Category Archives: პრეპარატების ჩვენებები

რა დროს გამოიყენება ცეფოტაქსიმ სანდოზი?

ცეფოტაქსიმ სანდოზის გამოყენების ჩვენებებია: პრეპარატი ნაჩვენებია შემდეგი მძიმე ინფექციების სამკურნალოდ, რომლებიც გამოწვეულია ცეფოტაქსიმის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით (იხ. ნაწილი 5.1 "ფარმაკოდინამიკა"): – ბაქტერიული პნევმონია; ცეფოტაქსიმი არ არის აქტიური იმ ბაქტერიების მიმართ, რომლებიც იწვევს ატიპიურ პნევმონიას ან ბაქტერიების სხვა ზოგიერთი სახეობის მიმართ, რომლებიც პნევმონიას იწვევს, მაგალითად, P. aeruginosa (იხ. ნაწილი 5.1 "ფარმაკოდინამიკა"); – თირკმლებისა და ზედა საშარდე გზების გართულებული ინფექციები; – კანისა და რბილი ქსოვილების მძიმე ინფექციები;  – სასქესო ორგანოების ინფექციები, რომლებიც გამოწვეულია გონოკოკებით (განსაკუთრებით პენიცილინის გამოყენებისგან ეფექტის არარსებობისას ან მის მიმართ უკუჩვენებას არსებობისას); – მუცლის ღრუს ინფექციები (მაგალითად, პერიტონიტი). ამ შემთხვევაში ცეფოტაქსიმი უნდა გამოყენებულ იქნას ანაერობული ფლორის მიმართ აქტიურ ანტიბიოტიკთან კომბინაციაში; – მწვავე ბაქტერიული მენინგიტი (განსაკუთრებით გამოწვეული H. influenzae, N. meningitidis, S. pneumoniae, E. coli, Klebsiella spp. მიერ); – სეპტიცემია, რომელიც დაკავშირებულია ფილტვების, შარდგამომყოფი გზების ან მსხვილი ნაწლავის ინფექციასთან (გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების გამოვლენის დროს განიხილება სხვა გამოსადეგ ანტიბიოტიკთან კომბინაციაში). მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ანტიბაქტერიული პრეპარატების სათანადო გამოყენების ოფიციალური სახელმძღვანელოები.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ცეფორტი?

ცეფორტის გამოყენების ჩვენებებია: ცეფორტი რეკომენდებულია საშუალო და მწვავე ინფექციების სამკურნალოდ, რომლებიც გამოწვეულია ცეფტრიაქსონის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით, როგორიცაა: * რესპირატორული ტრაქტის ინფექციები; * კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები; * ყელ-ყურ-ცხვირის ინფექციები; * შარდ–სასქესო გზების ინფექციები; * გონორეა (არაგართულებული); * მცირე მენჯიოს ღრუს ინფექციები; * აბდომინალური ინფექციები; * ძვლებისა და სახსრების ინფექციები; * სეპტიცემია; * მენინგიტი; * პოსტ-ოპერაციული ინფექციების მკურნალობა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ცეფორალ სოლუტაბი?

ცეფორალ სოლუტაბის გამოყენების ჩვენებებია: პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციურ-ანთებითი დაავადებები: • სტრეპტოკოკური ტონზილიტი და ფარინგიტი • სინუსიტები • მწვავე ბრონქიტი და ქრონიკული ბრონქიტის და ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების გამწვავება.  • შუა ყურის მწვავე ოტიტი • საშარდე გზების ინფექცია • გაურთულებელი გონორეა • შიგელოზი

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ცეფოპერაზონი?

ცეფოპერაზონის გამოყენების ჩვენებებია: პრეპარატი გამოიყენება იმ ინფექციურ-ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ, რომელთა გამომწვევი მიკროორგანიზმები მგრძნობიარენი არიან მის მიმართ: ზემო და ქვემო სასუნთქი გზების ინფექციები; შარდ-სასქესო სისტემების ინფექციები, მათ შორის გონორეა; მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ინფექციები (ენდომეტრიტი და სხვა); პერიტონიტი, ქოლეცისტიტი და სხვა აბდომინალური ინფექციები; სეფსისი; რბილი ქსოვილებისა და კანის ინფექციური დაავადებები; სახსრებისა და ძვლების ინფექციები. პრეპარატი გამოიყენება აგრეთვე გინეკოლოგიური, აბდომინალური, ტრავმატოლოგიური, თორაკალური, გულ-სისხლძარღვთა სისტემის ოპერაციის შემდგომი გართულებების პროფილაქტიკისათვის.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ცეფობიდი?

ცეფობიდის გამოყენების ჩვენებებია: თერაპიული ჩვენებები ცეფობიდი გამოიყენება ინფექციური დაავადებების სამკურნალოდ, რომლებიც გამოწვეულია მის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით: ზედა და ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები. საშარდე გზების ზედა და ქვედა ნაწილების ინფექციები. პერიტონიტი, ქოლეცისტიტი, ქოლანგიტი და სხვა ინტრააბდომინური ინფექციები. სეპტიცემია. მენინგიტი. კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები. ძვლებისა და სახსრების ინფექციები. მენჯის ორგანოების ანთებითი დაავადებები, ენდომეტრიტი, გონორეა და სასქესო გზების სხვა ინფექციები. პროფილაქტიკა ნატრიუმის ცეფოპერაზონის მარილი ინიშნება პროფილაქტიკის მიზნით აბდომინალური, გინეკოლოგიური, გულ_სისხლძარღვთა სისტემაზე და ორთოპედიული ოპერაციების შემდგომი ინფექციების საწინააღმდეგოდ. კომბინირებული თერაპია ცეფობიდი შეიძლება იქნეს გამოყენებული კომბინირებული მკურნალობის დროს სხვა ანტიბიოტიკებთან ერთად, თუ ასეთი მკურნალობა ნაჩვენებია. ამინოგლიკოზიდებით მკურნალობისას რეკომენდებულია ჩატარდეს დაკვირვება თირკმლის ფუნქციაზე (იხ. თავი,,გამოყენების დოზები და მეთოდები”).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ცეფლოქსი-ავერსი?

ცეფლოქსი-ავერსის გამოყენების ჩვენებებია: პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციურ-ანთებითი დაავადებები: • სასუნთქი სისტემის ინფექციები: ფარინგიტი, მწვავე ბრონქიტი, ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება, პნევმონია, ბრონქოექტაზიური დაავადება, მუკოვისციდოზი; • LOR-ორგანოების ინფექციები: შუა ყურის ანთება, ჰაიმორიტი, ფრონტიტი, სინუსიტი, მასტოიდიტი, ტონზილიტი;  • მუცლის ღრუს ორგანოების ინფექციები: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე გზების ბაქტერიული ინფექციები, ინტრაპერიტონეალური აბსცესი, პერიტონიტი, სალმონელოზი, მუცლის ტიფი, კამპილობაქტერიოზი, იერსინიოზი, შიგელოზი, ქოლერა; • თირკმლისა და შარდგამომყოფი გზების ინფექციები: პიელონეფრიტი, ტუბულარული აბსცესი, ცისტიტი;  • მცირე მენჯისა და სასქესო ორგანოების ინფექციები: პროსტატიტი, ადნექსიტი, სალპინგიტი, ოოფორიტი, ენდომეტრიტი, პელვიოპერიტონიტი;  • ვენერული დაავადებები: გონორეა, რბილი შანკრი, ქლამიდიოზი; • კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები: ინფიცირებული ჭრილობა, წყლული, დამწვრობა, აბსცესი, ფლეგმონა;  • ძვლებისა და სახსრების ინფექციები: ოსტეომიელიტი, სეპტიკური ართრიტი; • ბაქტერიემია, სეპტიცემია, მძიმე ინფექციები იმუნოდეფიციტისა და ნეიტროპენიის ფონზე, ინფექციის პროფილაქტიკა ქირურგიული ჩარევის დროს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ცეფინირი?

ცეფინირის გამოყენების ჩვენებებია: ცეფინირის სუსპენზია ნაჩვენებია შემდეგი ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ: – მწვავე ბაქტერიული ოტიტი: გამოწვეული Haemophilus influenzae (ბეტა-ლაქტამაზას წარმომქმნელი შტამების ჩათვლით), Streptococcus pneumoniae (მხოლოდ პენიცილინისადმი მგრძნობიარე შტამები) და Moraxella catarrhalis  (ბეტა-ლაქტამაზას წარმომქმნელი შტამების ჩათვლით) მიერ; – მწვავე მაქსილარული სინუსიტი: გამოწვეული Haemophilus influenzae  (ბეტა-ლაქტამაზას წარმომქმნელი შტამების ჩათვლით), Streptococcus pneumoniae (მხოლოდ პენიცილინისადმი მგრძნობიარე შტამები) და Moraxella catarrhalis  (ბეტა-ლაქტამაზას წარმომქმნელი შტამების ჩათვლით) მიერ; – მწვავე ბაქტერიული რინოსინუსიტი: გამოწვეული Haemophilus influenzae  (ბეტა-ლაქტამაზას წარმომქმნელი შტამების ჩათვლით), Streptococcus pneumoniae (მხოლოდ პენიცილინისადმი მგრძნობიარე შტამები) და Moraxella catarrhalis (ბეტა-ლაქტამაზას წარმომქმნელი შტამების ჩათვლით) მიერ; – ფარინგიტი/ტონზილიტი: გამოწვეული შტრეპტოცოცცუს პყოგენეს  მიერ; – კანის გაურთულებელი ინფექციები: გამოწვეული Staphylococcus aureus (ბეტა-ლაქტამაზას წარმომქმნელი შტამების ჩათვლით) და Streptococcus pyogenes  მიერ.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ცეფეკონი ® D?

ცეფეკონი ® D გამოყენების ჩვენებებია: 3 თვიდან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში, როგორც: სიცხის დამწევი საშუალება მწვავე რესპირატორული დაავადებების, გრიპის, ბავშვთა ინფექციების, პოსტვაქცინური ინექციებისა და სხვა მდგომარეობების დროს, რომლებსაც ახლავს სხეულის ტემპერატურის მომატება; გამაყუჩებელი საშუალება მსუბუქი და საშუალო ინტენსივობის ტკივილის სინდრომის დროს, მათ შორის: თავისა და კბილის ტკივილი, კუთების ტკივილი, ნევრალგიები, ტკივილი ტრავმებისა და დამწვრობების დროს; 1-3 თვის ასაკის ბავშვებში შესაძლებელია პრეპარატის ერთჯერადი მიღება ვაქცინაციის შემდეგ ტემპერატურის დასაწევად, ყველა მაჩვენებლის მიხედვით, პრეპარატის გამოყენება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით შეიძლება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ცეფბათი?

ცეფბათის გამოყენების ჩვენებებია: ცეფბათის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციები: სეფსისი, მენინგიტი; მუცლის ღრუს ორგანოების ინფექციები (მაგ., პერიტონიტი); ძვლების, სახსრების, კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები; ინფიცირებული ჭრილობები; შარდ-სასქესო სისტემის ინფექციები; სასუნთქი სისტემის ინფექციები (პნევმონია, ბრონქიტი); გონორეა და სხვა; ოპერაციისშემდგომი ინფექციების პროფილაქტიკა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ცეფასაბალი?

ცეფასაბალის გამოყენების ჩვენებებია: წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია (I სტადია), შარდვის დარღვევა, შეგუბებითი (კონგესტიური) პროსტატიტი, მცირე მენჯში ვენური შეგუბება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი