Category Archives: პრეპარატების ჩვენებები

რა დროს გამოიყენება სისტეინი?

სისტეინის გამოყენების ჩვენებებია: სისტეინი, თვალის წვეთები – ლუბრიკანტი ატენიანებს თვალს, უზრუნველყოფს მის კომფორტს და იცავს თვალს სიმშრალისაგან, წვისა და უცხო შეგრძნებისაგან, აგრეთვე გაღიზიანებისაგან, რომელიც შეიძლება განპირობებული იყოს გარემოს ისეთი დამაბინძურებელი ფაქტორების ზემოქმედებით, როგორებიცაა: ბოლი, მტვერი, ულტრაიისფერი სხივები, გამაცხელებელი საშუალებები (რადიატორი, საუნა). აგრეთვე კოსმეტიკური ნივთიერებების ზემოქმედება, თვალის გახშირებული ხამხამი ტელევიზორის ხანგრძლივი ყურების ან კომპიუტერის მონიტორთან ხანგრძლივი მუშაობისას. სისტეინს აქვს უნიკალური თვისება თვალში ჩაწვეთების შემდეგ გარდაიქმნას სითხიდან გელად. სისტენი არ იწვევს მხედველობის დაბინდვას და უზრუნველყოფს თვალის ხანგრძლივ კომფორტს ჩაწვეთების შემდეგ.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ტრიფლუოპერაზინი-?

ტრიფლუოპერაზინი – გამოყენების ჩვენებებია: ტრიფლუოპერაზინი გამოიყენება შიზოფრენიის, განსაკუთრებით პარანოიდული ფორმის, აპათიურაბულიური სინდრომის, აგრეთვე დაავადებების დუნედ მიმდინარე ისეთი ფორმების სამკურნალოდ, როგორიციაა შიზოფრენია გამოხატული ჰალუცინაციურ-პარანოიდული, ფსიქოზისა და ნევროზის მსგავსი, იპოქონდრიული, სენესტოპათური სიმპტომებით, სამკურნალოდ. პრეპარატი გამოიყენება აგრეთვე იმ ფსიქიური დაავადებების სამკურნალოდ, რომლებიც მიმდინარეობენ ბოდვითი სიმპტომებითა და ჰალუცინაციებით: ალკოჰოლით გამოწვეული ჰალუცინაციები და პარანოიდები, ინვოლუციური ფსიქოზები და ნევროზები; პრეპარატი შესაძლებელია გამოვიყენოთ როგორც ღებინების საწინააღმდეგო საშუალება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება უნიკლოფენი 0,1%?

უნიკლოფენი 0,1% გამოყენების ჩვენებებია: უნიკლოფენი არის ხსნარი, რომელიც გამოიყენება თვალისათვის. ის აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს დიკლოფენაკ ნატრიუმს. უნიკლოფენი ხსნის ტკივილს და საგრძნობლად ამცირებს თვალის მექანიკური დაზიანებით და ალერგიით გამოწვეულ ანთებით რეაქციებს. უნიკლოფენი გამოიყენება თვალის არა-ინფექციური ანთებითი პროცესის სამკურნალოდ, განსაკუთრებით კი კონიუქტივის და რქოვანას ალერგიული წარმოშობის ქრონიკული ანთების სამკურნალოდ. ის ასევე გამოიყენება წამწამების არაბაქტერიული ანთების სამკურნალოდ, თვალში უცხო სხეულების მოხვედრითა და დამწვრობით გამოწვეულ უმნიშვნელო ტრამვების სამკურნალოდ. ფოტოფობიისა და UV რადიაციით დასხივების შედეგად (მზის სხივები, შედუღება) რქოვანაზე გაჩენილი წყლულების სამკურნალოდ. უნიკლოფენი ასევე გამოიყენება წანა საოპერაციო მოსამზადებელ ეტაპზე, ოპერაციის დროს თვალის გუგის Aშევიწროვების შესამცირებლად, კისტოზური მასკულარული ედემა (ბადურის ცენტრის ჩამოშლა) და თვალის სხვადასხვა ოპერაციების დროს მომატებული საპასუხო რეაქციების შესასუსტებლად. უნიკლოფენი გამოიყენება მოზრდილებში, მოზარდებში და 2 წლამდე ასაკის ბავშვებში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება უროფოლიტროპინი?

უროფოლიტროპინის გამოყენების ჩვენებებია: პრერარატი ინიშნება საკვერცხების ფოლიკულების ზრდის სტიმულაციისათვის ქალებში უნაყოფობის დროს ჰიპოთლამოჰიპოფიზური დარღვევებით (ერთი მადომინირებელი ფოლიკულის ზრდის სტიმულაციით); დამხმარე რეპროდუქციული ღონისძიებების ჩატარებისას ჩასახვამდე (მრავალი ფოლიკულების ზრდის სტიმულაცია).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება სალტამარე?

სალტამარე გამოყენების ჩვენებებია: –           ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპება, განსაკუთრებით სხვადასხვა ქიმიური მედიკამენტებისადმი მგრძნობიარე პირებში, ასევე ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში. –           ცხვირის ღრუს, ცხვირის დანამატი წიაღების, ცხვირ-ხახის და ყელის მწვავე და ქრონიკული დაავადების სამკურნალოდ როგორიცაა: •          მწვავე და ქრონიკული რინიტები; მწვავე და ქრონიკული სინუსიტები; •          ნაზოფარინგიტი; •          მწვავე და ქრონიკული ჰაიმორიტი; •          ტონზილიტი, ადენოიდიტი, ფარინგიტი, ლარინგიტი. –           მწვავე რესპირატორული ვისურული ინფექციების პროფილაქტიკა და კომპლექსური თერაპია (მათ შორის ორსულებში და ლაქტაციის პერიოდში);  –           ხახის ლორწოვანი გარსის სიმშრალე გამოწვეული გარემო ფაქტორებით (ცენტრალური გათბობა, კონდიცირებული ჰაერი და სხვა). ყელის ლორწოვანი გარსის ფიზიოლოგიური მახასიათებლების შენარჩუნების მიზნით.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება სოლტუქსი?

სოლტუქსის გამოყენების ჩვენებებია: – სასუნთქი გზების მწვავე და ქრონიკული დაავადებები, მიმდინარე წებოვანი ნახველის არსებობით (ბრონქიტი, ტრაქეობრონქიტი, ობსტრუქციული ბრონქიტი, პნევმონია, ფილტვის ემფიზემა) – ვირუსული ეტიოლოგიის ხველა – ყივანახველა – ბრონქული ასთმა (კომპლექსური თერაპია) – ფილტვების ტუბერკულოზი – ლარინგიტი, ფარინგიტი, რინოსინუსიტი – აგფ-ინჰიბიტორების მიღებით განპირობებული ხველა – მწეველთა ბრონქიტი

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება სიმალდრატი?

სიმალდრატის გამოყენების ჩვენებებია:  *ორგანიზმის ინტენსიური ზრდის პერიოდი *არასრულფასოვანი, არაბალანსირებული კვება *მალაბსორბციის სინდრომი *მადის დაქვეითება, უმადობა *ნერვული ანორექსია *ბავშვის ფიზიკურ განვითარებაში ჩამორჩენა *ფიზიკური და გონებრივი გადაღლა, ასთენია *ჰიპო – და ავიტამინოზები *დაავადების რეკონვალესცენციის პერიოდი *ქირურგიული ოპერაციის შემდგომი პერიოდი *ანტიბიოტიკოთერაპიის შემდგომი პერიოდი *იმუნიტეტის დაქვეითება: ხშირი ავადობა ვირუსული ინფექციებით, გრიპით, ჰერპეს-ინფექციებით, სოკოვანი დაავადებებით.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ფლუქოლდი ჩაი?

ფლუქოლდი ჩაის გამოყენების ჩვენებებია: ფლუქოლდი  გამოიყენება  მოზრდილებსა  და  ბავშვებში  12   წლის  ზემოთ   სხეულის მომატებული  ტემპერატურისას,  გაციებისას  (გრიპი, მწვავე  რესპირატორულ-ვირუსული  ინფექციები)  და  სხვა  ინფექციურ-ანთებითი   დაავადებებისას. ასევე  მსუბუქად  ან  ზომიერად  გამოხატული  ტკივილის  სინდრომისას  (თავის, კბილის  ტკივილი, ტკივილი  კბილების  ამოჭრისას,  ყელის  ტკივილი, ნევრალგია,  მიალგია.)

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ფლუქოლდი სიროფი?

ფლუქოლდი სიროფის გამოყენების ჩვენებებია:  გაცივების  და  გრიპის  სამკურნალოდ, ტკივილის  და  ცხელების  შესამსუბუქებლად. გაცივების  პირველი  ნიშნებისას   მიიღეთ  ფლუქოლდის  სიროფი  მითითებული  დოზირებით. მაქსიმალური  ეფექტისთვის  გაიარეთ  მკურნალობის  სრული  კურსი  ფლუქოლდის  სიროფით.  ის  ასევე  ინიშნება  სინუსიტის,  ცხვირის  არხის  დაცობის,  სურდოს,     ცემინების  სამკურნალოდ.  პრეპარატი  არ  იწვევს  არც  შეგუბებით  ხველას  და  არც  კბილის  კარიესს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ტუსიფლუიდი?

ტუსიფლუიდის გამოყენების ჩვენებებია: ჩვენებები:: · ზედა სასუნთქი გზების დაავადებები · ტრაქეიტი,ბაქტერიული ან ვირუსული გენეზის პნეევმონია · ემფიზემა · მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი · ბრონქოექტაზია · ბრონქული ასთმა · ყელ-ყურ-ცხვირის ორგანოების დაავადებები · მუკოვისციდოზი

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი