დაკარგვა; • არაკონტროლირებული არტერიული ჰიპერტენზია ან არტერიული წნევის მნიშვნელოვნად მომატება (როდესაც წნევა მუდმივად აღემატება 140/90 მაჩვენებელს); • მემკვიდრეობითი ან შეძენილი წინასწარგანწყობა ვენების ან არტერიების თრომბოზისადმი, როგორიცაა აქტივირებული C პროტეინის მიმართ რეზისტენტობა, III ანტითრომბინის დეფიციტი, C პროტეინის დეფიციტი, S პროტეინის დეფიციტი, ჰიპერჰომოცისტეინემია და ანტისხეულები ფოსფოლიპიდებისადმი (ანტიკარდიოლიპინის ანტისხეულები, მგლურას ანტიკოაგულანტი); • ჰეპატიტი, სიყვითლე, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლების ნორმალიზაციამდე; • გენერალიზებული ქავილი, ქოლესტაზი, განსაკუთრებით წინა ორსულობისას ან ესტროგენებით თერაპიისას; • დუბინ-ჯონსონის სინდრომი, როტორის სინდრომი, ნაღველის გამოყოფის დარღვევა; • ღვიძლის სიმსივნეები ანამნეზში ან არსებული; • ძლიერი ტკივილი ეპიგასტრიუმში, ღვიძლის გადიდება ან მუცელში სისხლდენის სიმპტომები (იხ. პუნქტი 4.8); • პირველად განვითარებული ან მორეციდივე პორფირია (ყველა სამი ფორმა, განსაკუთრებით, შეძენილი პორფირია); • ავთვისებიანი ჰორმონდამოკიდებული სიმსივნეები ანამნეზში ან არსებული, მაგალითად, სარძევე ჯირკვლების ან საშვილოსნოს სიმსივნეები; • ლიპიდების ცვლის სერიოზული დარღვევები; • პანკრეატიტი ანამნეზში ან მიმდინარე, მძიმე ჰიპერტრიგლიცერიდემიის თანხლებით; • მიგრენის პირველად განვითარებული სიმპტომები, აგრეთვე ხშირი და უჩვეულოდ ძლიერი თავის ტკივილი; • მიგრენი ანამნეზში კეროვანი ნევროლოგიური სიმპტომატიკით (მიგრენის ფორმები პარესთეზიით, კრუნჩხვებით, აფაზიით); • უეცარი დარღვევები გრძნობის ორგანოების მხრივ, მაგალითად, მხედველობის ან სმენის დარღვევა; • მოძრაობის დარღვევები (კერძოდ, პარეზები); • ეპილეფსიური შეტევების გაძლიერება; • მძიმე დეპრესია; • ოტოსკლეროზი, პროგრესირებული წინა ორსულობისას; • უცნობი ეტიოლოგიის ამენორეა; • ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია; • უცნობი ეტიოლოგიის სისხლდენა საშოდან; • ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის მოქმედი ნივთიერების ან ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ. უკუჩვენებებია:ს წარმოადგენს ვენების ან არტერიების თრომბოზის განვითარების რისკის ერთი სერიოზული ან რამდენიმე ფაქტორის არსებობა (იხ. პუნქტი 4.4).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით ტირექსს რა უკუჩვენებები აქვს?

ტირექსის უკუჩვენებებია: პრეპარატის კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით ფენკაროლს რა უკუჩვენებები აქვს?

ფენკაროლის უკუჩვენებებია:: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ; ორსულობის I ტრიმესტრი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით ქოლოგრანდს რა უკუჩვენებები აქვს?

ქოლოგრანდის უკუჩვენებებია: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ; ღვიძლის ფუნქციების მძიმე დარღვევა; ღვიძლისმიერი კომა;

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით ცელესტოდერმი V-ის რა უკუჩვენებები აქვს?

ცელესტოდერმი V-ის უკუჩვენებებია:.  კანის არანამკურნალები დაზიანებები, გამოწვეული ბაქტერიული ინფექციებით (მაგ.: პიოდერმია, ტუბერკულოზი და სიფილისური პროცესები), და ასევე, გამოწვეული ვირუსული ინფექციებით (მაგ.: ჩუტყვავილა, უბრალო ჰერპესი, სარტყლისებური ჰერპესი, ვულგარული მეჭეჭი (კონდილომა), კონტაგიოზური მოლუსკი); სოკოვანი ინფექციები, გავრცელებული ფსორიაზი, პარაზიტული ინფექციები, კანის წყლულოვანი დაზიანებები, ჭრილობები. გვერდითი რეაქციების არსებობა კორტიკოსტეროიდების მიღების შემდეგ (მაგ.: პერიორალური დერმატიტი. სტრიები). იქთიოზი, მოზარდთა ტერფის დერმატოზი, ვულგარული ფერიმჭამელები, ვარდისფერი ფერიმჭამელები, კანის სისხლძარღვების განვლადობის მომატება, კანის ატროფია, ანოგენიტალური ქავილი.  ცელესტოდერმი-V უკუნაჩვენებია პაციენტებისათვის პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი აქტიური ნივთიერების ან რომელიმე სხვა კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით ამპისულცილინს რა უკუჩვენებები აქვს?

ამპისულცილინის უკუჩვენებებია:: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ; თირკმელების უკმარისობა. ორსულობა და ლაქტაცია: ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი ინიშნება მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით სინკუმარს რა უკუჩვენებები აქვს?

სინკუმარის უკუჩვენებებია: ჰემორაგიული დიათეზები და სისხლის შედედების დაქვეითებით მიმდინარე სხვა დაავადებები, თირკმლების უკმარისობა, ღვიძლის ფუნქციის გამოხატული დარღვევა, არტერიული ჰიპერტონია, ავთვისებიანი სიმსივნეები, დიაბეტური რეტინოპათია, ფიზიკური გადაღლა, ჰიპოპროთრომბინემია (70%-ზე ნაკლები), K და C ჰიპოვიტამინოზი, სისხლდენა ღია ჭრილობებიდან, წყლულოვანი დაავადება, წყლულოვანი კოლიტი, ჰემორაგიული ინსულტი, (პირველი 2 თვე), ორსულობა, ლაქტაცია, მოსალოდნელი აბორტი, მშობიარობის შემდგომი ეკლამფსია და პრეეკლამფსია, გახანგრძლივებული ენდოკარდიტი, პერიკარდიტი, აორტის განმშრევებელი ანევრიზმა, პოსტოპერაციულ პერიოდში ოფტალმოლოგიაში, ნევროლოგიაში და სტომატოლოგიაში, ლუმბალური პუნქციის, ორგანოთა ბიოფსიისა და აორტის პუნქციის შემდეგ 4 დღის მანძილზე.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით სანუმგერმან D6 წვეთებს რა უკუჩვენებები აქვს?

სანუმგერმან D6 წვეთები (ნატუროპათი)-ის გვერდითი მოქმედება ცნობილი არ არის უკუჩვენებებია::: ცნობილი არ არის

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით ქვენტაკელ D5-D6 ამპულებს რა უკუჩვენებები აქვს?

ქვენტაკელ D5-D6 ამპულები (ნატუროპათი)-ის უკუჩვენებებია: არ ინიშნება, პრეპარატში შემავალი კომპონენტის მიმართ (Penicillium glabrum) ჰიპერმგძობელობის შემთხვევაში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები